ერთი მგზავრობის ისტორია ;) :)

შესავალი: ისტორია ძველია, სამყაროსავით არა, მაგრამ მაინც :) ბევრმა მეგობარმა უკვე იცის, მონაყოლიდან, ბევრს წაკითხული აქვს - ფორუმზე. გამახსენდა და გადავწყვიტე აქაც დამედო, მათთვის, ვინც ამაზე თავის დროზე მაგრად იხალისა და მათთვის, ვინც არ იცის ჯერ :)

თბილისი 2005, ოქტომბერი (ან ნოემბერი). ახალი აკრძალულია სამარშუტო ტაქსების (შემდგომში ”მარშუტკები”ს) მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე/ში.

საღამოა, მოვდივართ მე და ჩემი მეგობარი გაბრიაძის ბარიდან. მე ჩამსვა სადღაც ბარათაშვილის ხიდთან. თან იქიდან მარშუტკები ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა მხარეს მიდიან, ნუ მაშინ ასე იყო, ამიტომ თავი დავიზღვიე და ვკითხე დელისთან ხომ ნამდვილად მიდის მეთქი. დამიდასტურა და ავედი.
გვერდზე ვიღაც გოგო მიზის და მეკითხება: "ხომ არ იცით ეს მარშუტკა სად მიდის?!" !!! (ნუ, ალბათ იგულისხმა რა გზით მიდისო, რადგან წინასწარ მართლა ვერ გაიგებდი, ისეთ ტრაექტორიებს ახორციელებდნენ ). აზრზე არ ვარ მეთქი (ჩემთვის მთავარი იყო რომ დელისთან მივიდოდა და რა გზით -ეგ უკვე აღარ მაინტერესებდა), ვუპასუხე და ზრდილობიანად გავუღიმე.
ხო, გაითვალისწინეთ რომ საღამოა, 10 საათია დაწყებული. მარშუტკამ კაი ხანი იარა და ერთი 15 წუთის შემდეგ ფანჯარაში რომ გავიხედე, დავრწმუნდი - დედამიწა მართლაც მრგვალია! მარშუტკა დაახლოებით იგივე ადგილას იყო, საიდანაც გავიდა! ! ! ესეც არ შევიმჩნიე, შევეჩვიე ეტყობა მსგავს მარაზმებს.

გვერდზე მჯდომი გოგო კი ვერ ისვენებდა: "ნეტა ეს მარშუტკა ოპერის ქვევით გაივლის?!" ეს შეკითხვა ალბათ რიტორიკულად იყო დასმული , მაგრამ წინა სკამიდან ვიღაც ბიჭი მოტრიალდა და უპასუხა რომ ძნელაძეზე გაივლის. გოგონამ მგონი ქუჩების არც ძველი და არც ახალი დასახელება არ იცოდა, მაგრამ მაინც მადლობა გადაუხადა და ისევ მე მომიბრუნდა: "რამდენი ხანია იცით სახლიდან გამოსული ვარ და სამსახურში ვერ მივაღწიე! დამაგვიანდა, რა!" აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ საღამოს 10-ის ნახევარია!!! უცებ გავიფიქრე, რომ ეს გოგო დილიდან გამოსულია და აქამდე გზაშია და კინაღამ გადავიხარხარე. ეს აზრი ჩავიკალი, მაგრამ ის, რომ 10-ის ნახევარზე სამსახურში აგვიანდება, მაინც სასაცილოდ მომეჩვენა და ვერ შევიკავე თავი ღიმილისგან. მაგრამ ეს ისევ ზრდილობიან ღიმილად გავასაღე.

მარშუტკამ დიდი ჯახირის შემდეგ "ოპერის ქვევით" ააღწია. "ბედნიერი მოხელე" (ან ”ღამის პეპელა”) ჩამოვიდა და ალბათ მალე თავისი საიდუმლოებით მოცული მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, ახალი აკრძალული რომ არის რუსთაველზე მსგავსი ტრანსპორტის გაჭაჭანება. ავიდა მარშუტკა ძნელაძეზე და იქ შემხვედრმა კოლეგამ ანიშნა - გადაკეტილიაო!!!!!!!!! ჩვენი მძღოლი ეტყობა არ ენდო და გზა განაგრძო. ძალიან ბნელოდა და ქუჩა გადათხრილი იყო. და უცებ მარშუტკა ჩერდება, ტრიალდება და შემექმნა შთაბეჭდილება რომ რომელიღაც ეზოში შესვლას ცდილობს. მართალი გითხრათ არ გამკვირვებია და ვიფიქრე, ახლა ეს ამ ეზოში შევა და "სკვაზნოი" სადარბაზოდან გავა ზედა ქუჩაზე, ან ვინმეს ზარს დაურეკავს კარზე და ეტყვის თუ შეიძლება თქვენს ეზოზე ან ბინაზე გავივლიო. მართლა აღარ გამიკვირდებოდა!

