სულ პატარა მონაკვეთი, ერთი-ორი მონაკვეთი :)

მინდა სიმღერა

აუუუუუუუუუუუუუუუუუ

უცებ მაგრა მომინდა

კი ვღიღინებ მთელი გზაა მაგრამ უფრო მინდა. ანუ რა ხდება - ჩემთან ვიყავით სახლში ასული მე და ჩემი თანამშორმელი და სადილის დროს დავლიეეეთ, აუ როგორ მიყვარს ეს დალოცვილი წითელი ღვინოოო, ფანტასტიური ღვინო და დავლიე ცოტა და მინდა კიდე და მინდა სადმე საკაიფოდ მოჯდომააა

ხოდა რას ვღიღინებ? -
"მთვრალი არა ვააარ, მთვრალივით კიიი
დავიარეეებიიი
გულში რამდენი ჭრილოობა მაქვს
ნაიარეევიიი
შენ რომ დამტოვოოო იცოდე ლოთად
გადავიქცეევიიი
ღვინოს დავლევ და მოგიიიგონეეებ,
არ წავიქცეეევიიი

იანვრის თვეშიიი, ჩემს სიცოცხლეშიიი
არასოდეს არ გავყინუუულვააარ
გრძნობის მორევში დავცურავდი და
აარ ჩავძირუუულვააარ"


ხოდა საქმეც იმაშია, რომ უმისამართოდ და გრძნობის გარეშე ვმღერი ეხლა ამას, მაგრამ გრძნობით, ვ სმისლე მგრძნობიარედ, რა :D და თან ფრიად მხიარულად :D

ხო, დღეს ერთი შევკერე მგონი, შენს დაჩაზე წაგვიყვანე მეთქიიი :D ხოდა იმედია ონ სდერჟიტ სვაიო სლოვო.

დილა იყო დღეს ძალიან დადებითი. ახალ გაღვიძებული სამსახური. ერთი-ორი ოთახის კარი ღია. ერთი-ორი თანამშრომელი მოსული. 45 წუთი გავატარე მხარზე ჩანთაგადაკიდებულმა და ღია კარებზე მიყუდებულმა კარის მეზობელთან ლაპარაკში. არ მორიდებია ბიჭს, რომ თვითონ იჯდა და მე ვიდექი და რაც მთავარია ძალიან ჩვეულებრივია ეს ყველაფერი და ნეპრენუჟდენნი. მერე შემოგვიერთდა მესამე, რომელიც რომ უკნიდან ”მეპარებოდა” , მაგრამ ისე მოაბოტებდა, რომ რა თქმა უნდა გავიგე და დავასწარი მიტრიალება :) ხოდა მერე კარის ერთ მხარეს მე ვიდექი, მეორე მხარეს ის მეორე იდგა და წინ - ის პირველი იჯდა :) ხოდა ასე წარმოიშვა ბევრი მხიარული და პრინციპში ასრულებადი იდეა, ბევრი ინფო მივიღე და აზრი გამიჩნდა და ა.შ. და ეს ყველაფერი პერიოდულად ჩვენს ოთახში გრძელდებოდა +/- სხვა ხალხის მონაწილეობით დღის განმავლობაში.

ხოდა როცა ვფიქრობ ხოლმე სხვა რაღაცაზე, წასვლაზე, სხვა სამსახურზე, ისე, პროსტა, ვხვდები რომ არ მეთმობა ჯერ-ჯერობით ასეთი რაღაცეები და ხალხი, სიტუაციები და დადებითი აურა თუნდაც მცირე რადიუსით :)

Comments

Anonymous said…
es ra simgera agirchevia .... :)
© said…
შემთხვევით, ირი, შემთხვევით, არანაირი აზრი არ ჩამიდია! :))

клянусь честью! ну, падла буду!!! :)))))))

არა, ვიტყუები, ცოტა თემატური იყო იმ პონტში რომ დავლიე და სიმღერაც სმაზე იყო :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..