ეს კამორაა...

ეს კამორა.

რაღაც საოცრება გახდა ეს ქალაქი.

თითქოს ყველაფერი ერთ წერტილამდე დავიდა - ყიდვა-გაყიდვა.ზმანებისა და ძონძების ქალაქი. ბონძღების ქალაქი. ქალაქი ”სვეტსკებისა” და ვითომ ”სვეტსკებისა”. ბანძებისა და ბინძურებისა.

ქალაქი, სადაც ტრანსპორტში ასულს ტოკსიკოზის ნიშნები გამოგივლინდება და მიზეზი ხალხია, ადამიანები, რომელთათვისაც ცნება ჰიგიენა უცხოა.

ქალაქი, სადაც უეცრად საიდანღაც თავზე დამტყდარი ”თავისუფლებისგან” თავბრუდახვეულმა ახალგაზრდებმა არ იციან რა უყონ ამ უეცარ ”ევროპულობას” და ლამის საკუთარი ნარწყევი ალოკონ რომ თავიანთი განსაკუთრებულობა და ”მაგარი ტიპობა” დაამტკიცონ.

სადაც ურჩევნიათ მანქანის ბორბლებს შეუვარდნენ, ვიდრე მწვანე შუქს დაელოდონ - wie uncool! სადაც ყვითელ შუქზე თუ უკვე 100-ით არ მიქრიხარ, შენს უკან მდგომი საუკეთესო შემთხვევაში სიგნალით და უფრო ხშირად კი სიგნალითა და გინებით აგიკლებს.

ქალაქი, სადაც უგემოვნობა ზეიმობს. სადაც სიტვებიც კი მოდაში შემოდის. გულისამრევი სიტყვები, ვითომ მეგობრობასა და დიდ სიყვარულს რომ გამოხატავს.

ქალაქი, სადაც შავი ფერი და გასწორებული თმა მაგარ ტონად ითვლება. სადაც სტანდარტულად ერთნაირი ნაშა-გოგოები და ასეთი გოგოებით მოხიბლული ბიჭები ჭარბობენ.

სადაც მთელ თაობას ერთნაირად აცვია, ყველა ერთი ტერმინოლოგიითა და ტონალობით ლაპარაკობს და თუ არა, მაშინ რბილი ან უადგილოდ მაგარი ’ლ’ დომინირებს მეტყველებაში.

ქალაქი, სადაც მაგარ ფორმაში თუ გაივლი , აღფრთოვანებული მზერებზე მეტ უხამს რეპლიკას დაიჭერ და ფეხით სიარულს შეგაძულებენ.

ქალაქი, სადაც დახვეწილ ადამიანებს სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდები. სადაც იუმორიც კი გასაზიზღრდა და ხალხს ისეთ მდარე ხუმრობებზე ეცინება, ტირილი მოგინდება.

ქალაქი, სადაც ქუჩაში ხალხი იბღვირება. სადაც უცხო ადამიანს თუ მიესალმე და მადლობა გადაუხადე ელემენტარული რაღაცისთვის, ზიზღნარევი გაოცებით ამოგხედავს - тоже мне...

ქალაქი, სადაც უწესრიგობა და სიზარმაცე სისხლში კი არა სპერმაშიც კი გამჯდარი აქვთ.

ქალაქი 3 ლარიანი ბოზებისა და ML-ზე შემომჯდარი ”ფუტლ(ი)არებისა. ნარკომანებისა, საკუთარი ორიენტაციით საოცრად ამაყი პე/იდარასტებისა და არშემდგარი ხელოვანებისა.

ქალაქი, სადაც არშემდგარი პროფესიონალები პოლიტიკაში მიდიან, ხოლო შემდგარი პოლიტიკოსები - სახლში.

სადაც ხალხს მუდამ სჭირდება ვიღაცის სახელი იყვიროს და მერე ის ვიღაც თავზე დაისვას. მერე ისიც გააგდოს და ახალი სახელი იძახოს.

ქალაქი, სადაც ერთმანეთზე ჭორაობენ და სადაც ვერაფერს გააკეთებ ისე - ყველამ რომ არ გაიგოს. ან ისეთს გაიგებ - რაც არასოდეს გაგიკეთებია, მაგრამ მოგაწერენ.

...სინათლის ქალაქი, სადაც განათება ხელოვნურია. სისუფთავის ქალაქი, სადაც სიბინძურე იმალება.

