ყველაფერი ახალი და კარგად არ დავიწყებული არც ისე ძველი

დავიწყო ასე, ბანალურად? - გავიდა ზაფხულიც.. დადგა ყვითელი შემოდგომა :)))))))))))))) არა, რა თქმა უნდა!
ან ასე, ერთ ძველ ქართულ მულტფილმში („გოგონა და შადრევანი“) რომ იყო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... ოღონდ შესაბამისი ინტონაციით უნდა ამას წაკითხვა, ისე ხიბლი ეკარგება. თუ უკვე მიწერია ეს სადმე, ან პოსტი მაქვს რომელიმე დაწყებული ასე, ნუ გამკიცხავთ :)) მიყვარს ამ ფრაზის ამ ინტონაციით გამოყენება :))

გული მიგრძნობს, დიდი პოსტი გამოვა (ვითომ პირველად ხდება ასეეე). ხო, ნუ წინასწარვე რომ განეწყოთ. ეს იქნება მიქსი ალბათ რამდენიმე თვის და რამდენიმე ეტაპის. ასე რომ, ქვესათაურებად დავალაგებ სავარაუდოდ. პერიოდულად "ვწერდი" თავში, და მერე არ გადმომქონდა. სულ მინდოდა და მერე... ხოდა არ ვიცი ახლა რა გამოვა. შეიძლება რაღაც მოვლენები ან ფაქტები, ან თუნდაც რაღაც წვრილმანები, რის შესახებაც იმ მომენტში დაწერა მინდოდა, აღარ გამახსენდეს. არ გამახსენდეს ფრაზები, რომლებზეც ბევრი ვიცინეთ და გაგიზიარებდით, რომ მახსოვდეს, არ გამახსენდეს ზაფხულის ყველა მხიარული საღამო... განწყობები მიკარგულია. ეგრევე თუ არ დაიჭირე... მოკლედ. ვნახოთ. წავიდა



პალეოლითი

ქვედა პალეოლითი, ანუ უსაქმურობის ადრეული ხანა
3 ივლისიდან მოგეხსენებათ სრულიად თავისუფალი მსოფლიოს მოქალაქე გავხდი. ზაფხული. სიცხე. ბევრი თავისუფალი დრო. თავისუფლებაააა! ხო, ძალიან მაგარია. ხანდახან ფიქრობ, რომ იმისთვის ცხოვრობ, რომ იმუშაო. არა და არ მინდა ასე ვიყო. ა რა სო დეს! ასე ალბათ ისეთ პერიოდებში ვფიქრობდი, როცა ჩემი სამუშაო დღე ნორმირებულს 4 ან მეტი საათით აჭარბებდა და თავუსუფალი შუალედებიც დღის განმავლობაში ჯამში 15 წუთს თუ შეადგენდა. კი, ყოფილა ასეთი დღეებიც. რა თქმა უნდა მუდმივად და ხშირად არა, მაგრამ....
ვისაც დღისით გიწევთ სამსახურიდან გარეთ გასვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგი ამინდია, გამიგებთ, რას ვგრძნობდი ხოლმე ასეთ დროს. ძალიან მაგარია, ძალიან, როცა დღისით თავისუფალი ხარ და სადაც გინდა იქ წახვალ, ბოდიალი, უბრალოდ ბოდიალიც კი, უსაგნოდ, უმისამართოდ, და თავისუფლების შეგრძნება. მაგრამ ეს მაქსიმუმ 1,5 საათი თუ გაგრძელდებოდა იმ შემთხვევაში, როცა სადილად სადმე მივდიოდით ხოლმე (ეს ოღონდ როდის იყო ბოლოს, არ მახსოვს). მაშინ ძალიან გიჭირს უკან მიბრუნება და 4 კედელში და ჟალუზებში დღის ბოლომდე ჯდომა. რაც არ უნდა კარგი სიტუაცია გქონდეს სამსახურში, რაც არ უნდა კომფორტულად გრძნობდე თავს. განსაკუთრებით ძნელია, როცა საქმე არ არის და შენ უნდა იყო, მაინც უნდა იყო და გარეთ კი ასეთი კარგიააა...

