შუალედური ჩანაწერი

როცა არსად გეჩქარება, მაგრამ მაინც ადრე გეღვიძება/გაღვიძებენ. მერე აღარ გეძინება, შედიხარ აბაზანაში,  ცხელი შხაპი, ცხელი, ახალგამშრალი თმა და მერე ისევ ჯერ კიდევ  ოდნავ თბილი ლოგინი. ხანდახან რა ცოტა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის. ხო,  ბანალურია, მაგრამ მართლა დეტალებშია ხშირად ბედნიერება. გაჩერდე უნდა უბრალოდ და შეირგო.

პ.ს. ახლა წავალ, სადმე კარგ ადგილას ვისაუზმებ, გემრიელ ყავას დავლევ. დანარჩენი - მერე, შემდეგ ჩანაწერში

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..