არაფერი, ისე

ხანდახან რა საყვარლები არიან ხოლმე ეს სომეხი ”ხელოსნები”

ჩემი ”წერტი” მაქვს აქვე, სადაც სამი ხელოსანი ზის. ორი ნამდვილად სომეხია და აი მესამე - ზუსტად არ ვიცი. ხოდა ერთი შარვლებს კერავს ( მე მისი კლიენტი ვარ, დამოკლება - ჩავიწროების ამბავში), მეორე ფეხსაცმელებს აკეთებს (მე მისი ქართველი კონკურენტის კლიენტი ვარ,სხვაგან ) და მესამე ტექნიკას კურნავს ( ჯერ არ დამჭირვებია)

ხოდა დღეს ველოდები, ჯინსს მიკეთებდა ”ჩემი”. წავალ და მოვალ მეთქი და ”დრო არ გაქვს?!”
ოღონდ ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოთ ინტონაციით, კარენას ინტონაციით, სლავიკას ინტონაციით! ძალიან მეცინება ხოლმე ამათ რომ ვუსმენ.

დრო მქონდა. მოკლედ, დავრჩი და ველოდები. უცებ რაღაც ძალიან მშობლიური და ნაცნობი ჰანგი მესმის, თან მსიამოვნებს - ” მე სულს მოგცეეემ, ამ სიმღერიიიით...”

- ეს ვინ ყვირის, ბესო?! (ინტონაცია!!!)
- მეფეა! (ამაყად პასუხობს ბესო)
- ააა! ცხონებული... ეგ წამალზე იჯდა, ხო?! (ისევ ინტ.)
- ხოოო, აბა რააა... (დანანებით იძახის ბესო)

პაუზა

- მამამისაი კაი კაცია (ინტ.)

არაფერი, აი ხომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირი განწყობისეული სიტუაცია იყო. მეღიმებოდა. ჩემი ხელოსანი ჩუმად აგრძელებდა საქმეს. არ ვიცი, იცოდა თუ არა მეფის ვინაობა.

- ვაა, რა კარგია! (ეს მე ვთქვი, მისი მუშაობის შედეგი რომ დავინახე)
- ცუდი რატომ უნდა იყოს?! (ინტ.)

just. პატარა ეპიზოდი იყო. არაფერი. ზეპირსიტყვიერი მოყოლისას უფრო - სასაცილო. ისე - თითქოს არაფერი.

...მაგრამ უცებ ძალიან უცნაური რაღაც ვიგრძენი : თითქოს შემშურდა ამ ადამიანების... ცუდი გაგებით არა, ოღონდ. შემშურდა ამათი სიმშვიდის, იმის, რომ ზუსტად იციან რას აკეთებენ და რატომ. მშვიდად აკეთებენ და კმაყოფილები არიან. არ ანერვიულებთ ძალიან ბევრი რაღაც. პრინციპში ალბათ იმიტომ, რომ არ იციან და არ მიისწრაფიან რაღაცეებისკენ. როგორ აგიხსნათ... ნუ ეს სომეხი ხელოსნის ხელობისადმი და მათი ცხოვრებისადმი შური კი არ იყო... ეს იყო.. მმმ. რთული ასახსნელია. ”суета" რაშიც ვცხოვრობთ ბევრნი, თითქოს უცხოა მათთვის. ვიცი, რომ ზუსტადაც მეტისთვის უნდა იღწვოდე სულ და მეტი უნდა გინდოდეს, მაგრამ არის ეტაპი, როცა ხვდები, რომ გინდა იპოვო სიმშვიდე და ”уверенность в завтрашнем дне" (კი, ეს ქართულადაც ითქმის, მაგრამ ხაზანოვის ძველი მონოლოგიდან ამომიტივტივდა თავში ეს ფრაზა და იმიტომ აღარ ვთარგმნე)... და ეს მათ ნაპოვნი აქვთ. ყველაფერში იგრძნობა - აქვთ!..

Comments

Katiée.Ge said…
კერგი იყო :))))
© said…
იცი კიდე რა იყო, რისი დაწერაც თვითონ პოსტში დამავიწყდა - მერე, მოგვიანებით მახსენდებოდა ეგ ეპიზოდი და უცებ ძალიან უცნაური რაღაც ვიგრძენი : თითქოს შემშურდა ამ ადამიანების...ცუდი გაგებით არა, ოღონდ. შემშურდა ამათი სიმშვიდის, იმის, რომ ზუსტად იციან რას აკეთებენ და რატომ. მშვიდად აკეთებენ და კმაყოფილები არიან. არ ანერვიულებთ ძალიან ბევრი რაღაც. პრინციპში ალბათ იმიტომ, რომ არ იციან და არ მიისწრაფიან რაღაცეებისკენ.
როგორ აგიხსნათ... ნუ ეს სომეხი ხელოსნის ხელობისადმი და მათი ცხოვრებისადმი შური კი არ იყო... ეს იყო.. მმმ. რთული ასახსნელია. ”суета" რაშიც ვცხოვრობთ ბევრნი, თითქოს უცხოა მათთვის. ვიცი, რომ ზუსტადაც მეტისთვის უნდა იღწვოდე სულ და მეტი უნდა გინდოდეს, მაგრამ არის ეტაპი, როცა ხვდები, რომ გინდა იპოვო სიმშვიდე და ”веренность в завтрашнем дне" (კი, ეს ქართულადაც ითქმის, მაგრამ ხაზანოვის ძველი მონოლოგიდან ამომიტივტივდა თავში ეს ფრაზა და იმიტომ აღარ ვთარგმნე)...
© said…
у გამომრჩენია :)
ketketa said…
აუუ, რა ფანტასტიური პოსტია, ელის:)
და შენივე კომენტარი!! ვაიმე, არ იცი, როგორ მომწონს:)

და როგორ მესმის განწყობა:)
რა გადასარევია რო დაწერე და როგორ დაწერე თან!:)
jaco said…
მე აი ეგ ”суета" არ მინდა ამ ეტაპზე, თუმცა პრინციპში რომ დავფიქრდე ეხლა რაღაც მშვიდად ვცხოვრობ: მარტო, ღიმილით, საქმით, გართობით და კიდევ მარტო, რომ მიხარია ისე:)
© said…
ქეთ, რა კაია რომ გესმის და მოგწონს :)

ჟაკ(ო), ო, ჟაკ(ო)! ესე იგი შენიც უნდა შემშურდეს, არა?! :) :P
babisa said…
znelia ar shegshurdes napovni simshvidis, mec xshirad vfiqrob, " ai sheni azrit is mdabioa, mara ra ginda, kargad grznobs tavs, mshvidad, kmayofilad" :)
iqneb vinmestvis mec mdabio var
magram erti sxvaobit, rom chemi ar sheshurdeba :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..