* * * * * * * (фиеста)

აი, ვიპოვე. ეს რამდენიმე დღეა თავში მიტრიალებს ოთარ ჭილაძის ერთი ლექსი, უფრო სწორად ნაწყვეტი ლექსიდან - "თაკო და ზაზა", დასაწყისი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როცა დრო ბევრი გაქვს, ბევრს ფიქრობ. რა თქმა უნდა შენს ცხოვრებაზეც. ხოდა დავიწყებდი რაღაცეებზე ფიქრს, ცვლილებებზე, სიახლეებზე, გარკვეულ და გაურკვეველ საკითხებზე და ა.შ. და მერე ამოტივტივდებოდა საიდანღაც ფრაზა: "ჩემი ცხოვრება აეწყო ასე..." მერე გამახსენდებოდა, საიდანაც არის ეს ფრაზა. მერე ვიხსენებდი იმ სტროფს, მაგრამ სრულყოფილად ვერ ვიხსენებდი, მეორე ხაზი მაკლდებოდა. ახლა გადმოვიღე წიგნი. როგორ გვაზარმაცებს კომპ. სარჩევში მოძებნა დამეზარა უცებ. ctrl + f მინდოდა მქონოდა, რომ მომეძებნა მარტივად... მაგრამ საბედნიეროდ ჯერ არ გადავჩვეულვარ "განსხეულებულ წიგნებთან" ურთიერთობას. და ვიპოვე. ნუ, თუ ოთარ ჭილაძე თქვენთვის არ არის უცხო, მაშინ ისიც გეცოდინებათ, ვისზეა ლექსი და ახსნა განმარტებებს არ დავიწყებ.

მაშ ასე, მხოლოდ პირველი სტროფი:

"ჩემი ცხოვრება აეწყო ასე,
ბევრი სურვილი გაქრა თავისით,
ფრთები კი შემრჩა და თითო ფრთაზე
თითო უმწეო ბარტყი დავისვი"

(როგორი სიტყვები არ მხსომებია, თურმე...)

ხო, ძალიან მაგრად წერს. ყველაფერს. და ლექსებსაც, ცხადია. ლექსები პერიოდულად მიყვარს. ზოგადად ლექსები. ვიცი ძალიან ბევრი. არა იმიტომ, რომ ვიზეპირებდი ან ვცდილობდი. არა. უბრალოდ მიყვარდა და მამახსოვრდებოდა ძალიან ადვილად. თავისით. შემომესწავლა ბევრი, ასე ვთქვათ. მერე დამეწყო პერიოდები: პოეზიის ვერ ატანის და პოეზიის 5 წუთების პერიოდების. პრინციპში ზოგადად მაინც კარგია, კარგი ლექსი. და ასე, მახსენდება სიტუაციურად, ისევე როგორც სხვადასხვა ფრაზები, ციტატები, ფილმებიდან და ა.შ.... ხო, ამაზე ალბათ მიწერია სადმე. ის, რომ კალომ მითხრა - შენ თავში fოლდერი გაქვს, სახელწოდებით movies-ო. ხო, და დესკტოპზე მიგდია თან მეთქი, დავეთანხმე. პრინციპში, movies ეს ერთ-ერთი fოლდერია და ctrl + f-ს არ ვიყენებ თან, ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი, თავისით მოდის...

ხოოო, კიდე რა დავწერო? რამ შემომიტია ახლა, на ночь гдядя? ისე, რა, მაინც სულ ღამე ვწერ. ღამე მუზები იღვიძებენ. დღისით ზარბაზნების ხმა ადუმებთ...
დღეს განწყობა მქონდა - წინასწარ დავიღალე მეთქი. წინასწარ, როცა წარმოვიდგინე წინ გადაშლილი წელი, სადღაც ზაფხულამდე... თან ზამთარი და ა.შ.
პერიოდულად რომ შეიძლებოდეს წლის განმავლობაში ელემენტების დასატენად, გადასახალისებლად და სილაღის შესანარჩუნებლად სადმე თბილ ქვეყნებში, სანაპიროზე გადაფრენა. აუუუ, რა ვიქნებოდი. ალბათ პირი არ დამეხურებოდა ღიმილისგან. და ღიმილი, ეს ყველაზე ლაითი ვარიანტი იქნებოდა. როგორ მიყვარს ეს მდგომარეობა...

ოოო, რაღაცის გადაღება მინდა მობილურით და მერე იმ ფოტოს დადება. მაგრამ მობ ჯდება. დამტენი არ ვიცი სად არის და რომც გამოვტყდე, რომ ვიცი, ვერ დავტენი, რადგან ეს სხვების გაღვიძების ხარჯზე უნდა მოხდეს და არ მინდა. ასე რომ, ფოტოს ხვალ დავაწევს პოსტს გზაში. ნაფლეთებს.

ახლა პოსტს დავუარე და სმაილები წავშალე. რაღაც არ მომეწონა ვიზუალურად. ხოდა გამოვიდა smilefree post.