მაგრამ მძღოლმა გადაიფიქრა მშვიდობიანი მოსახლეობის შეწუხება და მოატრიალა თავისი მანქანა. ახლა თვითონ ანიშნა სხვას, გადაკეტილიაო, მაგრამ ის სხვაც რა თქმა უნდა არ ენდო და "ჯიქურ" განაგრძო გზა. დაღლილი ხალხი ძალიან დაინტერესებული ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. მარშუტკა გზაჯვარედინზე გაჩერდა. მძღოლი ეტყობა წარწერას კითხულობდა "მარჯვნივ ახვალ -პატრული დაგიჭერს..." და ა.შ. ბოლოს მამაცმა მძღოლმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, აბრა მოხსნა მანქანას და საზეიმოდ გამოაცხადა: "მორჩა, ავდივარ რუსთაველზე!" ეს მართლაც გმირული გადაწყვეტილება იყო! მგზავრები ბედნიერი ღიმილით და მორიდებული შეძახილებით შეხვდნენ ამ დიად გადაწყვეტილებას და მძღოლი გაამხნევეს! ერთ მუშტად შეკრული მარშუტკა რუსთაველის გამზირს მიაპობდა....

ყველა ძალიან ამაყი ღიმილით იყურებოდა გარეთ, თითქოს მღეროდნენ: "თავისუფლებააა, ისე არ მოდიიიის...." მეგონა ახლა ფანჯრებს გააღებდნენ, წელამდე გადავიდოდნენ და დროშებს ააფრიალებდნენ! მაგრამ ამ ილუზიიდან ვიღაც გოგოს ხმამ გამომაფხიზლა: "აუ, ჩასვლა მინდა სადმე და ვერ გამიჩერებთ?" (ამ დროს ვიმყოფებით თეატრალურ ინსტიტუტთან)! მძღოლი: "ვერა!" მარშუტკაში "ფხუკუნი" ატყდა. გოგონა მორჩილად ჩამოჯდა წინა სკამზე და loading-ის რეჟიმზე გადავიდა...

ფოსტას რომ მივუახლოვდით ისევ იკითხა, ამჯერად უფრო თამამად: "კაცო, ჩასვლა მინდა და არ გამიჩერებთ?" მძღოლმა აშკარად ძლივს შეიკავა თავი გინებისგან, მკვეთრად დაამუხრუჭა და ჩქარა ჩადითო მიაძახა! გოგონა ფართხაფურთხით ჩავიდა.მძღოლს ერთი წიხლი არ მიუყოლებია, ხურდა თითქმის მიაყარა და კარის დახურვას არ დაელოდა, ისე მოწყვიტა ადგილიდან მარშუტკა.


თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გმირთა მოედნამდე ვიფრინეთ! ამის მერე მძღოლმა გადამალული აბრა გაუკეთა მანქანას, ბოთლით ჩაამაგრა (!) და მარშუტკისთვის ჩვეული ტემპით განაგრძო სვლა...


ტელევიზიასთან ვიღაც ქალი ამოვიდა. წინ მჯდომმა მამაკაცმა თავაზიანობა გამოიჩინა და კარი თვითონ დახურა. უცებ კივილი გაისმა: "თითი! თითი! " როგორც იქნა მიხვდნენ და კარი გააღეს. ქალი წინა სკამზე დაეშვა და ამოღერღა: "ვინ გთხოვდათ კარის დაკეტვას... " თან თვითონ ეღიმებოდა რატომღაც. დანარჩენები კი ჩუმად იცინოდნენ. გვერდზე (უკვე სხვა გოგო იყო ეს) მჯდომმა გოგომ გადმომხედა: ”რაღაც კომიკური მარშუტკაა, არა?!” გამეღიმა და დავეთანხმე. ქალი ვიშვიშს განაგრძობდა. უცებ იქვე მჯდომი მოხუცი კაცი მოუტრიალდა და ეკითხება: "ქალბატონო! რომელი თითი მოგყვათ?!" ნუ, ეს უკვე შეუძლებელი იყო! სიცილი აგვიტყდა ყველას. თვითონ "დაზარალებულსაც". კაცი არ ცხრებოდა: "არა, მართლა ქალბატონო, რომელი თითი მოგყვათ?! ეს ხომ არა?!" - და შუა თითი აჩვენა. ხალხი ხარხარებდა....