ქალაქი, სადაც ზაფხულში’კალა’ში ”უნდა” იჯდე გარეთ და ზამთარში - ’მულენში’. სადაც ერეკლეს და შარდენს არ უნდა გასცდე და ყოველ საღამოს უნდა ”გაატრაკო”.
სადაც გართობაც კი must ხდება და ის რაც მოგწონს, შეიძლება თავზე მოგახვიონ.
ქალაქი დეკორაციებისა. ბუტაფორიებისა. სადაც სახლები რეკვიზიტების როლს ასრულებს.
ქალაქი, სადაც ბევრი სიმახინჯე და უგემოვნება გხვდება თვალში ყოველ დღე. არა, თვალში არ გხვდება. ეს მასაა. გადაგვარებული მასა.
ქალაქი, სადაც ეკლესიაში სიარულიც კი ”ტონია”.
ქალაქი, რომელიც ერთ დროს შეიძლება ლამაზ-ქალაქიც იყო. ახლა კამორაა...
ღააამის 2 საათია და არაფერიც არ არის რიგზე.

ვხედავ, კარგსაც ვხედავ და ვგრძნობ. და მე თუ კარგად ვარ, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის გარშემო.
უბრალოდ დღეს უცებ დავინახე ეს ყველაფერი. გზაში. ერთბაშად. მთელი სიცხადით. გაშიშვლებული. ასეა, ასე. ვერ გაექცევი.

ეს კამორაა, რომელიც გითრევს...

Comments

Dv0rsky said…
ძალიან მაგარია!

კომენტარს მარტო იმიტომ ვაკეთებ, რომ Email follow-up გავაკეთო და სხვების კომენტარებიც წავიკითხო, თორემ ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო?

ყველაფერი ნათელია, და მართალია, და ეგრეა. სამწუხაროდ...
Anonymous said…
და ქალაქი, სადაც ასე ადვილია, ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით გამოჩნდე "სხვანაირი".
ქალაქი, რომლის შესახებაც ზოგიერთი განსაკუთრებით ამქალაქელი ასე ზემოდან, ასე ძერსკად, ასე უსიყვარულოდ, ასე ამპარტავნულად და შეფარული თავმოწონებით წერს და ლაპარაკობს - wie cool!
რა მინდოდა ნეტა საერთოდ ამ ბლოგზე... ჩემი ეს ქალაქი ასეთი არ არის.
Dv0rsky said…
ამ ქალაქში ორი ტიპის ადამიანები ცხოვრობენ - ისინი, ვისაც სახელი ქვიათ, და მეორენი, ანონიმუსები.
Anonymous said…
:))))
და კიდევ მესამენი, მეოთხენი, მეხუთენი და ასე შემდეგ...
და თითქმის ყველანი თავისებურად საყვარლები არიან.
Dv0rsky said…
რა კარგია, რომ მე მათ არ ვიცნობ :)
Anonymous said…
გაიცნობ და შეიყვარებ, როცა იქნება. :))))

ან შეიძლება არც, მაგრამ:

ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია გესმოდეს და გიყვარდეს - სხვა ყველაფერი ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ძალიან სულ ერთია.

გმადლობთ ყურადღებისთვის, ბედნიერად. :)
Dv0rsky said…
მე და ვინმეს შევიყვარებ?

ჰეჰეე...

კარგად ბრძანდებოდეთ
Anonymous said…
:(((
cud xasiatze davdeki. arada, rogor menatreba ro icode...
Anonymous said…
და შენც ამ ქალაქის ნაწილი რომ ხარ მაგაზე რას იტყვი? :-) და ამ ქალაქის წესებს ასე თუ ისე რომ ემორჩილები? მთლად ყველაფერი ცუდად არაა. ნუ გაგრუზავიკდებით ეხლა. კომპლიმენტის თქმაც შეუძლიათ, შინაარსიანი საუბარიც, ფანტასტიური იუმორიც აქვთ და გადასარევი მეგობრებიც არიან..ადამიანები, რომლებთანაც მე ვურთიერთობ (და შენც). და დანარჩენები მკიდია რაააა. მეტი საქმე არ მაქვს ეხლა ყველა რბილ და მაგარ ლას-იანზე ვინერვიულო. და თუ კარგად ყოფნა გინდა კალაში კარგად იქნები (იმათთან ერთად ვისთანაც გინდა) და ნიკორას ბარშიც:-):-):-)
პოლიტიკოსებზე არ შეგედავები. ყველა ცუდია. აი, ყველა. მაგათი დედაც.

