კიდევ ერთი ღამის p.s.

დალაგდა. ბოლომდე დალაგდა ჩემი ოთახი. თუ არ ჩავთვლით "ერთ პარკ წარსულს". დაკვირვებული ვარ, ჩემი ოთახი და კარადა როგორც წესი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავს ხოლმე. ახლაც. რაღაცნაირად გარშემოც დალაგდა უკვე ყველაფერი თითქოს. ცოტაც, სულ ცოტაც და საბოლოოდ გაირკვევა და გადაწყდება. ანუ ბოლო აკორდები - თვის ბოლოს. მერე - ახალი მარში.
დავმშვიდდი. და ამ საღამოს უცებ არსაიდან, ან საიდანღაც ვიგრძენი ახალი ძალით ახალი ენერგიის შემოტევა. ენერგიის და განწყობის, რომელიც მეგონა გონიოს მერე აღარ მექნებოდა ან ძალიან ცოტა ხანი გამყვებოდა. არა. ახალი ტალღა წამოვიდა :)
ხანდახან ძალიან ელემენტარული მოვლენა. სრულიად უცხო ადამიანი ან 2-3 სიტყვიანი ფრაზა შეიძლება დადებითი ენერგიის ბიძგის მიმცემი გახდეს. ხოდა წამოვიდა ენერგია. "ევროპიდან მოდის ენერგიაა". რეკლამების ზეგავლენას ვერასოდეს მოვიშორებ. ხო, ხო, "ევროპიდან" წამოსული ენერგია აღარ მჭირდება და არ მინდა ნამდვილად ;) (მაპატიეთ, ეს მხოლოდ მეგობრების გარკვეული წრის წარმომადგენლებისთვი გასაგები ფრაზა იყო. უბრალოდ გაატარეთ).
რას ვამბობდი? და საიდან დავიწყე? ხოოო, ერთი პარკი წარსული დამრჩა დასალაგებელ-გადასახედ-გადასაყრელ-დასაბინავებელი. აი ის პარკიც.
2-3 დღეში ერთხელ მივადგები. თითო ნივთს ვიღებ. გააჩნია რამდენად ძველია, იმის მიხედვით მჭირდება დრო: ვათვალიერებ, ვკითხულობ - თუ წასაკითხია, გადავხედავ... მერე არის რამდენიმე ვერსია:



ან
1. ვხევ;
ან
2. უკან ვდებ (порвать позже)
ან
3. უკან ვდებ (მენანება/ჯერ ვერ გადავწყვიტე მისი ბედი)
ან
4. უკან ვდებ (მჭირდება/გამომადგება)
ან
5. უბრალოდ ვაგდებ
ან
6. დავყურებ გაკვირვებული - ვერ ვიხსენებ რად მინდოდა, რა იყო, საიდან არის (მაგ.: გადავაწყდი საახალწლო მისალოც. გადავშალე - სულ 2 სიტყვა. ვისგან და ვის. ვის - ეს მე ვარ. ვისგან - ამ სახელს ცოტა ხანი დაბნეულმა ვუყურე. არაფერს მეუბნებოდა. მერე ამოტივტივდა. მაშინდელი გაკვირვებაც. მერე - კიდევ ერთი, სხვა თარიღის სხვა სახით მოლოცვაც. მერე სხვა ემოციებიც. მერე - ჩუმად შევიგინე და... ახლა ვერ ვპოულობ სად წავიღე ის მისალოცი :) არა და ჯერ არ გადამიგდია, აშკარად.)
ან
7. ნაკუწებად ვაქცევ, როგორც შემდეგ ფოტოზეა ამ უკანასკნელში სხვების ხელიც ურევია. სიამოვნებით დამეხმარენ მეგობრები :)))

კიდევ დარჩა 2-3 ნახატი, რომლებიც მალე მექნება და დაასრულებს ოთახს.

კიდევ ის, რომ ისევ 3 საათი დაიწყო, ისევ არ მძინავს და ისევ ადრე ვარ ასადგომი და ბევრი რაღაც მაქვს მოსასწრები. მომიწევს, გადავეჩვიო ამ ღამურობას და ისევ ჩავჯდე რეჟიმში, თორემ რამდენიმე დღეც თავისუფლებისა და მერე... დამერხევა ასე თუ განვაგრძე :)


ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა: 'ღააამის 2 საათია (ნუ, კაი, 3 დაიწყო) და ყველაფერი რიგზეა!'

:)




პ.ს. ვიცი, არაფერ შუაშია ეს სიმღერა პოსტის ბოლო ფრაზასთან (ღამის 2...), მაგრამ ესეც გამახსენდა და ამით დავამთავრებ:


Уже поздно, все спят
И тебе пора спать
Завтра в 8 утра
начнётся игра
Завтра солнце встанет
в 8 утра

Крепкий утренний чай,
Крепкий утренний лёд
Два из правил игры,
а нарушишь - пропал
Завтра утром ты будешь жалеть,
что не спал (!!!)

პ.პ.ს. ორივე სხვადასხვანაირად გენიალური ადამიანი. ორივე ძალიან მიყვარს.

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..