რომელი საათია?!

როგორი შედარებითია ყველაფერი, და ცვალებადი. შეხედულებებიც.
'სამის შეიძლება არის მესამედი...' - ყოველთვის, როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობდი, ეს დრო (სამის მესამედი, სამი...) საოცრად გვიანი და რაღაც იდუმალებით სავსე მეჩვენებოდა ხოლმე.
და ზუსტად მახსოვს, დღესაც თვალწინ მიდგას ის სურათი, სცენა რაც წარმომიდგებოდა თვალწინ. განსაკუთრებით სიტყვებზე - 'ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.' და მერე იქ თამაშდებოდა მთელი სცენა, იქ მიდიოდა მთელი ლექსი, იქ იშლებოდა.
ხატვა რომ შემეძლოს, დავხატავდი. ის - რეალური ადგილი იყო. ახლაც არსებობს, უბრალოდ ალბათ სულ სხვანაირი. სხვა ხალხის ისმის იქ ახლა ჟრიამული.

და ახლა? 'ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.' და რა? მხოლოდ! მხოლოდ გახდა სამი. უბრალოდ სამი, და არაფერი იდუმალი ამაში აღარ არის.

გავიზარდეთ. დიდი ხანია, გავიზარდეთ. უბრალოდ რაღაცეები აღარც კი გვახსოვს. რაღაცეები კი პერიოდულად ტივტივდება სიღრმიდან, დროებით.... და მაქსიმუმ - დავწეროთ ამაზე, ან გავიხსენოთ და ისევ დავივიწყოთ

Comments

Anonymous said…
gavizardet, arde ufro romantiuli, lamazi, msubuqi iyo ragaceebi da sakutari tavebic ufro mosawoni albat, mara ar vici, iqneba da sachiro iyo gazrda da aucilebeli. ’axla ra tqma unda, zlier gvianaa' :]
იცი, რა? არის ამ პოსტში რაღაც სამის მესამედისეული. :) Thanks! :)
ketketa said…
რა ნაღვლიანად გიწერია, ცის...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..