სექსი დიდ..... ურნაში

ხანდახან როგორ ვნანობ ხოლმე რომ არ მაქვს ფოტოაპარატი და ვერ ვაღირსე გაკეთება ჩემს ტელეფონს/ყიდვა - ახალს. ეს კი, რაც მაქვს ღამე ცუდად იღებს

არა და რა არაჩვეულებრივ სასურათე სცენას გადავაწყდი რამდენიმე დღის წინ ქუჩაში. დიდი ნაგვის ურნა იყო თავახდილი და ცალ მხარეს კედელზე გადმოკიდებული იყო ლიფი. ხოოო, ხოოო, ბიუსტჰალტერი, დიდი, თეთრი... :) და იცით როგორ იყო გადმოკიდებული, ქალები შირმის იქით რომ შედიან გასახდელად ან გამოსაცვლელად და ტანსაცმელს გამომწვევად კიდებენ შირმაზე, კარებზე ან რასაც არიან ამოფარებულები, იმაზე და მერე გამოდიან უფრო გამომწვევად ჩაცმულები/გახდილები, აი ზუსტად ასე ეკიდა. კინაღამ შიგნით ჩავიხედე, ვინმე ხომ არ ზის და ეს პრელუდია ხომ არ არის მეთქი... :)

არ ვიცი რამდენად კარგად გადმოგეცით სურათი. თუ ოდესმე კიდევ შემხვდა მსგავსი სცენა, აუცილებლად გადავიღებ რადაც არ უნდა დამიჯდეს და დავდებ.

Comments

Keti said…
ვაიმე, ალ :)))
წარმოვიდგინე!!!! :დ
© said…
:))))

ხოოო, ქეთ, ძალიან მაგარი სანახაობა იყო :))))

ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ვნატრობ ფოტოაპარატს. საჭიროა აშკარად :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..