Rock/Rock n roll is king :)

ამ ბოდიალ ბოდიალში ხან რას ვუსმინე, ხან რას, ხან რა თემაზე ვისაუბრეთ, ხან რაზე და უცებ გამახსენდა Elvis Presley. იმიტომ ალბათ, რომ დღეს საღამოს მეგობრებთან საუბრისას თემამ მოიტანა და ვახსენე, როგორც ერთ-ერთი ლეგენდა. ხოდა მოვუსმინე - Jailhouse Rock-ს. დავდე კიდეც იქ სადაც ჯერ არს. ამან მერე თავის მხრივ შემდეგი ასოციაცია გამოიწვია - ELO - Rock n roll is king. ესეც დავდე
და უცებ გამახსენდა სცენა არც ისე შორეული (თუ უკვე შორეული?) - ადრეული ახალგაზრდობის წლებიდან. იმ პერიოდიდან, რადიო ყველაზე მეტად როცა იყო "ხოდში". გემოვნებიანი რადიოები და შესაბამისი მუსიკა რომ ჭარბობდა ეთერში. პერიოდი, როცა ლოგინში ბალიშის გვერდზე ჩართული რადიოთი ვიძნებდი. მახსოვს ცივ ზამთარში უკვე თბილად ჩაწოლილს ეს ჰანგები რომ ჩემესმა, როგორ წამოვხტი უცებ ლოგინში და ლოგინზევე თავდავიწყებით ვიცეკვე მთელი სიმღერის განმავლობაში. ეს იყო და ეს. უბრალოდ ამ სცენას მახსენებს ყოველთვის Rock n roll is king

და კიდევ დაემატა ერთი ასოციაცია/მოგონება - "ბიჭები საზანდარიდან". შარშან ცნობილი მოვლენების გამო ვეღარ ვიხილეთ/ვუსმინეთ. წელს კი ამ ბენდის ნაცვლად, როგორც გავიგე "ტაშ ტაშ ტაშ ტარამ ტარამ" სტილის დამკვრელები ჰყავდათ.

გონიო-კვარიათის გასაყარი. საზანდარი. ზაფხული 2006 (თუ ვცდები, შემისწორეთ) საიდანღაც ფეხით მომავალნი, მობოდიალენი, მონუსხულებივით მივყევით სიმღერის ხმას (ალბათ მიწერია კიდეც სადმე ძველ პოსტებში და აღარ დავიწყებ აქ აღწერას რას და როგორ უკრავდნენ და მღეროდნენ და რა ზაფხულები იყო) და იქ აღმოვჩნდით. მერე შანსი აღარ გაგვიშვია, რომ არ მივსულიყავით ღამე ამ ბიჭების მოსასმენად. ბოლოს - 2007 წლის 13 აგვისტოს :)


p.s. ვიდეოს დადებასთან დაკავშირებით რატომღაც პრობლემები შემექმნა. ნუ, ეგ არაფერი. დავლინკე და ისე მოისმინეთ (ვითომ ვისაც უნდა თვითონ ვერ ნახავდააა :D )

Comments

ketty said…
sazandaris bichebs bandoliki dauzmakacda magrad:) 4 clis ar iko mashin:))))
© said…
:))) რა როჟაა :))))) მე და ირინა რომ დავრჩით ერთ ზაფხულს ბოლოს და სანდროს ვიღაც ჩვენზე უფროსი ბიჭები რომ "აკითხავდნენ" მანქანით :)))))
Marika said…
2008 წლის ზაფხული იყო ეგ, სიყვარულოვნა. კარგად მახსოვს, მაგ ზაფხულს ერთად მოვბოდიალობდით გონიო-კვარიათის გასაყარზე, მათმა სირინოზის ხმამ გზააბნეული მეზღვაურებივით რომ მიგვიზიდა და მიგვაჯაჭვა კიდეც საზანდარის ხის მაგიდა-სკამებს საღამოს დასრულებამდე.რაღაც, კარგი იყო, ამის დედაც.. :)))
© said…
:))) აბააა :) "ვახ, დრონი, დრონი ნაგემნი მტკბარად" :)))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..