მოკლედ, ივნისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ივლისიდან ბევრი თავისუფალი დრო მომცა. თუმცა, როგორც ცოი იტყოდა "Время есть, а денег нет, и в гости некуда пойти..." ეგ არაფერი. ვახერხებდით. კაკ რაზ в гости всегда есть куда пойти :)) მოკლედ, ეიფორია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, მთვრალი ვიყავი ზაფხულით და თავისუფლებით. დავფრინავდი და სულ არ მაწუხებდა კრიზისი და გლობალური დათბობა.

წახვალ სადაც გინდა, უსაქმური ბევრი იყო იმ დროისთვის გარშემო. დაიძინებ და გაიღვიძევ როცა გინდა და ა.შ. მოკლედ, ბერვი + აქვს. ერთადერთი რაღაც ტეხავს. შენს შესაძლებლობებს და განწყობას ამ პირობებში ფინანსური რომანსების ჟღერადობა ცოტა არ იყოს არ უხდება :) რა დროს რომანსებია, როცა გარეთ ზაფხულია (ვგიჟდები ზაფხულზე)!


შუა პალეოლითი, ანუ ადრე ამდგარსა კუ(ს ტბაზე მორბენალსა)რდღელსა
სულ მალე გამოიკვეთა საოცარი შანსი და შესაძლებლობა: დილაობით ვიაროთ/ვირბინოთ კუს ტბაზე! დიახ, დიახ! იმ დროისთვის სამნი ვიყავით. თამუნა - კრიზისის პირველ ტალღას შეწირული, მე - ნებით და წყნარად წამოსული და ნინო, რომელიც მალევე შემოგვიერთდა (მიბაძეთ გოგიტა კვერნაძეს) და მესიჯით მამცნო: "ხომ არ ჩამოგრჩებოდი. სამსახურიდან წამოვედი" - მოულოდნელად წამოსული. არც ერთი არ ვართ ბუნებით ტოროლები. დილის ძილის ხიბლი სამივესთვის გასაგები და მისაღები იყო. მაგრამ, რაღაცამ გაიღვიძა ჩვენში! რაღაც მიძინებულმა! :))) და დავიწყეეეთ. დილის 7 საათზე სამარიაჟოდ არავინ ადის კუს ტბაზე, თუ ეს იდეა გაგიჩნდათ. მართლა ძალიან კარგი იყო. მააართლა. არ დამზარებია ფაქტიურად არც ერთხელ, იმ ხნის განმავლობაში. წინა საღამოს უკვე მიხაროდა, რომ დილით ადრე გავიღვიძებდი (და სხვათა შორის არ მიჭირდა გაღვიძება), გავემზადებოდი და თამუნას დავხვდებოდი. ეზოდან გასულს ნინო დაბარებულივით მეჩეხებოდა :))) ერთად ჩავდიოდით იმ მონაკვეთს და ველოდებოდით ან პირდაპირ ვსხდებოდით ახალ მოსულ თამარის მანქანაში.
დავრბოდი? ნუ ვერ მოვიტყუები. სირბილს ვერ ვქაჩავდი თამუნასგან განსხვავებით, მაგრამ საკმაოდ სწრაფ და სპორტულ სიარულს - კი. სამივეს სხვადასხვა ტემპი გვქონდა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. ბოლო წრეზე პრინციპში ვიშლებოდით და სამივე სხვადასხვა სახის სირბი/სიარულ/სეირნობით მივდიოდით ბოლო მიზნამდე - ღია კაფე. იქ ყავა და მზე გველოდებოდა.

თუ რამე მოსაყოლი იყო, გზაში არც ერთი არ იწყებდა. ავიდოდით, დავადგებოდით პირველ წრეს და წავიდააა.... მერე უკვე შეკითხვა ჩამოყალიბდა: რამდენ წრეს გაქაჩავს? :))) იყო თემები, რომლებიც 3-4 წრეზეც კი გვყოფნიდა.... :))))

