უცნობი. (ნახევრადdraftი პოსტის) ნაწილი II

(დასაწყისი იხ. წინა პოსტში)
(თხრობას ახლა უკვე პირველ პირში განვაგრძობ)


რააააა? - ოღონდ ეს შინაგანი ხმა იყო. თავი გავაკონტროლე, რომ ემოცია ძალიან არ გამომეხატა. პრინციპში დიდი კონტროლი და ძალისხმევა არ მჭირდება, დამეთანხმება, ვინც მიცნობს.
სტუდიაში ის შემოვიდა. ჩემი დიდი ხნის უცნობი. რა თმა უნდა ვიცანი, რა თქმა უნდა!!! და სკამს დავეყინე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...

პერიოდულად მშობლების რეპლიკები მესმოდა. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ამოვილუღლუღე, ეს ტიპი დიდი ხანია შემჩნეული მყავს, რა სიმპატიურია მეთქი. და ერთი ისღა მოვახერხე, რამდენიმე მეგობრისთვის საერთო სმს გამეგზავნა. ტექსტი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შინაარსობრივად "იმ ერთადერთის" პოვნას ეხებოდა და იმპერატიულ მოთხოვნას შეიცავდა, გადაერთოთ მითითებულ არხზე. რეაქცია მართალი გითხრათ არ მოჰყოლია ჩემს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. მერე გავიგე, ტვ-სთან არ იყვნენ.

ჩანართი: თუმცა, მოგვიანებით, როდესაც სრულიად საქართველომ თუ არა სრულიად სამეგობრომ გაიგო ჩემი გატაცების შესახებ, ამ დიიიდი წრიდან ისედაც სულ რაღაც 2-3 ადამიანი აღმოჩნდა ჩემი აზრის გამზიარებელი (ვგულისხმობ აღფრთოვანების ობიექტის ჩემეულ აღქმას), თუმცა ზოგადად მხარდამჭერები და გულშემატკივრები ბევრნი იყვნენ და ნამდვილად არ ვიცი, რამდენი ადამიანი ჩაება ამ ყველაფერში შორიდან და თვალყურის დევნებით. მაგრამ ამაზე მოგვიანებით (ხანდახან მაინც ვფიქრობ, ხომ არ გავჩერდე - пока еще не поздно нам сделать остановку, кондуктор, нажми на тормоза. მაგრამ მაინც მივიყვან ალბათ ბოლომდე ამ აბსურდის მოყოლას. მომინდა. მომაწვა და რატომაც არა. მასალა და "გამბედაობა" კი მაქვს უკვე საკმარისი...).

გადაცემა ალბათ დიდი ხნის დამთავრებული იყო, რომ გამოვფხიზლდი. ისედაც, რომ მკითხოთ, რა ილაპარაკაო, ვერ გეტყვით. რაზე ილაპარაკა, ეს კი ვიცი, თემა, მაგრამ... თემასაც, რა თქმა უნდა შეგნებულად არ ვასახელებ. ისედაც "გაყიდული პონტია", ჟარგონი რომ ვიხმაროთ და ასე ძალიან დაკონკრეტებაც არ ღირს. ორბიტის რეკლამიდან თვალისმომჭრელი ღიმილით მიცქერდა გარუჯული ქერათმიანი "მზეჭაბუკი", რომელსაც პრიორიტეტად ჯერ კარიესისგან საკუთარი კბილების ხსნა და შემდეგ უკვე მუხლამდე წყალში მდგარი და შველის მოლოდინსა და თხოვნაში ხმაჩაწყვეტილი ქერათმიანი "ლამაზმანი"ს გადარჩენა მიაჩნია. შუბლი შევჭმუხნე - დღეს ეს ითვლება სიმპატიურად?! - და ზომბირებული წავედი ჩემს ოთახში. მარკოვიჩი ჩავრთე და ხელის მარტივი მოძრაობით მოვძებნე... დიდება ცუკენბერგს! დიდება! აღმომხდა და ლამის მეტანია გავაკეთე ეკრანის წინ, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. ფოტო - 1. თუმცა დათაგული იყო სხვა ფოტოებზე. ფოტო გავადიდე და მივაჩერდი. რა ვქნა? მერე აქტივობებს გადავხედე. თვალის ერთი გადავლება საკმარისი აღმოჩნდა მივმხვდარიყავი - მისი ონლაინ აქტივობა აქ მხოლოდ friend requestების დადასტურებით შემოიფარგლება. ნუ, ტესტებს და პანდორას ყუთებს რომ ვერ ვხედავ, ეს უკვე კარგია და იყოს პასიური, აქ... ვიფიქრე და ისევ ფოტო გავადიდე. მგონი გავაფრინე.

