ვერ დავიწყებული ძველი

სტალინგრადის ბრძოლა. თვითონ ბრძოლა - 1941 წელს. ინფორმაცია - იხ. აქ.
მე სპექტაკლზე მინდა გითხრათ. არა, რა უნდა გითხრათ...


ბევრი ვეძებე, მაგრამ არც ფოტო და არც ვიდეომასალა ამ სპექტაკლიდან არ არის ინტერნეტში. არის მხოლოდ რეცენზიები, ძირითადად უცხოური, არის მათი ტურების მიმოხილვა და ა.შ. სპექტაკლის შესახებაც წერია ცხადია, მაგრამ ფოტო/ვიდეო მასალა - არა. ეს იყო ორად ორი ფოტო, რომელიც ირლანდიურ გაზეთში ამ სპექტაკლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვიპოვე
სიმღერებიც... სიმღერებს კი ვიპოვი, მაგრამ სხვა შესრულებით იქნება და იქ სულ სხვაა. გახმოვანებაც - ფანტასტიური, ერთმანეთზე უკეთესი მსახიობების...


რამდენიმე წლის წინ ვნახე და ძალიან დიდი ხანი ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ. ერთადერთი სპექტაკლი ვნახე გაბრიაძის. ”ჩემი გაზაფხულის შემოდგომა” ვერ მოვასწარი მენახა.
ახლა ზოგი ამბობს, იმ ადგილას სასტუმრო შენდებაო... ზოგი ამბობს, რეზო მაგ ადგილს ხელიდან არ გაუშვებსო... რა ვიცი. მე იმედი მაქვს რომ თეატრი აქაც განაახლებს მუშაობას და თუნდაც ისევ ისე იშვიათად დადგამენ სპექტაკლებს, როგორც ადრე. ხო, იარონ, იარონ, იარონ... :) სხვაგან, ოღონდ ხანდახან - აქაც... და იმედი მაქვს რომ კაფე, რომელიც ძალიან მიყვარდა, ისევ განაახლებს მუშაობას...

ესეც საიტი, შემთხვევით გადავაწყდი

ასე მგონია, არ არსებობს არ მოგეწონოთ, თუ ნახავთ და მგონია, ისევ რომ ვნახო, ისევ ისე იმოქმედებს და ისევ ისე მომეწონება, ისევ გავიგებ დარბაზში ქაღალდის ცხვირსახოცების შრიალის ხმას და ისევ დავინახავ ჩუმად როგორ მიაპარებენ ხელს თვალისკენ და ჩუმად იწმენდენ ცრემლს, და ბოლოს, როცა სხვებსაც შეამჩნევენ, აღარ მოერიდებათ... და მთელი დარბაზი ოდნავ თვალებჩაწითლებული და თან ძალიან ნასიამოვნები სევდიანი ღიმილით გამოვა გარეთ, ისე, რომ არავინ სიტყვას არ ეტყვის ერთმანეთს, არავინ დაიწყებს გარჩევას... უბრალოდ დაიშლებიან, ან დასხდებიან იქვე ”გაბრიაძის ბარში”, ან სადმე სხვაგან და ცოტა ხანი ასე ჩუმად იქნებიან...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..