იყო უსაყვარლესი ძაღლი. ფაქტიურად "ქერა, ცისფერთვალება" :)) ნუ, ქერა არა, მაგრამ თეთრ-ღია ნაცრისფერი, მართლა საოცარი ცისფერი თვალებით. ულამაზესი და უსაყვარლესი. ჯერ კიდევ ძალიან პატარა. იცით როგორი იყო, ჯეკ ლონდონის მოთხრობების (მიხვდებით ალბათ, რომ ოქროს მაძიებლების საქმიანობისადმი მიძღვნილ ციკლს ვგულისხმობ. ნინო და თამუნა მაშინვე მიხვდნენ, რა თქმა უნდა) ეკრანიზაციაში რომ ძაღლებია, იმ ჯიშის იყო. მგელს ჰგავდა :) კიდევ რა ასოციაცია გამიჩნდა? - "Глаза голубой собаки " :) ნინოს გავუზიარე, მაშინვე გაახსენდა და "გადავწყვიტეთ" ჩვენ "Голубые глаза серо-белой собаки" დაგვეწერა :)და ასე... მერე დაგვარიგებდა თამუნა და სავარაუდოდ საღამომდე ვიშლებოდით.

პირველი ნინო გამოაკლდა სპორტულ რიგებს. სამსახურში უკეთეს პირობებში დაბრუნება ძალიან კარგია, მაგრამ შენი მეგობრები რომ აგრძელებენ დილაობით კუს ტბაზე სიარულს და შენ სამსახურში მიდიხარ ამ დროს, ეგ მესმის, რომ გულდასაწყვეტია და "შესაშური". მეც შემშურდებოდა, ნინელი :))

ნელ-ნელა უკვე ცნობ ყველას და ხვდები, ვინ ვინ არის. მალე ცნობადი უმუშევარი სახეებიც შემოგვიერთდნენ. სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ მაინც :) იყვნენ ასევე ცნობადი მოქმედი მუშაკი სახეებიც. ანუ სახე, რომლის სხეულიც რატომღაც "საროჩკა"ში გამოწყობილი ეწეოდა სპორტულ აქტივობას...

იყო "კაცი ტანგაში". მართლა. რომელიც რა დროსაც არ უნდა მისულიყავი, სადღაც "პრიჩალზე" იწვა და მზეს ეფიცხებოდა. ჰასაკით საკმაოდ სრულ ჩანდა შორიდან. ანრი ჯოხაძის გახმაურებული კლიპი ალბათ ყველამ იცის. არ არის ამისათვის საჭირო, რომ ანრის თაყვანისმცემელი იყო. ნავში შიშველი რომ წევს. აი ზუსტად ასე იწვა ის კაცი. ოღონდ არა ნავში...

იყვნენ ადრეული დილის სასტავები, მოგვიანებით დილის სასტავები და ა.შ. რას არ გაიგებ სირბილისას. ხვდები, რომ ჯობია ყველაფერი არ ილაპარაკო თუნდაც უცხო ადგილას და უცხო ხალხში. რა იცი, ვინ ვისი ვინ არის და ვინ დარბის შენს წინ/უკან ;) :)

