დილა-საღამო მშვიდობის

რაღაც მინდოდა დამეწერა, მაგრამ იმდენად ბურანში ვარ, რომ თავს ვერ ვუყრი და ვერ ვიხსენებ. 14 საათი მეძინა. ასე არ მემართება ხოლმე... როგორც ჩანს, წინა დღეებში გვიან დაძინებამ და ადრე ადგომამ საბოლოოდ თავისი ქნა. ხოდა წუხელ დაწოლისას ვფიქრობდი, როგორ მინდოდა გამოძინება. და აი, დღეს წვიმიანმა ამინდმა გარკვეულ მოვლენებს ხელი შეუშალა და სამაგიეროდ ხელი შეუწყო ჩემს გამოძინებას. ძალიან კარგი. მართალია, ახლაც ძილ-ბურანში ვარ და ჩემს ოთახში ჯერ კიდევ ღამეა, ასე მგონია, მაგრამ ალბათ გამოვფხიზლდები.

ხოოო. კარგი დღე იყო გუშინ. ადრე დილიდან გვიან ღამემდე. ანუ არა მარტო დღე - დილა, შუადღე, საღამო, გვიანი საღამო და ღამე. გვიან - ამას წინ უძღოდა აქედან სად წავიდეთ? და მერე გადაწყვეტა სადაც უნდა განვაგრძოთ/დავასრულოთ საღამო. და მერე ამის სისრულეში მოყვანა - მივხვდი, რომ ამდენი სიცილისგან უკვე მიმიკური კუნთები აღარ მემორჩილებოდა. მართალია, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო? აბა, ჩვენ ხანშიშესული ყვავის თუ არა მოწიფულ ასაკში მყოფი მათუსალას ხნის მაინც უნდა "მოვიყაროთ". და თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი წინ არის - ალბათ ყვავამდეც გავქაჩავთ, ასე თუ გავაგრძელეთ...
მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია დადებითი ემოციებით დატვირთვა და რომ კმაყოფილი ვარ გუშინდელი დღით და არა მარტო გუშინდელით, უფრო ფართო ხედვითაც - ფრიად :P

კიდევ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეზარება ხვალ დილის 9 საათზე დარჭობა საქმეზე. და საერთოდ, რა არის ეს დილის 9 საათი?! საქართველოში! ჰმ! და თუ გამოვიდა - ამიერიდან და გარკვეული ხნით მომიწევს ამ რეჟიმზე გადართვა და მიჩვევა. და უნდა დავივიწყო ღამის 11 საათზე გასვლები და მერე გვიან მოსვლები და მერე კიდე ინტერნეტში უფრო გვიანობამდე ბოდიალი. ისევ უნდა გავხდე working class herro. და otorvatsja შესაძლებელი იქნება ისევ მხოლოდ პარასკევს და შაბათს... და აგვისტოს ბოლოს/სექტემბერში ისევ გადავხედავ ხოლმე მეგობრებთან ერთად მთელი მომდევნო წლის კალენდარს და გამეხარდება დასვენების დღეებით უხვი სეზონები, განსაკუთრებით long weeken-ები, რომლებსაც "პატარა შვებულებუკებს" ვეძახდი. და ვიწუწუნებ თვეებზე, რომლებიც ერთმანეთს ისე ეწყობა, რომ შაბათ-კვირის გარდა დასვენება არ უწევს.

აი, ასე. ces't la vie

წავედი ახლა შოკოლადზე...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..