გახსოვთ ეს ფრაზა?

«Все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать. А оглянулся... Вся жизнь прошла»

არ გახსოვთ? რუიკ, რუდოlf, რაიონ პეტროვიჩ... არც ახლა? ნუ, მაშინ არ აქვს ფილმის დასახელებას აზრი. არა უშავს...

ვისაც გაგახსენდათ - ძალიან ჩემიანი ხართ ესე იგი... შეიძლება სულ არ გიცნობდეთ, მაგრამ მაინც :)

და რა მინდოდა ამით მეთქვა? ძალიან ბევრი რამე. არ ვიცი, დამეზარა თუ აღარ მომინდა უბრალოდ გავრცობა...
ან არ მომინდა მოწყენილი ნოტები შემეტანა ბლოგზე

არა და რომ იცოდეთ რამდენი რამე მაქვს სათქმელი. და რომ ვუკვირდები, არასოდეს ვლაპარაკობ მთავარზე, ანუ არასოდეს ვწერ... არა და არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩემს ცხოვრებაში. ყველას დუმილით ვუვლი გვერდს, ან უბრალოდ გვერდს ვკრავ ოდნავ, ზედაპირულად ვეხები აქ. შეიძლება იგრძნობა კიდეც ხანდახან. თუ ძალიან ტონკი ხარ, იგრძნო შეიძლება ზოგ ნაწერში. როგორც ჩანს ასეთ რაღაცეებს პუბლიკა არ სჭირდება. მხოლოდ ერთი ადამიანია ამის მოსაყოლად და მოსასმენად საჭირო, პუბლიკა ერთი ადამიანისგან...

ეს შეიძლება ოდესმე განვავრცო, თუ ძალიან გვიან არ იქნება, თუ მართლა უკან მოხედვის დრო არ იქნება მაშინ...

Comments

Tiko said…
მეც მასე ვარ ზუსტად, აი ზუუუუუუსტად :) ჩემი ნაწერი მეგონა, რომელიც არ დამიწერია :)
ketketa said…
შენც, ელის?:)
ხოო, რაღაცა ძაან გრძელი ჩერნავიკი გამოდის თან, ამის გადათეთრება მაგრად დამეზარება ვიცი და შეიძლება ეგრეც დარჩეს, ჩერნავიკად...
ძაან მეშინია ამის.

ძაან დამაიმედებელი კომენტარი დაგიწერე, ჩემმა მზემ:))
დურა ია:)

ჰო, და კიდე Алиса слезам не верит:)
Kalo said…
zimnaja vishnja, Elis? :-)
© said…
ქეთ! :))))))))))) გენაცვალე :) მაგარი კომენტარი იყო ”ჩემმა მზემ” :)))))))))))
ბოლოში განსაკუთრებით! ;)

კალერ! ოხ, კალერ! სამი ცდა გქონდა. vishnja მცდარია, მაგრამ ხომ გაგახსენდა ბოლოს მაინც ;)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..