ძველი. old. старье. alt

***********

მე სულ არ მინდა დავწერო ქარზე
რომელიც ახლა მართლა მინგრევს
ოთახის კარებს
და არც წვიმაზე, რომელიც ვგრძნობ, რომ
უკვე გზაშია
მე არც ის მინდა, ვისაუბრო რაღაც
გრძნობაზე
როცა არ ვიცი ეს გრძნობა ჩემთან ამ წუთებში
რა შუაშია

სიმშვიდე ჰქვია ამ ყველაფერს
მაგრამ საიდან?
ლექსები ჰქვია ამ სტრიქონებს
მაგრამ როგორი?
გადავახვიო ეს დღეები
მინდა თავიდან
ცხოვრების ხიდან ჩამოვწყვიტო
ერთი ფოთოლი

სულ ერთი წუთით, გევედრებით
გავდგები განზე
და ერთი წუთით თვალს შევავლებ
ჩემს თავს გვერდიდან
მაინც ვერ შევცვლი უნებართვოდ
ვიცი, ვერაფერს
გადაიზრდება სინანულში
გრძნობა სევდიდან

მერე ავდგები და ჩავკეტავ
სახლის კარებებს
ოდნავ გაღებულს დავიტოვებ
სულის ფანჯარას
შუქსაც ავანთებ, ეს სინათლე
ვიცი ოდესმე
ვინმეს ნამდვილად ჩაუსახავს
იმედს პატარას...

და მაშინ მართლა მიეცემა აზრი
ამ გრიგალს
და სიხარულის აირევა წვიმა
ცრემლებში
”რა შუაშია?!” - აღარ ვიტყვი
ავიღებ აკორდს
ბედნიერების გადავჯდები
მატარებელში

Comments

Kalo said…
vax shen genacvale chemi ciskar. ra magari xar.

martla zaan kaia.
zalian momcons.

shen metad nichieri gogona xar
© said…
გენაცვალე :)

ან

”დაგენაცვლეეეე” :))))

მადლობა გენადი, დიდი! :D
jaco said…
ვეღარ ვწერ მე ეგრე... შენ ყოჩაღ!:)
tamuna said…
ლამაზია... :)
© said…
danke მეგობრებო და ბლოგერებო, danke :)

ისე, ძველია, ჟაკო, და არ ვიცი, კიდე ვწერ თუ არა ასე, აღარ მიცდია დიდი ხანია, აღარ მომწოლია შიგნიდან...
იმედია კიდე იქნება :)
Marika said…
ეეეე

ამას უყურე ერთი, ამ მაიმუნს! ყოჩაღ შენ, კარგად მღერიხარ :)))

რას ქვია, აღარ გიცდია
დაუყოვნებლივ დაიწყე ცდა!
ტუტუცი!

:)) (ლავ ю)
© said…
გმადლობთ ჩემო სტიმულოტონებო :)

კომენტარები იძლევა სტიმულს გაგრძელებისას ;) :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..