მარა მაგათ გამო არ შემძულდება მე ჩემი ქალაქი. მიყვარს, იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების უმრავლესობა აქ ცხოვრობს. მინდება ხოლმე ხანდახან აქედან წასვლა, მაგრამ იმიტომ, რომ უფრო მომენატროს და უკან დავბრუნდე.
და მეიდანზე, ღამე, განათებული ნარიყალის და მეტეხის ფონზე სულ მგონია ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვერაფერს შევადარებ ამ შეგრძნებას. რაღაც არაჩვეულებრივი სიმშვიდე რომ ისადგურებს. რა თქმა უნდა ვცდები და სულაც არ იქნება ყველაფერი კარგად, მაგრამ მაინც:-):-)

და ეკლესიაში ვინც იმიტომ დადის რომ ეს კარგი ტონია, იაროს. ჯობია ეკლესიაში იაროს და თუნდაც ის იფიქროს, რომ ეს კარგი ტონია, ვიდრე წამალი იკეთოს და ამით იამაყოს. თუ დიდხანს ივლის, მერე უკვე მიხვდება, რომ მარტო მაგის გამო არ უნდა იაროს და მერე უკვე მოთხოვნილება გაუჩნდება და იმიტომ ივლის.

ყველაფრის მიუხედავად მიყვარს ეს ქალაქი და რა ვქნა?
Anonymous said…
ქეთიიიიიი, მომენტრე შე უნა. ხო გიყვარს შენც თბილისი? თავისი გოიმებიანად? ვიცი რომ გიყვარს. გახსოვს რამდენს ვიცინოდით? ჩვენი ბედნიერი ლანჩები გახსოვს? ის გოიმები არ იყვნენ ჩვენს კარგ განწყობაზე რომ ზრუნავდნენ ყოველდღიურ რეჟიმში? :-):-):-) შარდენის ჩინურს რომ ჩავუვლი, ყოველთვის მახსენდება ის მშვენიერი პერიოდი, მოსვეტსკავე სასტავში გარეულები როგორ ვიქცეოდით. :-):-) ჯერ მარტო ფისო და ცუგოს ისტორიები რად ღირს:-):-) აუუუ, მენატრება ეგ დროოოოო.

და ისე ბახტაძეს რომ შვილიკო ყავს პატარა იცი?

აუ, შემოდი ხოლმე რა აქ ხშირად.

შენი ოტო :-):-)
© said…
ნინელი, გადასარევად ვიცი ეგ ყველაფერი. ბრმა კი არ ვარ და დაუნახავი. ეს არის ცალი მხარე, ბნელი მხარე ამ ყველაფრისა, უბრალოდ იმ დღეს რაღაც ძალიან მომხვდა ეს ყველაფერი თვალში და ”შემომეწერა” პოსტი. ვერ ვიტევ ხოლმე და რატომაც არ უნდა დავწერო? ხომ მართალია ეს ყველაფერი?
და ბოლოს კაკ რაზ ეგ მიწერია, მე რომ კარგად ვარ, არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის მეთქი.
მე მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ არაჩვეულებრივი ხალხი მახვევია გარშემო და ბევრი რაღაცით შემიძლია ვიყო კმაყოფილი. არ ვიგრუზები ვაბშე. პირიქით, ძალიან, შეიძლება ზედმეტადაც კი ”გავჰაეროვნდი” ბოლო დროს :D
მაგას არც კი უნდა დაწერა, ჩვენ რა ვართ და როგორი შეგვიძლია გავხადოთ ეს ქალაქი. ეს ჩვენშია.
უბრალოდ მაინც ბევრი ჭუჭყია და ჩვენ - ყველა არ ვართ...

და კიდევ - გითრევს! და გიყვარს, რა. რომ არ გიყვარდეს, არ იქნებოდი ადამიანი აქ, არ გაჩერდებოდი.

პესიმისტური კი არა - რეალისტური პოსტია, ვოტ. რას ვიზამთ :)

