Manao tupapau ანუ Spirit of the Dead Watching

ხანდახან რაღაცის დაწერა რომ მომინდება, ვფიქრდები, ამაზე უკვე ხომ არ დავწერე მეთქი :) თემა შეიძლება ზოგადად განმეორდეს, მაგრამ მე რომ გავმეორდე, არ მინდა :) ანუ ერთი და იგივეს რამდენჯერმე ხომ არ დავწერ, თუნდაც რომ განწყობა ბრუნდებოდეს და თუნდაც არ ჰქონდეს ის ძველი ბევრს წაკითხული. ვისაც აინტერესებს, ძველ პოსტებსაც გადახედავს :)


ხოდა მოკლედ, ამ პოსტის წერას რომ ვიწყებდი, გამახსენდა, გოგენზე რაღაც მეწერა უკვე. პოსტის სათაურიც გამახსენდა, ვიპოვე და თემა სხვა აღმოჩნდა, მაგრამ პოსტი თავისთავად ძალიან მესიამოვნა, დადებითი და მზიანი განწყობით სავსე იყო. ნამდვილად არ მახსოვს, რატომ, მგონი ისე, უბრალოდ, როგორც ხშირად მემართება ამ ბოლო დროს. მოკლედ, აი, ისიც, ყოველი შემთხვევისთვის :) ”მზე ოქროს ჩარჩოში”



ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ პოსტს :) უბრალოდ გოგენის ერთ ნახატზე მინდა დავწერო. და ასოციაციაზე. ასე არ დაწოლილხართ? (в смысле პირქვე და ხელები ასე დაწყობილი). კი, ალბათ. მძინარე, შეიძლება - ნაკლებად. აი ასე შეიძლება დაწვე და ფიქრობდე ან არ ვიცი, ისე დაწვე და არ გეძინოს და გონება სადღაც იყოს. და ყოველთვის, ყოველთვის მაგონდება ამ დროს ეს ნახატი და იმ ქალად წარმომიდგენია თავი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური შეგრძნებაა. მომწონს. საერთოდ ტაიტის გოგენისეული ნახატები მომწონს.



Comments

Tiko said…
ძალიან ხშირად ვწევარ ხოლემ მასე ... :) ყურებში მუსიკა და თვალებს ვხუჭავ ხოლმე და ვარ ასე ჩუმად :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..