ა(ბე/ცე/დე)სოციაციები :)

1.
თბილისის ქუჩები მაგონებს ჩვენს ბავშვობაში თამაში რომ იყო, "за рулем", გახსოვთ? აი იმას! ძალიან მიყვარდა. და ახლა, თბილისში რაღაც საოცარი გზის, ტროტუარის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოძრაობის, ადამიანების და მანქანების, მარშუტკების და ავტობუსების და ა.შ. სახის გზის გამყოფებით რომ დაყვეს გზები, პირველი ასოციაცია რაც გამიჩნდა, ეგ იყო: თბილისი გახდა "за рулем"ი

დამეთანხმა ერთი მეგობარი





თქვენ რას იტყვით? :)



2.
ჯეოსელის ახალი რეკლამა და კერძოდ ის გაუგებარი იასამნისფერი არსება, ქალაქში რომ დაფრინავს, მაგონებს ასევე ჩვენს ბავშვობაში მულტფილმი რომ იყო, სახელი ნამდვილად არ მახსოვს. იყო მხატვარი და ასევე გაუგებარი არსება, რომელიც მღეროდა მელოდიას, რომელსაც აქ ვერ დავპოსტავ, ცხადია. მღეროდა არასწორად და მერე ეს მხატვარი შეუსწორებს და დაუმეგობრდება. რაღაცნაირი სურეალისტური მულტფილმი იყო :) და ბავშვობის მერე არ მინახავს. აქაც აღმოჩნდა, რომ ერთ მეგობარს უქმნის ეს რეკლამა იგივე ასოციაციას.
გაგახსენდათ? დავდებდი მულტფილმსაც, სახელი რომ მახსოვდეს.



3.
(შესავალი: არასოდეს ვუყურებდი ჯეო რაღაცეებს. არც ბარებს, არც სტარებს და არც აკადემიებს. ვუყურებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვხვდებოდი მაგ დროს ტელევიზორთან იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც უყურებდნენ. შარშან ჯეოსტარში ჩავერთე ასე თუ ისე, მათი წყალობით. ნუ, კვირაში ერთხელ ტრადიციასავით დამკვიდრდა - მივდიოდით ერთ-ერთის უფრო სწორად ორის ოჯახში და იქ ვუყურებდით. მაშინ გავერკვიე კარგად. წელს უკვე შესარჩევი ტურიდანვე ჩამითრიეს, იმავე ოჯახში :) იქ ვუყურე გუშინ პირველად შესარჩევს (გამოვტყდები, რომ მეგონა, მხოლოდ ინტერნეტში იდებოდა ეს საოცრებები. თურმე ყველაფერს აჩვენებენ ტელევიზორშიც). მერე - დღესაც, უკვე სხვაგან, იგივენი +/- და გამოსვლა მეორე. და რაღაცეებზე ძალიან ვიხალისე მართლა. ასეთი რაღაცეების ყურება ერთად ღირს, მივხვდი :) რამხელა შესავალია...) ჯეოსტარის შესარჩევი ტურის დღევანდელი სერიის ერთ-ერთი მონაწილის ნამღერი fელიჩიტა - მაგონებს რუსული comedy club-ის ერთ-ერთ სკეტჩში შესრულებულ სიმღერას "დშნდა". აი, უყურეთ და თავად დარწმუნდებით :)



დღეისათვის ასოციაციები სულ ეს იყო დაგროვილი. მეტი არ მახსენდება. შეიძლება განვაგრძო თემა, მერე, პოსტებად და პერიოდულად

პ.ს. აი ეს ლინკი, ვერ დადებული ვიდეოს ნაცვლად :)

Comments

Anonymous said…
huh jeostarze ki vicine, mara tan vizabebodi,mrcxvenoda mat magivrad da tan guli miwuxda rom asec xdeba :))
© said…
ხო, ეგ მეც მჭირდა. ნამდვილად ვერ ვიცინოდი ყველაფერზე. ზურგი მეძაბება მეთქი, მეგობრებს ვეუბნებოდი და სახეზე ხელებაფარებული ვიჯექი ხოლმე. "ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?!" :))
ketketa said…
ცის, რა მაგარი თემაა ასოციაციები!!:) ძაან ვიცინ ეჯეოსელის რეკლამაშ მფრინავი რაღაცის ასოციაციაზე და მელოდიას რო ვერ დაპოსტავ იმაზე:)))
და ჯეოსტარის შესარჩევების მერე ის ხალხი ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას ნეტა? სულ მაინტერესებს, მართლა
© said…
კარგი კითხვაა, ისე. ნუთუ...? :)
Anonymous said…
აუუუ,,ზა რულიომ" ჩემი საბჭოთა ბავშვობაა
© said…
"ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ", სწორედ მაგ საბჭოთა ბავშვობიდან...
© said…
ხალხო, ვიდეო რომ არ დაიდო აქ თურმე, რატომ არავინ მეუბნება ამას?! :)))
ლინკს დავდებ ახლა და ნახეთ, რაა :)ბოლოში დავდებ. პ.ს.-ში
ketty said…
au me links ver vxsni:(
meore asociaciaze vikaife, zustad eg vifikre pirvelad rom vnaxe reklama:))) mag multfilms vezeb kai xania, mara ara[eri gamomdis:)
© said…
შენაც, ბრუტუს?! :)))იქნებ როგორმე მივაგნოთ :)

აუ ლინკს რატომ ვერ ხსნიი? :( ბოლოს დადებულს, ხო? :( არა და ეგ არის მთავარი მუღამი :) fეისბუქზეც დავდე: dyshndaa

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..