ცოტა ხანში ჩემს ვოლზე სტატუსი გაჩნდა: მგონი ვიპოვე ის ერთადერთი! :) და დაიწყოოო, მაგრამ რა დაიწყო. რა თქმა უნდა ძააალიან, უძალიანესად ვხალისობდი ამ ყველაფერზე და საკუთარ თავზე ვკაიფობდი. რამდენიმე მინიშნების შემდეგ 2 მეგობარი მიხვდა, ვის ეხებოდა საქმე და კოალიციაც შეიკრა. ის ღამე ხარხარში გავათენეთ სამმა ონლაინ. მათ სახელებს გავამხელ, ეს არავის არაფერს უქადის. თამუნა (შ) და ალექსი. ვერსიები, რჩევები, ვარიანტები, შესაძლებლობები. წარსული, აწმყო, მომავალი! რამდენი სისულელე ითქვა და რამდენი ხუმრობა. რამდენი ცრემლი დაიღვარა სიცილის. ვეღარ ვსუნთქავდი ბოლოს. სხვები ცოტა დაბნეულები შედი-გამოდიოდნენ ჩემს ვოლზე. რა თქმა უნდა ერთხმად შევთანხმდით, რომ დამეგობრება უნდა მომეთხოვა. ამაზე ორი აზრიც კი არ იყო. უბრალოდ გადავწყვიტე, ეს სტატუსი (თავისი კომენტარებიანად) ცოტა გაციებულიყო (ნუ, მთლად 40 დღიან ვადას არ ვიღებდი), ცოტა ლინკები და სხვა სტატუსები მიყროდა და მთლად თვალშიმოსახვედრი არ ყოფილიყო.

ლოდინი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ისედაც ვერ ვიტან ლოდინს. მაგრამ ამ ყველაფერზე სიცილი მაინც მიმსუბუქებდა. და აი, დადგა დღე, როდესაც გადავწყვიტე, სტატუსი საკმაოდ შორს არის უკვე (წაშლა? არა, წაშლა არ მინდოდა. არ მინდოდა ეს დაკარგულიყო) და შემიძლია მეგობრობის ხელი გავუწოდო ....ს. და გავუგზავნე request.
გვიანი ღამე იყო და
დადასტურება მეორე დილით დამხვდა



გაგრძელება (ნაწილი III) იხ. შემდეგ პოსტში

პ.ს. ჩემი დაბადების დღეა დღეს, ბოლოს და ბოლოს, მეპატიება ამიტომ ასეთ ადგილას გაწყვეტა :) :)

Comments

Kate said…
ვახხ...
ნეტავ, ვინაა ქერა წამყვანი???
© said…
ქერა წამყვანი? :) არააა, არა :) მაგ დროს უკვე დამთავრებული იყო გადაცემა. გონს რეკლამის დროს მოვეგე :) და ქერათმიანი ქალიც რეკლამიდან იყო :)
Kate said…
ვახ აბა ვინ უნდა იყოს???
მსახიობია???
© said…
არააა, kate, მსახიობი არ არის :) :) პროფესიას შეგნებულად არ ვასახელებ :) :)
Kate said…
კარგი.
ე. ი. ჟურნალისტია.
კი ბატონო :)
© said…
:))))))))))) არა :) იმ გადაცემაში მიწვეული იყო როგორც "ექსპერტი" თავისი სფეროდან :) :) :)
Kate said…
პოლიტოლოგი :)))
© said…
არა, ესე იგი ცდილობ რომ გამომტეხო, ხო?! :) :) :) არა, არც პოლიტოლოგია :)))))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..