in out in out in out in out...

это не то что вы подумали

a вот что:

კიდევ ერთი log in

ახლა უცებ დამარტყა, ჩვენი ცხოვრება შედგება უამრავი log in-ისგან და log out-ისგან. უამრავი (ან ბევრგან ერთი და იგივე) სახელისა და პაროლე(პაროლეპაროოოლე)ბისგან...

და რამდენი გაუქმებული log in ჩაბარდა წარსულს. იქ აღარავინ წვება და აღარავინ დაწვება. და რამდენი კიდევ იქნება.

და ნამდვილ ლოგ ინ-ს რაც შეეხება... მინდოდა, ცოტა ხნის წინ გაცილებისას კიბიდან მობრუნებული მეგობრის ნათქვამი ფრაზა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. ჯობია მოვრჩე ამ ღამის ბოდვას და რეალურ ცხოვრებაში შევ ლოგ ინ დე.

იქ 'პასვორდი' არ მჭირდება

Comments

Anonymous said…
დაძინება ანუ ლოგინში ლოგ ინიც მაგარი რამეა. გაღვიძება ჯერ სიზმრიდან ლოგ აუთია და მერე ლოგინიდანაც :))
ვაა, დამაფიქრე :)))
© said…
სიზმრიდან ლოგ აუთი :)) კარგი იდეაა ესეც :)
milog-in-eba... hmmm... ideino!!! :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..