მეზობელი გოგონა მომიბრუნდა უცბად და მეუბნება: "იცით, ერთხელ მეც მომყვა მარშუტკაში პალტო რომ ჩავედი, და მარშუტკა დაიძრა. მე კი მივდევდი, თან მაღალ ქუსლზე მეცვა. მერე, როგორც იქნა, ხალხმა დამინახა და გააჩერეს"... მე უკვე ცრემლები მდიოდა, თან გამახსენდა "ну погоди"- ს სერია, მგელს რომ ტროლეიბუსში თავი მოჰყვება და ისე მირბის...


ცოტა ხანში მარშუტკა გაჩერებაზე გაჩერდა და ვიღაც კაცმა თავი შემოყო, წინ მჯდომი ქალი გადაკოცნა და...... არ ამოვიდა... ცუუუუუუდაად ვიყავი უკვე. "აი, ხომ გეუბნებოდით, რაღაცნაირი მარშუტკაა, მითხრა გოგონამ". მე ვეღარ ვლაპარაკობდი...

მერე მოვლენები უცნაურად განვითარდა: ვიღაცეები ამოვიდნენ, ვიღაცეები ჩავიდნენ, გაჩერებაზე ვიღაც ქალმა იკითხა ესა და ეს ნომერიაო? კიო უპასუხეს, და იმან, არა, მე არ ამოვდივარო და თან მძღოლს ფული მიაწოდა, სამაგიეროდ ამოვიდა ვიღაც სხვა ქალი....

მე უკე ისე ვიყავი, მეშინოდა ჩემს გაჩერებას არ გავცდე მეთქი... ხალხს გადავხედე, ყველა ანალოგიურ მდგომარეობაში იყო.... წინა სკამზე ჩემი "ეზოელი" ბიჭი შევამჩნიე, რომელსაც თავი როლინგის ყელში ჰქონდა ჩარგული და მხრები უკანკალებდა მოგუდული სიცილისგან.
ნუ, იქ უნდა ყოფილიყავით და ეს ყველაფერი გამოგეცადათ. განწყობა იყო უკვე ისეთი, ყველაფერზე რომ გეცინება. მძღოლს ძლივს ვუთხარი გააჩერეთ მეთქი, გვერდზე მჯდომ გოგონას "ბედნიერი და მშვიდობიანი მგზავრობა" ვუსურვე" და ჩავედი! აი, ასეთი მშვენიერი საღამო შეიძლება გაატარო საზოგადოებრივ ტრანსპორტში! :)

Comments

ketketa said…
ვაიმე ვგორავ, ელიიიიიიიიიის:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
Unknown said…
This comment has been removed by a blog administrator.
Unknown said…
This comment has been removed by a blog administrator.
Unknown said…
ამას მიმალავდით ? :))))))))))))))))
ძააააააააააან ბევრი ვიცინე ციშ. Вицин-ი გავხდი იმენნა. აინს ა პოსტია :)
Unknown said…
აუუ უკაცრავად კომპიუ-მტერმა გაჭედა :(
© said…
:D :D :D :D

მალდერ, მოკლედ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით ვშლი პირველ ორ კომენტს :))))))
ketketa said…
ჰაჰაა, ვიცინი გავხდიიიი:))))))
მეორე სერია გორვა :)))))))))))
აღარ შემიძლია :))))))))))))
Kalo said…
კველაზე მაგარი ამ ისტორიაში იმ ქუსლებიანი გოგოს რბოლა იყო, პალტო მარშრუტკაში რომ დარჩა :-):-):-):-)

და სამსახურში რო აგვიანდებოდააააააა იმ ქაააალს :-):-):-):-)

ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე.

ისტორიები ყრზოზე :-):-)

ისტორიები მარშრუტკებში :-):-):-)
Anonymous said…
zaan vixalise:))) da gamaxsenda chemi araamkvekniuri mgzavroba tbilisi-gonios mimartulebit, icit kvelam eg ambavi:)

xoda, ra lamazia gvirilebiiiii :)
© said…
:)))))))

მაგარია, გამოვცეთ მოგონებები მარშუტკებზე :)))

და ისა, ხო, გვირილები მეც ძალიან მომწონს, გავაფანატე რაღაც ამ ყვავილზე :))

პ.ს. მომაგენი ბოლოს და ბოლოს?! ხახვის ფურცელი კი ახვეტეს, როგორც მახსოვს და ვეღარ მაგნებდი, მაგრამ სამაგიეროდ სხვაგან დაყარეს გვირილის ფურცლები ჩემი ბლოგისკენ და ალბათ იქიდან, არა?! ;)
Anonymous said…
diax, diax! scored rom gvirilebis furclebs gamovkevi:))
Marika said…
"სამარშუტო ტაქსების (შემდგომში ”მარშუტკები”ს).."

