მარტოობის 28 დღე. lost in translation.

ფილმი არ მინახავს რამდენი ხანია. რაც ჩამოვედი. უცნაურიც არის, ალბათ. ასეთ ადგილას, თუ საღამოს მარტო ხარ, სავარაუდოდ ფილმის ყურებით უნდა შეიქციო თავი. მე კი ჯერ არც ერთხელ არ ჩამირთავს. ჩცდ-ს თუ არ ჩავთვლით. არა და თან სულ გვიან ვიძინებ. ამასაც ვერ ვხვდები, როგორ ვახერხებ. ან რატომ.

და დღეს საღამოს, მას მერე რაც ბულვარში ინტერნაციონალური (თუმცა მთლიანად გერმანულენოვანი) night jogging-ის და შემდეგ ინტერნაციონალურივე ჩაი-ლუდის სმის შემდეგ სახლში მოვედი, მას შემდეგ, რაც დადგა ჟამი მოდუნებისა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა, (სინანულით) გამახსენდა, რომ წიგნი დავამთავრე... და გამახსენდა, რომ არსებობს ფილმი "lost in translation". უფრო სწორად, ამ უკანასკნელის არსებობა კი არ გამახსენდა უბრალოდ, არამედ უცებ ძალიან მომინდა, მენახა.

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ხდება მოქმედება და მოქმედი პირებიც სულ სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, მაინც რაღაც ძალიან ახლობელი და ნაცნობია ამ ყველაფერში. რაღაც დიდი მსგავსება. თითქოს ერთი და იგივე ხდება ჩვენ თავს და ერთი და იგივეს ვგრნობთ. თავის დროზეც მომეწონა ეს ფილმი, ისე არ მომინდებოდა ახლა ალბათ ნახვა, მაგრამ ახლა რაღაც სხვა განწყობით ვუყურებ. კონტინენტთაშორისი ზარიც კი, და ამ ზარში ასახული ვერ გაგება, უფრო სწორად არასწორი გაგება მისი იქ ყოფნისა, როგორი ნაცნობი იყო.

ახლა მახსენდება ბუნდოვნად, რომ ოდესღაც ეს ფილმი კინოში ვნახე, როცა გამოვიდა. ალბათ წინა ცხოვრებაში.

ხო და რას ვაკეთებ ახლა: ფილმს ვიზოგავ. ნახევარზე ცოტა მეტი ვნახე და დავაპაუზე. დანარჩენს ხვალ, ან ზეგ ვუყურებ. ხვალ სავარაუდოდ არა, გააჩნია ალკოჰოლმიღებულზე როგორ წავა. ზეგ - საქმიანი საღამო მაქვს, მერე უფრო საჭირო იქნება ასეთი რელაქსი. მაზეგ - უკვე უნდა ჩავბარგდე... 😊

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..