"И дым отечества нам сладок и приятен..." :D
ketketa said…
ტყვიასავით ხვდება გულს, ელის...
© said…
ქეთა, კარგია რომ ხვდება გულს, ესე იგი გიყვარს და ხედავ. რომ არ გიყვარდეს, გეკიდებოდა
ქეთი, გენატრება, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი კი არ გენატრება, ხალხი გენატრება, ახლობლები ვინც აქ დატოვე
anonymous-ის ნიღაბს ამოფარებულო კომენტატორო - შენი ქალაქი როგორია? ყველაფერი ბრწყინავს? არ შეიძლება რაც ან ვინც გიყვარს, იმის მარტო კარგ მხარეს ხედავდე! სწორედ რომ მიყვარს, იმიტომაც ვხედავ და ვწერ. არ შეიძლება ამის გამოხატვა? ვინმე არ ეთანხმება ზემოთ ჩამოთვლილს?
ამ ქალაქს კარგი რაც აქვს მეც კარგად ვიცი. და შეიძლება იმათზე ბევრად უფრო მიყვარს, ვინც ”ჩვენი თბილისის” სადღეგრძელოს ”პატარა ჭიქით და დიდი გულით” სვამს! ვინც კარგად როცა გრძნობს თავს, დანარჩენი ჰკიდია და ჰგონია რომ ყველაფერი კარგად არის. და რაც შეეხება ტრიუკებს და ”სხვანაირობას”, მართალი გითხრა არ მჭირდება არავისთვის ამის მტკიცება, ისედაც ვიცი და ვინც საჭიროა იმათაც იციან რომ დიახაც რომ ვართ განსაკუთრებულები და სხვანაირები, დიახაც რომ გვაქვს პრეტენზია ამაზე და საფუძვლიანიც. მეც და ჩემს გარშემო მყოფებსაც, ჩემს მეგობრებს! და მოდი, ამპარტავნებას და სიმართლის თქმას ერთმანეთში ნუ ავურევთ!
ჩვენი ქალაქის სხვა ნაწილი, სხვა მხარე, სხვანაირია, და აქ რახან არ აღმიწერია, არ ნიშნავს რომ ვერ ვხედავთ ამას
Unknown said…
SiSis qalaqia axla ukve..
Anonymous said…
ელის, მადლობა, იმიტომ რომ ესე კარგად წერ, პატივს გცემ, იმიტომ რომ ესეთი ჭკვიანი და ნიჭიერია ხარ, მიყვარხარ იმიტომ, რომ უბრალოდ მმიყვარხარ, "იმიტომს" გარეშე.
ერთხელ დვორსკისაც ეწერა თბილისზე ძალიან კარგი პოსტი და მაშინ დავუწერე ჩემი აზრი, შენც დაგიწერ და იცი რამიხარია, რომ ჯერ კიდევ მაქვს ეს აზრი და სურვილი რომ ეს დავწერო.-გეთანხმები ყველაფერში, ესე ზუსტად რომ დაწერე, და მართლაც რომ ესაა ჩვენი ქალაქი, მაგრამ რა ვქნა რომ, როგორც კი წარწერა "თბილის"დავინახავ აბრაზე, საიდანაც არ უნდა მოვდიოდე, გული სხვაგვარად მიჩქროლდება, რომ ის ბენეტონის ფერებში აჭრელებული სახლებიც კი ლამაზი მეჩვენება, რომ ცხენიც კი, რომელზედაც ჩვენი დიდებული მეფე არასოდეს მჯდარა (იმიტომ რომ არასოდეს ისხდნენ მეფეები მამალ ცხენებზე, თუ მაინცადამაინც იაბოზე)კარგი მეჩვენება და ჰაერიც კი, რომელიც მაგრა თუ ჩაისუნთქე, შეიძლება გაიგუდო ისეთი დაბინძურებულია, ყველაზე სუფთა მეჩვენება. რა ვქნა, რომ როგორც კი მრგვალ ბაღს მივუახლოვდები და იმ ადგილებს სადაც ჩემი საუკეთესო წლები გამიტარებია, ვხვდები, რომ ვერსად და არსად ვერ გავძლებ ამ მარიაჟი ქალაქის და ამ მარიაჟი ადამიანების გარეშე :)

ელის, ერთ შემოტევაზე ისიც დაგვიწერე შენი ლამაზი ჭკუით, როგორია ჩვენი ქალაქი მეორე თვალით, კარგად მაყურებელი თვალით, მართალია პატარა და მცირე გამოვა დარწმინებული ვარ, მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხავთ ყველა.ნუ გაგვწირავ ესე, კაი?
© said…
ბუდუ! მადლობა იმისთვის, რომ უბრალოდ გიყვარვარ, მადლობა იმისთვის, რომ მოგწონს როგორც ვწერ და იმისთვის, რომ არ მალავ ამას :) მადლობა იმისთვის, რომ გესმის და აფასებ, სწორად რომ გესმის! :) ძალიან მიყვარხარ მეც და აუცილებლად დავწერ! დავინახავ და დავწერ! შიგნით - არის, რა თმქა უნდა, ოღონდ თავისი დრო აქვს... :)
babisa said…
momewona es posti
getanxmebi da vwuxvar mec :)
dges vfiqrobdi zustad, amis gamo xom ar unda wavidemetqi.
hoda albat ar unda wavide :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..