"არის კონტაქტი(?!). არის ჯეოსელი!" - სüრპრიზი ჩემს ერთგულ მკითხველს/მაყურებელს

გახსოვთ, ხომ, ჩემი ერთ-ერთი ბოლო პოსტი, ასოციაციებზე?! მეორე ასოციაციას მინდა გადახედოთ, ან გაიხსენოთ. ჯეოსელის ახალ რეკლამასთან დაკავშირებულს.

გაიხსენეთ/გადახედეთ?

და ახლა მითხარით, მართალი მითხარით, პაპუნა ოქრომჭედელი ხომ არ გეგონათ ცოცხალი? არა, ხომ არ გეგონათ? :))) ხო, კაი, ვმაიმუნობ და მარტო ჩემი თაობისთვის იქნება ეს მაიმუნობა გასაგები ალბათ, უფრო პატარებს ეს ფილმი ან სულ არ გექნებათ ნანახი და ან ასე არ გემახსოვრებათ.

ახლა სერიოზულად: არც სახელი მახსოვდა, აზრზე არ ვიყავი სად და როგორ მენახა, და უაზროდ და უშედეგოდ ვეძებდი, მერე კი ხელი ჩავიქნიე. კომენტარებიდან და პირადი საუბრიდან გამოირკვა, რომ სხვებსაც ჰქონდათ მსგავსი ასოციაცია და სხვებიც ცდილობდნენ ამ მულტფილმის პოვნას. ოღონდ აქაც უშედეგოდ.

და აი, სულ რაღაც 1 საათის წინ ჩემი ძმა მიცხადებს, რომ უf, კაცო, ეგ უკვე იპოვა და გადმოწერა სახლში და ახლა მეც გადმომიწერს. "გითხარი უკვე?" - აშკარად არ მითქვამს და ახლა პირველად ვუმხელდი ჩემს ასოციაციას. როგორც ჩანს აქ წაიკითხა. მერე ეძია და ჰპოვა. მაგიჟებს ხანდახან :)
მოკლედ, გადმომიწერა, დესკტოპზე დამიტოვა და წავიდა.

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო! "არის კონტაქტი. არის ჯეოსელი!" (რა მაგრა დაემთხვა ეს სიტყვები, იკაიფეთ, რაა. ყურებას რომ დაიწყებთ, მიხვდებით).

პ.ს. ბევრი ვეცადე, პირდაპირ ამეტვირთა აქვე მულტფილმი, მაგრამ 20 წუთი წვალების შედეგი ყოველ ჯერზე იყო ის, რომ კომპ-ის გადატვირთვა მიწევდა და ინტერნეტი ითიშებოდა. fაილი კი არ იტვირთებოდა. და რადგან სახელი უკვე ვიცოდი, მომენტალურად მოვძებნე ნუ, იცით, სადაც. უბრალოდ დააჭირეთ ხელი ზემოთ იასამნისფრად და მკვეთრად გამოყოფილ სიტყვას - კონტაქტი - და ჩაუსხედით ;)

Comments

Anonymous said…
auh,tvs zalian ishviatad vuyureb da roca reklama iwyeba sxvagan vrtav, shesabamisad jeoselis reklama ar minaxavs:\ mara amis mere aucileblad vnaxav , damainteresa :D
Anonymous said…
ვაზირ, რუსები კი არიან უკანალები, მაგრამ 80-90-იანეი წლებში კარგად მუშაობდნენ რა, ხო იცი. ხოდა რაც მაშინ ჯიგრული ფილმები და მულტფილმები ხიეს. ხოდა მოკლედ მე ყველაფერ იმ დროინდელთან მიმიწვდება ხელი. დაჟე ერთი ისეთი ფილმი ვიპოვე... შენ ბლოგერი გახდი, მე კი ტორენტელი... ნუ ნაწილობრივ რა. არ ამახსნევინო ოღონდ ახლა. ხოლო სასურველი "ვეშის" პოვნას როგორ ვახერხებ, მე თვითონაც არ ვიცი. დაახლოებით ესე - მულტფილმ მუზიკა ნინო როტი 80 გოდი, სსსრ....

კაროჩე რა

ცისიას ძმა
© said…
:)))) აქ და ახლა არ აგახსნევინებ და თან ეგეთი "ველური" კი არ ვარ, მეც ვერკვევი რაღაც-რაღაცეებში :))) ხოდა შენ იქნები ჩემი მომმარაგებელი! შაბიამანის პარტიებზეც ხომ მიგიწვდება ხელი?! :))))

ჯიგარი ხარ, ტახექს! :)
ketty said…
kochag cisiaz zmas! xotbas gasxamt orive dedmamisshivls:) rogorc gushin agvnishne, kai xania am pultfilms vezebdi. ushedegod, ra tkma unda.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..