მერე აგრილდა. დილაობით საკმაოდ ციოდა და მე და თამუნამ დრო გადავწიეთ. მოგვიანებით დავიწყეთ ასვლა. ასეთ დროს მართლა ან მარტო უმუშევარი დარბის, ან პენსიონერი (კიიი, ბევრი ბებია-ბაბუა დარბის/დადის. ზოგი ჩვენზე ბევრად უკეთეს ფორმაშია. აი მაგალითად, ერთხელ ჩვენს გვერდზე იჯდა (ხო, სირბილის მერე კაფეში) ქალი, რომელიც ბებიად მეკუთვნოდა. ეფიცხებოდა მზეს. და უცებ მოადგა 3 სხვა. აქედან ერთი ჯოხით. ალბათ "прабабушк"-ებად გვეკუთვნოდნენ. და ტექსტი: Девочки, где вы были? და "გოგოები" უყვებიან, როგორ ამოვიდნენ ფეხით!!!!!!! სადღაც, რაღაც მოვლითი გზებით! არც ერთს არ ეტყობოდა დაღლა, სუნთქვაც კი არ ჰქონდათ აჩქარებული. მე და თამუნა კი... ჩვენ მხოლოდ დავგეგმეთ, რომ იმ მთავარ გზაზე ვცადოთ და ავიდეთ ფეხით...)
და ან საკუთარი ბიზნესის მქონე საკმაოდ შეძლებული ხალხი. начальство не опаздывает, начальство задерживается ტიპები :) ისეთები მოვისმინეთ... ხო, გამოვტყდები, შემშურდა, ასე მშვიდად და ვითომც არაფერი რომ შეუძლია ახალგაზრდა ქალს ილაპარაკოს, როგორ იყიდა სასტუმრო ....-ში... და რის გაკეთებას გეგმავს იქ მომავალ წელს და ა.შ. მე კი ამ დროს ვზივარ, ხის სკამზე (Bank) გადაწოლილი, თავი უკან, ფეხები - ქვის მოაჯირზე და მზის სხივებში ვპოულობ შვებას და სიამოვნებას. ხო, აბა "ზაგარი" გადამივა მალე და სასტუმრო ვიყიდო კი არა, თურქეთის სასტუმროში რომ წავიდე იმის საშუალება თუ მექნება მომავალ წელს, ეგეც არ ვიცი :))) თუმცა, არ ვწუწუნებ, ახალი დაბრუნებული ვარ გონიოდან, ფრიად კმაყოფილი...
ამასობაში დაბრუნდება თამუნა, ნარბენი (ბოლო წრეზე в гордом одиночестве დარბის ) და ვუყვები მოსმენილს. მერე ერთად ვუსმენთ თვალდახუჭულნი ერთი მაგიდიდან მეორეზე გადაძახილებს, ბიზნეს სიახლეებს და საქმიანი ხალხის უსაქმურ გეგმებს....

მერე ავდგები, გადავჯდები ქვის მოაჯირზე. სიმაღლის შიშს დავივიწყებ, მაგრამ ამ დროს მოვა ვინმე ადმინისტრაციიდან და ზრდილობიანად მთხოვს, თუ შეიძლება ასე ნუ დავჯდები :) ზრუნავენ დამსვენებლებზე... შენ არ გეშინია, ჩემს ზურიკელას ეშინია, არ გადავარდე :)))

კარგი, მერე გადავეყუდებით და კუს ტბის "კამკამა წყალში" მოცურავე ხალხს გადავხედავთ. სცენა: ხანშიშესული ჭაღარა კაცი. კასტილი უჭირავს ხელში. აშკარად უჭირს გადაადგილება. მაგრამ ჯიქურ მიიწევს ტბისკენ. "პლავკა" აცვია. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი... უცებ კასტილს ხელის მკვეთრი მოძრაობით ისვრის ნაპირისკენ და... დგაფ! ისე ხტება წყალში და ისე მიცურავს, ყბა გვვარდება ორივეს გაოცებისგან! "Обычный подозреваемый" მახსენდება ამ სცენის დანახვაზე და თამუნას ვუზიარებ ასოციაციას. თამუნაც სიცილით მეთანხმება.

კასტილების თემა შემიძლია განვავრცო. თამუნა იდაყვს მკრავს გვერდში: იმას გახედე, რა. გვერდზე სკამზე ასევე ხანშიშესული მამაკაცი ზის და ჯოხის ნაცვლად ხელში არც მეტი არც ნაკლები, მაგიდის ფეხი უჭირავს! ! ! კი, მაგიდის. დაკვირვების შედეგად ვხვდებით, რომ სკამისაც კი არ არის. აი დიდი, მასიური მაგიდები რომ არის ჩუქურთმებიანი არა, მაგრამ ნუ მსგავსად გაფორმებული ფეხებით, ეგეთი....

კიდევ? კიდევ ბევრი დეტალი იყო, ყველაფერი არ მახსენდება ახლა და რაც მახსენდება ყველაფერს არც დავწერ :) მოკლედ, ძალიან კარგი იყო, იმდენად კარგი, რომ ზამთარშიც კი ვივლიდი სიამოვნებით... სამსახურზეც კი უარს რომ იტყვი, საშუალება რომ გქონდეს :)

