თუ წვიმაში მოყვებით :)

ინსტრუქტაჟი ჩაგიტაროთ?! :)

მოკლედ, დღეს დილით შხაპიდან ახალი გამოსული წამოვედი სამსახურში, სულ ახალი შემშრალი. დავინახე რომ წვიმდა, მაგრამ ქოლგის ძებნა დამეზარა, სამსახურში მეგულებოდა ნორმალური ქოლგა და ვიფიქრე იქამდე მივალ მეთქი როგორმე, 5 წუთის გზაა სულ. მაგრამ... დასცხო მაგრა და მოვედი გალუმპული, საროჩკიან, შარვლიან თმიანად. ჯერ არავინ იყო ოთახში და დამლაგებელი ანიავებდა, სუფთა ჰაერს უშვებდა...

ეხლა მე რას ვაკეთებ: მივდივარ კონდიციონერთან და ვცდილობ გადავრთო რეჟიმზე: ლეტა, თუ ზიმა - არ ვიცი :))) ნუ ანუ მზე რომ დაეხატოს და დაცხეს, და თან ჰაერიც გამოუშვას, ფენივით. ამას ვჩალიჩობ. კარი ღიაა. დერეფანში მიმავალი თანამშრომელი მხედავს და შემოდის:
- რას შვები, ისევ პახმელიაზე ხარ?! (!!!!!!)
- ოოო, კაი, ოთო, რა, ასეთი ლოთი კი არ ვარ :)))
- რა ვიცი, იქნებ გუშინ ისევ დალიე რომ გამოსულიყავი ;) :)
- არა, არა. ეხლა ვცდილობ ცხელი ჰაერი ჩავრთო. შეგიძლია?
- ? ? არა, შენ რაღაც ქენი გუშინ კიდევ, ეტყობა :))))
- არაააააა :))) გაწუწული ვარ კაცო, დავსველდი და გავშრე მინდა :)
- ააააა

და ოთო ეჩალიჩება ზაფხულის რეჟიმზე გადასულ და ზამთარს გადაჩვეულ კონდიციონერს, რომ როგორმე ცხელი ჰაერი გამოუშვას. მიზანი მიღწეულია. ეხლა დრო უნდა, რომ კონდიციონერი გადაეწყოს და შედეგი ვიგრძნო. მე ამაყად ვდგები მის ქვეშ
- ცოტა ხანში შეიძება ზაგრიანი დაგხვდე, თუ შემოიხედავ :)
- ხოოოო, 30გრადუსზე დავაყენე :)))

ჰაერის დასატრიალებელიც ვიპოვე და მივეფიცხეეეე....

ასეთ პოზაში დავხვდი თანამეოთახეებს. ოთახში იყო სუფთა ”პარნოი” :) მართლა! მაგრამ რაც მთავარია გამაშრო!

ასე რომ გაითვალისწინეეეთ! :)

პ.ს. გადავრჩი თუ არა ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი, შეიძება ფილტვების ანთებაც ავიკიდე, იმიტომ რომ დღეს მთელი დღე მცივა და ვიღა ჩამართვევინებდა ეხლა + ტემპერატურას :)

Comments

Kate said…
შენადა...
გაციებული არ ხარ???

მე, მაგალითად, თუ სადმე მივდივარ, არ ვბანაობ.
საღამოს ვბანაობ ხოლმე...

მეშინია გაციების და თან მითუმეტეს ისეთ ამინდებია, რომ მითუმეთეს.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..