ხო, ისა, sorry, რა, უცენზურობასა და უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მაგრა გამეცინა ეს რომ ვნახე და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა :P :D :))))))))) წინ ცივი ზამთარია და... :))))))))))))))))
05.09.25 ≈ 12:30 მატარებელი თბილისი-ბათუმი ჩანაწერი კატიან ბლოკნოტში "მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?" წიფის გვირაბი უკან მოვიტოვეთ/ ფანჯარაში დიდად არ ვიყურებოდი. არ ვიცი, გულმა მიგრძნო, თუ რა იყო, მაგრამ ზუსტად იმ დროს გავიხედე, როცა წარწერა "წიფა" გამოჩნდა. მატარებელი იდგა. გადაღება მოვასწარი. მალევე დაიძრა. ეს ბლოკნოტი 8 წლის წინ მაჩუქეს. ერთად ერთი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული აქამდე: "კატას 9 სიცოცხლე აქვს. მე ჯერ-ჯერობით 1 გავხარჯე". ამ ერთი სიცოცხლის გახარჯვიდან მალევე მაჩუქეს და ეს ჩანაწერიც მალევე გავაკეთე. არ ვიცი, აქამდე რატომ არ ვკიდებდი ხელს. ალბათ რამე განსაკუთრებულს ველოდი, ან მინდოდა, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული დამეწერა. ან იქნებ უბრალოდ ციფრულ ერას ისე მივეჩვიე, ისე მივეჩვიე კლავიატურაზე, პირდაპირ ბლოგზე წერას და ისე გადავეჩვიე ხელით ასოების გამოყვანას, რომ ამანაც განაპირობა. პრინციპში, რომ დავფიქრდე, კი არის ახლა ეს წასვლა მეტ-ნაკლებად განსაკუთრე...
ბოლომდე გამოვწურე ზაფხული, აი ღვინის ბოთლს რომ გადმოატრიალებ და ბოლო წვეთამდე ჩამოასხამ, ისე. მზისგან დამცავი კრემი და ზაფხული ფაქტობრივად ერთად დამთავრდა. ხვალ კარგად თუ ვეცდები, ბოლო წვეთებს გამოვადენ ტუბიდან. დღეს აუზში ცურვისას გამახსენდა, რომ ჩემი ზაფხულის წიგნი ამჯერად არ წამიკითხავს. არა და დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა, ყურსასმენები გამეკეთებინა და ცურვისას მომესმინა. მაგრამ ბოლომდე ვერ მოვასწრებდი. ხვალ ზაფხული მთავრდება. ამიტომ, უბრალოდ ბრედბერის აუდიოწიგნები დავძებნე და მართალია სავარაუდოდ ყველაფერი წაკითხული / მოსმენილი მაქვს, მაინც ჩავრთე ვარაუდით ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც მზე მთავარ როლს თამაშობს, მაგრამ რომელიც საკმაოდ არამსუბუქია. რაღაც მომენტში ვიფიქრე, გავწყვეტ მეთქი, რადგან მახსოვდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მერე შევეშვი. მოკლეა. იყოს, ეს მე ვერ დამამძიმებს. ვიფიქრე. მერე კი შემდეგი მივაყოლე, ასევე ბრმად, არ მახსოვდა, რომელი მოთხრობა იყო და აი, ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ვერ ვიხსენებ, ეს მოთხრობა მართლა მოთხრობად მაქვს წაკითხული, თუ სწორედ იმ...
სერიალებში ყველაფერი მარტივად არის. ფილმებშიც. ნუ, მთლად ყველაფერი არა და ფილმს და სერიალსაც გააჩნია, მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ, ის ყველაფერი მარტივი ჩანს ასე ეკრანიდან. სირთულეებსაც რა მარტივად უმკლავდებიან გმირები, ურთიერთობებიც როგორ მარტივად ეწყობა. გამოივლიან ქარტეხილებს, კონფლიქტებს, დაშორდებიან, გამოიცვლიან 1-2 სხვა ურთიერთობას და ბოლოს მაინც პოულობენ გზას ერთმანეთისკენ. განსაკუთრებით ისეთ სერიალებში, პატარა ქალაქებში რომ ხდება მოქმედება, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ეხმარება. ყველა კეთილია და მხარში მდგომი. ვინც არ არის კეთილი, ისიც კეთილშობილდება ბოლოს. და დროც თითქოს მეტი აქვთ ყველას. საქმისთვისაც, თავისთვისაც და ერთმანეთისთვისაც. თითქოს იქ უფრო ნელა გადის დრო, ან დღე-ღამეში მეტი საათია. ყველაფერს მშვიდად ასწრებენ და ახერხებენ. არსაც ჩქარობენ. იქნებ მართლა მეტი საათია ციფერბლატზე ასეთ ადგილებში? ხვდები, ხომ, როგორ სერიალებზე ვლაპარაკობ? ერთი ოდესღაც გადაღებული და დღემდე პოპულარული სერიალის გადამღერებაზე. პერსონაჟებიც კი რომ ერთმანეთს ჰგავს, ...
Comments
შენა, სად შეიძლება მოვიმარაგოთ მსგავსი სამოსი? რა ვიცი კაცო მართლა ცივი ზამთარი გველის მე მგონი :))))
კაი, წავშლი :D
სად და, მზრუნველმა მეუღლემ უნდა მოგიქსოვოს ;) კიდე ალბათ Nini K-შიც იქნება :)))))))))))
კატიე, შენ ეკატერინა ხარ?! ;) თუ სხვა კატ/წიე?