მერე? მერე სახლის დაცლა და გადმობარგება, მერე აქ საქმეები დილიდან, მერე... ორშაბათიდან ახალ სამსახურს ვიწყებ (უნცაურია, ისე რა თანმიმდევრობითაც დავრჩით უსამსახუროდ, იმის საპირისპირო თანმიმდევრობით დავიწყეთ მუშაობა. თამუნა, მე, ნინო... ნინო, მე... თამუნა, ყველაფერი კარგად იქნება! :) მე კიდე რამდენიმე დღეში ისევ შემშურდება შენი თავისუფლების და ისევ თავდავიწყებით შემიყვარდება პარასკევი საღამო, იმიტომ რომ მას ნანატრი შაბათ-კვირა მოსდევს) და რამდენიმე დღეს აზრი აღარ აქვს და ასე შეწყდა ჩემი სპორტული მოღვაწეობა (იმედია დროებით და იმედია, მოვა დრო და უკვე არა უმუშევრის სტატუსით, არამედ მშვიდი საქმიანი დღის სპორტული დასაწყისი იქნება ეს ;)). გული მწყდება.


ზედა პალეოლითი ანუ gonieault 2009
არდადეგები ბებიასთან სოფელში გავატარე.... მეხუთე წელია გონიოში დავდივარ ზაფხულში. პირველ წელს ვიყავი მხოლოდ ერთ მეგობართან (მაკუშა, თუ კითხულობ შენს შორეულ კონტინენტზე, გაგახსენდება ის ზაფხული.... :) ) ერთად და სხვა სახლში.
მეორე წელს გავავრცელე ინფორმაცია ამ, მეორე სახლის შესახებ "სასტავში" და წავედით და წავედიიით... 4 წელია ბირთვი და დანარჩენები დავდივართ მზევინართან. როგორც ლადომ შეარქვა - who is the sun-თან.
მზადება და წასვლის წინა განწყობაც არაჩვეულებრივი იყო. ძალიან გვიხაროდა, რომ მოვახერხეთ და მივდივართ, და ისევ ერთად. შეიძლება ითქვას, „ზღვის უცვლელი სასტავი“ შეიკრა და ჩამოყალიბდა და სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია :)
9 დღიდან პირველი ხუთი დღე იყო ძალიან კარგი ამინდი. მერე დაიწყო სტიქიის მძვინვარება და განუწყვეტელი წვიმა. ერთი დილა გააკეთა მშვენიერი შუალედი და მერე ისევ განაგრძო. ამ ხნის განმავლობაში იყო "ძირითადი სასტავი" და წამსვლელ-მომსვლელები. "one night stand"-ები :))), 2 დღიანები, "მიდი მოდიოდა და გადი გამოდიოდა"-ები, მხოლოდ პლjაჟზე მომსვლელი სტუმრები და ა.შ. ყველაზე ბევრნი ერთდროულად ვიყავით 10 კაცი (ვგულისხმობ ღამე დამრჩენებს)

მოკლედ რომ ვთქვა - ძალიან კარგი იყო. იყო ბევრი მზე. უფრო მეტი სიცილი (პირველივე დღიდან/ღამიდან). (სულ სიცილის, ხუმრობის, ღადაობის და მაიმუნობის ხასიათზე რომ ხარ, ჩასვლის წუთიდან - ასეთი განწყობა იყო. მერე ვიძახდი, რომ ჩემს თავს სრულად ვპოულობ ზღვაზე, რომ იქ ისეთი ვარ, როგორიც მართლა ვარ და მიყვარს ჩემი თავი. ამ სილაღეს თბილისი დიდხანს ვერ უძლებს. ან ეს სილაღე ვერ უძლებს თბილისს დიდხანს. :) გარკვეული ხანი მოგყვება, რაღაც მოვლენები, გასვლები, საღამოები, აგარაკები აცოცხლებს გარკვეული ხანი. მერე ფერმკრთალდება და მხოლოდ პერიოდულად ცოცხლდება სრულად)
იყო ასევე ბევრი არაყი და ხშირი სმა. ღამის 3 საათზე სისულელეების მოფიქრება და განხორციელება. მეორე დღეს შედეგის ლოდინი. კამერებით ცურვა და მზეზე ხრუკვა. ბუნგალო დილის ზღვის მერე და ყავა სადილის მერე ვერანდაზე... ხანდახან - მანქანა. ღამის პირველ საათზე "აქედან ყველანი მივდივართ ბათუმში" წასვლები, როკ-ფესტივალზე; ვიტამინის საქანელაზე "ერთხეეელ ვიხილეეე ბაღშიიი გაშლილიიი" - ის შესრულება (ჩემი ვესტიბულარული აპარატის არამდგრადობის გამო მე არ ვიყავი იქ მსხდომთა და მომღერალთა შორის); ღამე მორიგი დიდი სმის მერე ზღვასთან ჩასვლა ხმაურით, ფეხით და სიმღერით სიარული გონიო-კვარიათის ტრასაზე დღისითაც და შუაღამისასაც, მანქანების საპირისპირო მიმართულებით; ბოლო დღეს, ანუ ღამე "flat"-ში ბოლო ამოსუნთქვამდე როკვა; აფორიზმებად ქცეული ფრაზები... მოკლედ, მზით და სიცილით გათანგული, არყით და წვიმით გაჟღენთილნი და ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით (იმედია სხვებიც დამეთანხმებიან).



