ალტერნატივა საზღვრებს გარეშე

ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, ზოგმა შეიძლება მკრეხელობაშიც ჩამომართვას, და მე რა, ავტორს, ალბათ და მე იმისთვის - რომ მომწონს და აქ ვდებ... არა და მართლა ძალიან მომწონს, ყველაფერს რომ თავი დავანებო, ლამაზი ლექსია...
და კიდე? რამ გამახსენა? ამ რამდენიმე დღის წინ მეგობართან აივანზე სხვა ბევრ წამოჭრილ თემათა შორის რელიგიური თემაც წამოიჭრა. ეხლა არ დავიწყებ მოყოლას, რაზე ვმსჯელობდით. უბრალოდ მაშინ გამახსენდა, ეს ალტერნატიული ხედვა იუდას საქციელისა, ლექსად გადმოცემული...
თქვენთვის მომინდვია შეფასება. ყველას თავის აზრი აქვს და აქ არც ჩემს აზრს გახვევთ თავზე და არც საერთოდ ჩემს შეხედულებებს ამ საკითხზე. უბრალოდ, არაფერი მოხდება, თუ 2 წუთს დაუთმობთ და წაიკითხავთ.... თუ კომენტარსაც დატოვებთ, კიდევ უკეთესი :)

იუდას მონოლოგი

მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი
და თქვა იესომ: "მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო"..."მიღალატებსო?"
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა,
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით, დუმილმა სული დაღალა
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვიდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა.
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არა ჩანს და არ ჩანს!

ნუთუ,მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამრთლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა-ღაღადი,
მოკვდება ღმერთი, თუ ეხლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითაო ეს უმძიმესი
საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო:
უნდა გავწირო კაცი-იესო,
ქრისტე-ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა! ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!..

მიხეილ ქვლივიძე

Comments

sabaha said…
მიყვარს ქვლივიძე
Katiée.Ge said…
გამაჟრიალა.

ესეც ნახე, იგივეა თითქმის თემა:
http://kaatingaa.blogspot.com/2008/02/gio-sajaia.html
Kalo said…
ooo, uazroba.

gmirad shevracxot iuda modit raaaa
© said…
ოოო, კაი, რა, რა გმირი, რა შუაშია აქ გმირი?! :)


”რა შუაშია აქ პერი” - ამ ინტონაციით! :D :D
© said…
ხო, გამახსენდა, ბულგაკოვის თემა რომ წამოიჭრა, მაგაზე გამახსენდა ეს ლექსიც
Unknown said…
თუ არ ვცდები აქ რაღაც გაუგებრობაა, მამლის ყივილამდე 3-ჯერ უარმყოფო უთხრა იესომ პეტრეს და აქ არ იგულისხმებოდა იუდა. იუდა იგულისხმებოდა მაშინ, როდესაც იესომ თქვა ერთერთი თქვენთაგანი გამცემსო. ვოტ ტაკ რებიატკი
© said…
კარგით ახლა, ნუ ბუკვაედობთ :)))) ლექსია, სახარების განმარტება ხომ არ არის, ყველაფერს ასე ნუ ჩავუკირკიტდებით :)
Unknown said…
კი მაგრამ რა მიზანი აქვს ვითომ ამ ლექსს? :) ტუტუცი
Unknown said…
კი მაგრამ რა მიზანი აქვს ვითომ ამ ლექსს? :) ტუტუცი
© said…
გამა, გამააა! გამანებე თავი! ბუკვაედი ეს! :)))

ისე, ბუკვაედი ქართულად რომ ვთარგმნეთ თავის დროზე, იცი შენ?! ;) :)))
m i r a m a x said…
ნიკა მართალია, პეტრემ უარყო 3-ჯერ მამლის ყივილამდე, მაგ დროისთვის იუდას უკვე გაყიდული ყავდა იესო 30 ვერცხლად...

რავი თუ ვცდები შემისწორეთ :roll:
Anonymous said…
xalxno ra gchirt? ubralod kargi poetis eri leksia.

uimeee!!!!
© said…
უხ, გაიხარე! :) აი, ძლივს! ხომ გაიგე რატომაც დავდე და უბრალოდ მომწონს, ლამაზი ლექსია და პოეტი - კარგი

ნუ, რა პრობლემაა?! :) ანათემას ნუ გადამცემთ ამისთვის! :))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..