...და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით მივალ ...თან...

ზოგიერთი იტყვის, რა გაახურა ამ ფილმით საქმეო. ხო, ეს არ ნიშნავს რომ მაგრა მომწონს ეს ფილმი და იმიტომ. უბრალოდ ასოციაცია გამოიწვია გარკვეულ სიტუაციაში. სიტუაცია - სამი მთვრალი...? არა, ნასვამი მეგობარი. აქედან ერთი - საჭესთან. და ერთი - მე - უკან, წონასწორობას ვინარჩუნებდი სახელურებზე, არა, რა ქვია იმ დანადგარს :))) ხელის მოსაკიდებელს, ზევით, აქეთ-იქით ამ დანადგარზე ხელის მოკიდებით. სურათი არსებობს. მე არ მინახავს და რომც ვნახო, აქ არ დავდებ :))) ხოდა რაზე დავიწყე? ა, ხო, არა, სწრაფად არ მივდიოდით, უფრო სწორად არც ნელა მივდიოდით, საკაიფოდ, რა, ოღონდ ცუდად - არა, კარგად. და მე რატომღაც მახსენდებოდა ის ფილმი - 99 francs... (კადრები ფილმის ბოლოს) იმიტომ რომ მე ვიყავი ალბათ ყველაზე გაბრუებულ მდგომარეობაში და მე ვხედავდი თითქოს კადრებს ისე, როგორც იქ, და თან მხიარულად (ხო, ეს მერე აღინიშნა, რომ ასეთი უფრო კარგი ვიყავი, ვიდრე რომ მერე - დამშვიდობებისას).
არაფერი, just ვწერ, იმიტომ რომ წერის განწყობა მაქვს. სადაც ვისხედით, იტალიურ ეზოში მეგონა თავი, ფასებიც ალბათ იტალიის შესაბამისი იყო. და საერთოდ, რაღაც ხალხის სიმცირე შეინიშნება ამ ბოლო დროს იმ ტერიტორიებზე.
ცუდად? არა, ცუდად არ გავმხდარვარ. ამ მანქანას არაფერს ვერჩოდი :))) ხასიათის კიდევ უფრო ამწევად იმოქმედა ალკოჰოლმა. ძლიერი პრინციპში დიდი ხანია არ დამილევია და ხანდახან როგორ ასწორებს... წითელ ღვინოს საღამოობით, თუ სახლში ვარ, არ ვთვლი... და კიდე რა?
აუ ნუ ნნუუუუუუუუუუუუუუუ ეტყობა მაინც ვერ გამოვედი ჯერ. მშია. და კაციშვილი არ არის ინტერნეტ სფეროში დამლაპარაკებელი. ”ВСЕ УШЛИ ВНИЗ" :)))) (ანეგდოტიდან. კაპს ლოკი ყოფილა ჩართული. ეხლა ამის ახლიდან პატარა ასოებით დამწერი არ ვარ ნამდვილად ) თან მეძინება. ეხლა რამე გემრიელს შევჭამ და დავიძინებ, ერთი კაციშვილის..... :))))
სკაიპის ფანჯარა განათდა. ძალიან მიყვარხარ, გენიცალე, მაგრამ რომ დავფიქრდე, მეზარები ეხლა მაგრა :))) ასე რომ საინ აუთს გავაკეთებ პასუხის გაცემის გარეშე და არ გეწყინოს, რა :))) ხანდახან როგორ მკიდია რაღაცეებიიი...

წავედი, წავღოღდი, თუ ავდექი, რა თქმა უნდა...

ხვალ რომ დავაგვიანო, რა მოხდება?! ავდგე, მშვიდად ვიბანაო, რისი ტრ... თავიც ეხლა არ მაქვს და მშვიდად ვისაუზმო და ისე წავიდე?! თუმცა დღესაც დავაგვიანე და მაინცდამაინც დღეს აუ...ა ყველას, 12 საათზე უკვე 12 მიღებული ზარი მქონდა. ო, რა ვქნა ახლა?! :))) მკიდია:)

წავეძი :)

Comments

Kalo said…
loti xar shen cisia, lootii.:-):-) rodis chaidgam ampulas? :-):-):-)
hm, saxlshi citel gvinos ar tvlis qalbatoni :-)
Anonymous said…
mtvrali ki ara, egoisti var me:DDD
ratomgac gamaxsenda:)
© said…
ქეთევან, მაგის დარქმევას ვაპირებდი პოსტისთვის :)))) ასე რომ რატომღაც არ გაგხსენებია, ძალიანაც სწორად გაგახსენდა :)

უბრალოდ მერე მეც გამახსენდა, რომ მგონი მაგ სათაურით მქონდა უკვე პოსტი, სადღაც ქვევით და აღარ დავწერე :)))

მაგარი ფრაზაა! ვგიჟდები მაგ ფილმზე :)))
ketketa said…
კაცო, მისახედია ეს გოგო:))))))))))))
© said…
:))))))))))))))))))))))))))))))

სახელის გატეხვასოოო.... :))))))))


აი დავწერო ეხლა შემდეგი პოსტი და მიხვდებით, რომ სახელი გამიტყდა აშკარად :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..