ტექნიკური ხარვეზების გამო წუხელ ვერ დადებული პოსტი


ეს ფოტო რომ არ დამედო, ვერ დავიძინებდი მშვიდად. დღეს გადავიღე. საავტორო უფლებები დაცულია და თუ გადაიწერთ, ავტორიც (წყარო) მიუთითეთ :)))

საკმაოდ დიდი ხანია ეს ქაღალდი დევს ერთ-ერთ მაღაზიაში (დელისთან), pay box-ის თავზე. სულ მინდოდა, გადამეღო და ხან მავიწყდებოდა და ხან მობილურში ადგილი არ მქონდა. მერე გადმოვედით... და აი, დღეს დილით მოვხვდი იმ ტერიტორიაზე, სპეციალურად შევედი სწორედ იმ მაღაზიაში, ბარათის ანგარიშის შესავსებად. ქაღალდი იდო, ოღონდ უკუღმა, წარწერით ქვემოთ. როგორც მერე მივხვდი, გაკეთდა ავტომატი, ქვითარს კვლავ იძლეოდა და ამიტომ გადაატრიალეს წარწერა. მაგრამ არ აიღეს - რა იცი, რა ხდება. ახლიდან დაწერას, იყოს უკვე არსებული. თან ხომ ხედავთ, როგორ დახარჯულან, გაუფორმებიათ, დაუხატიათ.
მე თუ მკითხავთ, ბოლოში ასე უნდა ეწეროს: სიყვარულით შპს "პური არსობისა"-ს ადმინისტრაცია!
დიახ, დიახ! ახლა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ადრე ამ მაღაზიაზე სწორედ ეს აბრა იყო გამოკრული: შპს "პური არსობისა".

ბევრი მიხვდება, რომელ მაღაზიაზეც არის ლაპარაკი ;)

20.09.09
02.01

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..