no name

originally upload by http://ffffound.com/

რა უცნაურია, აი ასეთი რაღაც არსება დავხატე ერთხელ. მთხოვეს/მომთხოვეს დამეხატა და ჩემი ფანტაზიით შევქმენი. ხატვა არ მეხერხება. საერთოდ. ანუ მიხვდებით ალბათ, რომ არანაირად არ იყო ეს "ნახატი". მაგრამ, ნუ, თავისი საქმე გააკეთა მაშინ. და ახლა, ამ წამს გამომიგზავნეს რაღაც ვებ-გვერდი, სადაც ასე, na ugad გადავდიოდი გვერდებზე, ვათვალიერებდი და უცებ წავაწყდი ამ არსებას, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, ჩემს მიერ დახატულს. ნუ, შეიძლება "ჰგავს" ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ როგორც კი დავინახე, მაშინვე გამახსენდა. ისეთივე ტიპია, რა. უბრალოდ ეტყობა, რომ ვინც დახატა, ის ჩემგან განსვხვებით ერკვეოდა ამ საქმეში. სახელიც კი ჰქონდა ჩემსას. ოღონდ არ მახსოვს.
к чему я все это?
რიე ვიცი...
да просто так

Comments

Lasha Gabunia said…
შენს დახატულს არ გვაჩვენებ? :)
© said…
ჩემს "დახატულს" ვერ(!) გაჩვენებთ. მე არ მაქვს და სავარაუდოდ უკვე აღარც არსებობს
Kalo said…
saintereso arseba shegiqmnia, verapers ityvi :-):-):-):-)
Lasha Gabunia said…
და სხვა ნახატების ნახვა სად შეიძლება?
© said…
ERMONIA, თქვენი იუმორი სათანადოდ დაფასებულია. შეგიძლიათ აღარ იწვალოთ.
© said…
კი, კალერ, არაჩვეულებრივად საინტერესო. ხომ ხედავ რა ცხოველი ინტერესი გამოიწვია ;) :))))
Lasha Gabunia said…
იუმორად რატომ ჩათვალე?
ოკ. უკაცრავად. აღარ "ვიწვალებ". :)
Anonymous said…
ეს არის არარსებული ცხოველი, რომელსაც ტესტირების დროს დაგახატინებდნენ, ალბათ სადმე სამსახურში მიღების წინ და იცი რას ნიშნავს? იმას, რომ ფრთხლი და ცოტა მშიშარა ხარ, მაგრამ მყარად დგახარ მიწაზე და შეძლებ ყველანაირ პრობლემას გაუმკლავდე, შენს შიშსს კი ძირითადად იმ ინტელექტუალური საწყისის საფუძველზე გაუმკლავდები, რომელიც გაქვს და გაქვს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.
არ ვიცი რამდენად გასაგებად დაგიწერე:)) კარგი და სასიამოვნო ცისია ხარ :))
არა, მე არ მიცნობ, მე გიცნობ ცოტათი და მომწონს შენი ნაწერები.
© said…
ვა, რა სასიამოვნო კომენტარი დამხვდა ღამენათევს და ნამთვრალევს და ახალშემობოდიალებულს სახლში და ინტერნეტში :)
კი, გასაგებად დაწერე ძალიან. და ბევრი რაღაც "გაარტყი" და მართალია საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მახსოვს, რომ თითქმის ამავე სიტყვებით გამიშიფრეს ჩემი ნახატი მაშინ :) და სწორად მიხვდი, დამახატინეს :) ნუ სად - ამას არ აქვს მნიშვნელობა.
ხოდა ცოტა რომ მიცნობ და რომ მოგწონს ჩემი ნაწერები და ასეთი აზრის რომ ხარ ჩემზე - ესეც სასიამოვნოა და მადლობა :)
Katiée.Ge said…
მართლა კარგი კომენტარი იყო :))
ჩემთვის არასდროს არაფერი დაუხატინებიათ, თუმცა ალბათ მიკი–მაუსს დავხატავდი, ან უფრო რაიმე დეტალს დავხაზავდი :D
© said…
ხო, ოღონდ როცა რამე ცხოველის (შენი ფანტაზიის ნაყოფის ცხოველის) დახატვას გთხოვენ, მაშინ გეომეტრიულ ფიგურებს და მსგავს რაღაცეებს ვერ დახატავ...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..