მეზოლითი

ეს არის სახლიდან სახლში გადასვლის მოსამზადებელი ხანა და თავად პროცესი. ამაზე უკვე დავწერე (აქ შეგიძლიათ გაეცნოთ პოსტს ახალ სახლში გადმოსვლის თემაზე და ჩემს მაშინდელ ემოციებს). ასე რომ, აღარ შევჩერდები და გადავდივარ პირდაპირ შემდეგ ხანაზე



ნეოლითი

Перемены всегда к лучшему или Дом 3
გადმოსვლის პროცესზე უკვე დავწერე და ინფორმირებულები ხართ ასე თუ ისე (ლინკი იხ. მეზოლით-ში). მოკლედ დავწერ დანარჩენს. სართული მესამეა. მეგობრები იძახდნენ, იმდენი იძახე „მე მე სა სა სა მე მე“ რომ აგიხდაო :)) არ მკითხოთ ახლა რას ნიშნავს ეს „მე მე სა სა სა მე მე“. იმედია ყველას გაქვთ „სიზმარა“ ნანახი და გახსოვთ ჭამის მინისტრი და მისი ეს „ფრთიანი ფრაზა“.
ჩემი მეგობარი ნოდარი კი არა და დათო :)) პირველი ერთი კვირა ყოველ საღამოს მეკითხებოდა, განვიცდი თუ არა დისკომფორტს, გული მწყდება თუ არა, შევეგუე თუ ჯერ არა. სახეზე იკითხებოდა, როგორ უნდოდა, რომ პირველ 2 კითხვაზე დადებითი და ბოლო კითხვაზე კი უარყოფითი პასუხი მიეღო. მაგრამ პირველივე დღეს საპირისპირო პასუხები მიიღო. მიუხედავად ამისა, მაინც ყოველ დღე მიმეორებდა კითხვებს, როგორც ჩანს იმედს არ კარგავდა, რომ რამე მაინც შემაწუხებდა. ბოლოს ხელი ჩაიქნია :))) რას იზამთ, ასეთია დათო. შეკითხვების ფორმულირებაც კი უარყოფითი აქვს :) მაგრამ ეს არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის მის მეგობრებს :)))))

მოკლედ, ზეპირსიტყვიერად არაერთხელ ვთქვი, და აქაც დავაფიქსირებ: გადმოსვლიდან მეორე დღესვე მივხვდი, რა განწყობა მქონდა: ასე მეგონა, რომ იქ თითქოს არც მიცხოვრია :) მომენტალურად შევეგუე. კარგად ყოფნას რა შეგუება უნდა, ისე :) სახლიც ძალიან კარგი გამოვიდა და ჩემი ოთახი ხომ - ყველაზე კარგი :) იზოლირებული, კომფორტული და როგორც მეგობრებმა აღნიშნეს, გადაცემა "ბინა"-ში რომ ურემონტებდნენ და უწყობდნენ ოთახებს, ისეთიო :)) მოკლედ, "მე და ჩემი ოჯახი ძალიან კმაყოფილი ვართ" (რეკლამის გავლენას გრძნობთ? (იმედია არ ვმეორდები და უკვე არ მიწერია ეს ფრაზა წინა პოსტში) :))) )


