Луна у ворот твоих

ეს არც რაიმე თამაშის გაგრძელებაა, არც რჩევა მკითხველს, არც 5 ავტორი და არც 5 წიგნი. თუ რამე გეცნოთ ან რამეს დაემთხვა, უბრალო შემთხვევითობად და დამთხვევად ჩათვალეთ.

წუხელის....... პოსტი დაბადებულა! ბოლო დროს ჩაძინებამდე და აზრების გააბსურდებამდე რაღაც მომენტში თავში draft მიყალიბდება და მერე ან მახსოვს ხოლმე ზუსტად და ან - არა.

კუნდერა იყო პირველი, ვინც გამახსენდა. მანამდე სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი, ზუსტად ვიცი, რომ არ იყო კავშირში მასთან არანაირად, მაგრამ რა იყო - არ მახსოვს. მერე საიდანღაც ტერეზა გაჩნდა. დედა ტერეზა არა, ტომაშის ტერეზა, თავისი უცნაური, რაღაცნაირად (ემოციურად) მტკივნეული ჩვევით... მერე - კარენინი. მერე ზოგადად - კუნდერა. მერე? მერე მახსოვს, ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ემოციები მაქვს ამ მწერლის მიმართ. რომ წაკითხული მაქვს ყველა მოთხრობა და ყველა რომანი, გარდა ორისა. არ მაქვს წაკითხული ესსეები და ლექსები. და რომ პირველი, რაც წავიკითხე, იყო Невыносимая лёгкость бытия და მერე მიჰყვა და მიჰყვა. წიგნის სახლში, მეგობრების თაროებზე, სხვისი, ჩემი, მეგობრის მეგობრის, ახლობლის, ახლობლის ვიღაცის, ინტერნეტში მოძებნილი, ეკრანზე, ამობეჭდილი.... ყველა სახით. ეს ძალიან ცოტაა. მეასედსაც არ ვწერ იმისას, რაც შემეძლო/მინდოდა მეთქვა

მერე მიჰყვა უცებ. ერთბაშად. უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ზღვის ნაპირთან ვიჯექი. არა, რა მზე?! არც მზე და არც პალმები. უკაცრიელი, ქვიშიანი ზღვის ნაპირი იყო. ცა - ნაცრისფერი და ზღვა ღელავდა. ცოტა. და ცაზე - ბაცი მთვარე. ისეთი, მზესთან ერთად რომ ჩნდება ხოლმე, ჯერ კიდევ დღე რომ არის და მაინც რომ ჩანს, სადღაც, ოდნავ, წვრილად და მკრთალად.

და უცებ ტალღებმა ქაფს რაღაც ამოაყოლა, ქვემოდან - ზემოთ, ზედაპირზე და მერე უკვე ნაპირზე. ქვიშიან ნაპირზე ეყარა რაღაც. ქაფისგან დატოვებული. მივედი. ეს ასოები იყო. გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში მაგნიტური ანბანი რომ შემოვიდა? ხო, ვიცი რომ ახლა ბევრია ასეთი, მაგრამ მე უშუალოდ იმისი ასოციაცია გამიჩნდა წუხელ, ჩვენი ბავშვობის მაგნიტური ასოების. ხო, მაგ ასოებით იყო შედგენილი სიტყვები, უფრო სწორად - სახელები. და თან... როგორ გადმოვცე, ვერ ვხვდები. მინდა რომ ფოტო მქონდეს იმის, რასაც ვხედავდი. ვეცდები: ეს ასოები კი არ იყრებოდა, ხელში რომ აგეღო, არა - ასე დაიჭერდი, მთელს სახელს, თითქოს უკან რაღაც უხილავი იმაგრებდა ამ მაგნიტებს, ფერად (მუქი ფერები იყო, ალბათ უფრო ლურჯი), დიდ მაგნიტურ ასოებს. რუსული ასოები იყო, თუ არ ვცდები, რადგან მახსოვს ასოციაცია - მარტო სახელის პირველი ასო კი არ იყო დიდი, არამედ ყველა. მაგ.: МИЛАН КУНДЕРА. მიხვდით? ქვემოთ ვეცდები, შეძლებისდაგვარად მიახლოებულად გადმოვცე ვიზუალურად დანარჩენი სახელებიც.

