წერილი #13-1
ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება. დღეს კვირაა. ჯერ კიდევ. კარგი კვირა დღე მოვიწყე, პრინციპში. საქმეებს გუშინ მოვრჩი, სახლის ლაგებიან გაკვეთილებიანად. დღეს ვარჯიშზეც არაფერზე ვიყავი ჩაწერილი. ასე რომ... ამინდი კი იყო კარგი. გუშინ მეგობარი შემითანხმდა, მოვალო. მეგობარი, რომელსაც ჩემი ბინა არ ჰქონდა ჯერ ნანახი. ხოდა ეგ "ივენთი" მქონდა დღეს. ცოტა ვიდიასახლისე და მშვენიერი საღამო გავატარეთ. და უსაყვარლესი საჩუქარი მივიღე, რომელსაც პოსტის ბოლოს ნახავ სურათზე. იქვე ჩემ გამომცხვარ უგემრიელეს კექსსაც მოკრავ თვალს. ხელი მიმირბის, არა და 11 საათი ხდება და ვცდილობ, ღამე მაინც არ ვჭამო ტკბილი. არა და მაცდურად გამოიყურება. ხვალიდან ისევ სწავლა მეწყება. დღეს დავალებები უკვე გაუხსნიათ. და წეღან, რომ ავალაგე ყველაფერი, გავხსენი და შევყევი, რამდენიმე გავაკეთე, ასე ვთქვათ "საქმე წინ წავიგდე". ისე, ორი საღამოა, ბილეთებს ვუზივარ. ძალიან ადრე უნდა მეყიდა, როგორც ჩანს. ახლა ფრენაც და მატარებელიც საკმაოდ გაძვირებულია. ბოლოს, ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდით, რომელიც ასე სპონტანურად...
Comments
ხო, კალერ, იმედი მაქვს შველის :)
მსმელებს განსაკუთრებით მოეწონებათ ეგ guten morgen :D
ეს მინდა ეხლა მე
ნუ მართალია პახმელიის გამო არა, მაგრამ მაინც კვადრატული მაქვს სახე, იმდენ ხანს მეძინა :D