სიახლე საქმიან ცხოვრებაში
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე (ანუ ზუსტად 1 კვირა შეთანხმებისამებრ) დავთანხმდი შემოთავაზებაზე. ვიწყებ კიდევ ერთ ახალ ეტაპს ცხოვრებაში. იმედია ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. წესით და რიგით ორშაბათიდან ახალ სამსახურს ვიწყებ. თუ რამე არ შეიცვალა.... დეტალები - მოგვიანებით



ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია ამ დროისათვის. გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ან ასე დავასრულებ, ივან დიმიდოვივით: А новостей на сегодня больше нет და კლავიატურას მოვისვრი უკან, ქაღალდების ნაცვლად :))))



03:17
09.09.09
p.s. ინტერნეტი ურევს, ამიტომ არ ვიცი რამდენად მოხერხდება პოსტის ახლა დადება. ვწვალობ რამდენი ხანია და თან გზადაგზა რაც მახსენდება ვამატებ. შეცდომები ტექსტში შეგიძლიათ 03:17-ს მიაწეროთ :) თუ არ დამეზარა, გადავხედავ დღის განმავლობაში და თუ სადმე რამეა, შევასწორებ. ან - არა :)

Comments

Anonymous said…
cis,vfiqrobdi exla ra gamorchatqo da ver gavixsene...dzalian bevri vicine chveno jamtaagmcerelo))) kus tbis bolo damaimedebelma frazamac sakmaod dadebitad imoqmeda)) ise neta ra tanmimdevrobit gavtxovdebiiit? )))))))))) kus tba kidev ipodromit chavancvlot, shabat-kviras mainc...
Kalo said…
anonimuso, plebeika mainc dairkvi, tu pasportis saxelis gamjgavneba ar ginda :-):-)
cisia, ra gadasarevad gigvacia, shvili. mecineboda gijivit rom vkitxulobdi :-):-) titkmis yvela abzacze minda komentaris gaketeba, magram vshishob zaan didi gamova. amitom, mxolod imas getyvi, rom you are the champion - no time for loosers. ai ase vcitireb faruch buchsara-s :-):-):-)
xodaaa, kargia raa. karg xasiatze damayena. mara ra gac momentshi cremli momeria da exla vegar vixseneb ratom? neujzeli eta vsjo nervi? :-):-):-)
© said…
აუუუ გოგოებოოო :) :) რა მასიამოვნეთ კომენტარებით და დადებითად დამმუხტეთ :)

პლებ, თუ გავითვალისწინებთ, რა თანმიმდევრობით დავრჩით უმეშევრები და მერე რა თანმიმდევრობით დავიწყეთ კვლავ შრომითი მოღვაწეობა, მაშინ შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ: რა თანმიმდევრობითაც "დავშორდით შეყვარებულებს" იმის საპირისპირო თანმიმდევრობით გავთხოვდებით :)))) გაწყობს?! :))))))))))))))))))))))))))) შენ განსაკუთრებით უნდა გაწყობდეს :))))))))) და რაზეც დაგაიმედე, ის აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, თან საუკეთესოდ! "ვედ' ტი ეტავა დასტოინა"! ;) :)

კალერ, შესანიშნავი კომენტრი იყო. ვგიჟდები,ჩემს პოსტებზე ბევრს რომ იცინიან და კარგ ხასიათზე რომ აყენებთ ხოლმე და მერე ამას რომ მწერენ :) :) მერე მე ვდგები კარგ ხასიათზე :) მადლი, ასე შეფასებისთვის და რაც შეეხება ნერვებს.... :) :) ნუ, სადღაც ეტყობა გულის აჩუყების კურცხალი მოგაწვა, ან "ეტა ბილი სლოზი გორდოსწი" :))))
კუს ტბის ეპიზოდი... ჰმმმ.... Oчаровательно!
ფრიად ვისიამოვნე პოსტით. Thanks :)
© said…
ძალიან მიხარია :) შენც მადლობა, ლიკა :)

პ.ს. "ძმაო დავითი" როგორ არის? :)) მომიკითხე

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..