:D
როგორ გეტყობა, ხელშეკრულებებთან რომ გიწევს ხშირად შეხება)

ისტორია თავის დროზე პირველი პირიდან მაქვს მოსმენილი, ასე რომ, მცოდნე ბრავო კიდევ ერთხელ..
© said…
მარუუუს, დაამუღამე, ხო, ”შემდგომში” ?! :))))
Anonymous said…
auuu, zaaan magari postia da saertod, shen gamagebine rato ar cer seriozulad, всмысле- ты почему не издаешься???? mixede ra mag temas. an pen maratoni an rame... martla zalian gemrielad cer. tan po biznessu geubnebi, axaldazrda karveli kali mcerlebi bevri ar gvkavs, marketingul pontshi gamartlebuli nabiji ikneba shesabamisa, bevri gogo cagikitxavs :D martla, vso davaleba mogeci, chavibareb ro chamoval icode!

:D:D:D
© said…
ირიიიიიი :)

მიხარის :)

ხოდაააა.... ვფიქრობ მაგაზე, სხვათა შორის, ნუ ჯერ სერიოზულად არ დავფიქრებულვარ, მაგრამ ხომ ვფიქრობ, რაც მთავარია ;) :)
ესე იგი, შენ ფიქრობ - ღირს, ხო?! შანსი არის?! ძალიან კარგი :) ასეთი სტიმულოტონები (! :) ) შემაგულიანებს და შემანჯღრევს უფრო და ავმოქმედდები, გავრისკავ :) თორემ გადის ასე დრო და იკარგება დრო და ტალანტი, რა ტალანტი, თან :))))) ისიც საკმარისია, კინაღამ რომ დავაჭნე ყვავილი ჩემი :)))))) ეხლა კიდე... :)

მოკლედ, უნდა მივხედო ამ საქმესაც სერიოზულად. თუ გამოვა ბიზნესის ამბავშიც - ხომ კარგი, თან ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც მართლა ძალიან მსიამოვნებს, ნუ მისწორდება :) და თუ არა და, სანანებელი არაფერი მექნება :) თქვენ მაინც წაიკითხავთ, კაცო და დღის სინათლეს ნახავს ჩემი ყველა შედევრი და მხოლოდ 2-3 წყვილი თვალი არ იქნება თვითმხილველი ამისა :)

ერთი პიარშჩიკიც უნდა გავჩითო კიდე, კარგი ;) :)

ты ведь поддержешь меня? ;) :)
Anonymous said…
yvaili, kvavili ki ara :D
© said…
ყვაილი?! :))))))))))
Salomenka said…
ციიის,ეხლა გადავიკითხე კიდევ ერთხელ ეს არაჩვეულებრივი მარშუტკული ისტორია:))))თან სამსახრუში ვაარ და ისე მეცინება თავს ვერ ვიკავეებ და ხალხს გიჟი ვგონივაარ:)) რამე გაგრძელება არ აქვს 2009-ში ამ ისტორიაას??:)
© said…
:))) მაგრა მიხარია :) არა, სალ, აღარაფერი შემმთხვევია მსგავსი 2009-ში. ნუ ყველაზე "დიდი" ისტორია მას მერე, ჩემი ლიფტში გაჭედვა იყო 2008-ის ნოემბერში, ეგეც წაკითხული გექნება. მაგრამ ნუ მარშუტკის ისტორიასთან რას მოვა :)))
ხალხი ძალიან თუ დაინტერესდა, რაზე იცინი, მიეცი ლინკი, ფართო მასებმა ნახონ :)))))))))))))))
Sophie Golden said…
იმ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვიხსენებდით ქართულ ტრანსპორტს და მარშუტკის გაჩერების ტექნიკას. სასწაული ქვეყანა გვაქვს :ლოლ: მენატრება ძალიან ძალიან!!!
© said…
:) ხო, სასწაული :)
დიდი ხნით ხარ წასული და დიდი ხანია, უკვე?

მე მემართება ხოლმე წასვლის წინ, განსაკუთრებით მიყვარდება თუნდაც 1 კვირიანი გასვლის წინ, წინასწარ მენატრება ყველაფერი და არ მეთმობა. მერე კი ვეჩვევი იქ, და აქ ჩამოსულს მეუხეშება. ეტყობა დიდი ხნით რომ არ წავსულვარ, იმიტომ. არა და ვიცი, თუ გავრისკე - გამიჭირდება ამ ყველაფრის გარეშე. ალბათ...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..