აბზაცებს შორის ადგილები წერის შუალედების პირდაპირპროპორციულია.
ჩემი ოთახის კარი იღება ასე, თავისით. მგონია კატაა. არაა. არ არის. მგონია ქარია. არც ქარია. ნუ, ესე იგი აჩრდილი დადის სახლში, კომუნიზმის... აუუუ, რა შუაშია ახლა ამასთან და საერთოდ, არა მგონია ვინმემ დაამუღამოს და გაიგოს, ძალიან სპეციფიური ხუმრობა იყო, მაგრამ გამახსენდა ამ წამს და მომინდა დამეწერა. სიტუაცია: აწ უკვე ყოფილი სამსახური. ჩვენი დეპარტამენტი. ჩვენი ოთახი. უკვე/ჯერ კიდევ ოთხნი ვართ. ჩვენები... კარი იღება (სულ კარი იღებოდა და სულ ვიღაც შემოდიოდა ჩვენთან). არავინ შემოდის. გავიხედეთ. არც დერეფანშია ვინმე. ვკეტავთ. გიო: "არგასული კოპიოების სულებია..."
და აქვე (ესეც თემატურია): "ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა" (გალაკტიონი)

"არასერიოზული კაცი" ნანახი გაქვთ? ხო, გია ფერაძე. რა ვიცი, ისე გამახსენდა. რა, აქამდე რამე ლოგიკა დაინახეთ ამ პოსტში თემებს შორის?! ხოდა ნურც ახლა მომკითხავთ. უბრალოდ ვწერ. შეიძლება ითქვას ვყრი რაღაცეებს. რას ვამბობდი? ხო, არასერიოზული კაცი მეთქი. კარგი ფილმია. "ქალბატონო დეიდა, თქვენ სწორედ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, მე რომ წარმომიდგენია რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს". და ის სცენა, ქუჩის კატას რომ მიუყვანს ვიღაც ქალს და გულისტკივილით ჩააბარებს. თან ხანდახან ნახვის უფლებასაც სთხოვს... და კიდევ გაზეთების ჯიხურთან რიგში კამათი და ფრაზა "...და თქვენ თუ თქვენისთანა ამხანაგები მიდი-მოდიოდით და გადი-გამოდიოდით ჩემზე...." ესეც კიდევ ერთი ტრაგიკული ბედის ადამიანი...

ალისა ამოტივტივდა თავში და Чеширский Кот, რომლისთვისაც თავის მოკვეთას ბრძანებს დედოფალი, მაგრამ რადგან მხოლოდ ღიმილი რჩება ჰაერში, თუ მარტო თავი, არ მახსოვს, თავის მოკვეთა შეუძლებელი ხდება: "нельзя отрубить голову, если не имеется тела, от которого ее можно отрубить". ბუნდოვნად მახსოვს, რომ კეროლს შაკიკი აწუხებდა და შაკიკის დაწყებამდე, რაღაცას ხედავენ ხოლმე თითქოს. აურა ქვია ამას? ხო, მგონი. და მგონი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მერე დაწერა ალისაზე პირველი მოთხრობა? ხო, უფრო ბანალური ვერსიაც არის. ანუ რეალურად ერთ პატარა გოგონას მიუძღვნა, ვიცი ეგ ისტორია, მაგრამ შაკიკიც რაღაც როლს თამაშობდა მის ცხოვრებაში, ასე მახსოვს. უნდა გადავიკითხო, ერთი. რაღაც საინტერესო იყო...

ამასობაში 4-ის ნახევარი ხდება. მეჩვენება თუ მართლა მესმის ქუჩიდან ცოცხის ხმა? ჩვენი ქალაქის მეეზოვეები დავიჯერო ასე ადრიანად იწყებენ "თბილისი სისუფთავის ქალაქი"-ს დალაგებას? რა ვიცი, რა ვიცი...

ახლა სიჩუმეა სრული. დავწვები. იმედია დამეძინება. ხო, ძალები დამჭირდება აშკარად, და ენერგია... სამომავლოდ

и это пройдет...







И восходит солнце :)

Comments

Kalo said…
gzadagza mavicydeba xolme ris daceras vapirebdi, imxela postebi gaqvs :-):-):-)
mara komunizmis achrdili maxsovs. es kargia tu cudi? :-) albat cudi, imitom, rom imxela var, rom eg xumroba maxsovs da shinaarsic mesmis :-):-):-)
da araseriozuli kacis ambavshi em ici ra momcons, gazetebis jixurtan rom miva, rigshi rom dgas xalxi da pirvels rom kitxavs, tkven pirveli brzandebit? mashin chems shemdeg iknebit :-):-):-):-)
ise, gushin mec uzalianesad gvian davizine, shenc gegviza turme da shevxmianebodit mainc ertmanets :-):-)
ketty said…
ciskar, vgijdebi shens postebze. ici ogond ras vaketeb? ar vnaxulob xolme ramxelaa, rom ar shemeshnindes zomebis:) vickeb kitxvas da mere verc vgebulob ise gavdivar boloshi:))
zalian vikaife shendegzed:
1."poeziis ver atanis da poeziis 5 cutis periodebi" - magaria!:)
2. "cinascar davigale" -glijavs!!!
3. "kopmunizmis achrdili" -ai es ram gagaxsena:)))
© said…
"აააარ ეძინა მააას, ააარ მეძინა მეეეეეეეეე" :))) ეხ, არ ენთე, კალერ არსად და რას ვიფიქრებდი, თორემ ხომ გავაგრძელებდით ვირტუალში ურთიერთობას :)

ქეთევაან :))) ვგიჟდები ჩემს პოსტებზე რომ გიჟდებიან :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..