იყო რამდენიმე სახელი და იყო ასოციაციები და შეგრძნებები, თითოეულთან დაკავშირებით. ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება ნახევრად მეძინა კიდეც, იმდენად სიზმრისეულს და არა ფიქრს აღვწერ აშკარად. რა მნიშვნელობა აქვს. ეს შეგრძნებები და ემოციები, რეალობაშიც ზუსტად იგივეა (მაგრამ ისიც ვიცი, ახლა ვეღარ შევძლებ ზუსტად და კარგად აღწერას და გადმოცემას. მაინც ვეცდები და ცოტათი მაინც მიგახვედრებთ, როგორ მიყვარს)

М И Л А Н К У Н Д Е Р А
К У Р Т В О Н Н Е Г У Т
Х У Л И О К О Р Т А С А Р (Хулес Флоренсио Кортасар)
Д И Н О Б У Ц Ц А Т И (Дино Буццати-Траверсо)


ЭРНЕСТ ХЕМИНГУЭЙ (Эрнест Миллер Хемингуэй )

Милан Кундера - ჩემი. ძალიან ჩემი. სრულიად განსხვავებული და ვიტყოდი - განუმეორებელი. ზოგისთვის მიუღებელი და ჩემთვის პირველივე წიგნის პირველივე გვერდებიდან ჩამთრევი, სადღაც თავის სხვანაირ თხრობაში თავით ჩამთრევი და გამაოცებელი. ყველა წიგნი თავიდან მაკვირვებდა და მიხაროდა, რომ ამას ვკითხულობ

Курт Воннегут - აუუუუ. ეს რა არის! უფრო სწორად - ვინ! ფოტო რომ ვნახე პირველად, მივხვდი, რომ სხვანაირი არც უნდა ყოფილიყო. საოცარი კაცია. ასეთ რაღაცეებს რომ წერ, საოცარი ხარ. დღემდე ისე მახსოვს ერთი ადგილი ერთ-ერთი წიგნიდან - "Колыбель для кошки", თითქოს წიგნი კი არ წავიკითხე, ფოტოებს ვათვალიერებდი და ერთი - განსაკუთრებით მომხვდა თვალში. ფოტო, ან კადრი ფილმიდან. აი, ვიპოვე კიდეც და უნდა ჩავსვა აქ ის ადგილი. თუ არ გინდათ - ნუ წაიკითხავთ. ეს ვერ შეგიქმნით შთაბეჭდილებას წიგნზე. ეს უბრალოდ 'ჩემი პირადი კადრია':
"Должно быть, он сам удивился, когда нечаянно сплел из веревочки "кошкину колыбель", а может быть, это напомнило ему детство. Он вдруг вышел из своего кабинета и сделал то, чего раньше никогда не делал, он попытался поиграть со мной. До этого он не только со мной никогда не играл, он почти со мной и не разговаривал.
А тут он опустился на колени около меня, на ковер, и оскалил зубы, и завертел у меня перед глазами переплет из веревочки "Видал? Видал? Видал?- спросил он - Кошкина колыбель. Видишь кошкину колыбель? Видишь, где спит котеночек? Мяу! Мяу!"
Поры на его коже казались огромными, как кратеры на луне. Уши и ноздри заросли волосом. От него несло сигарным дымом, как из врат ада. Ничего безобразнее, чем мой отец вблизи, я в жизни невидал. Мне и теперь он часто снится.
И вдруг он запел: "Спи, котеночек, усни, угомон тебя возьми. Придет серенький волчок, схватит киску за бочок, серый волк придет, колыбелька упадет ."
Я заревел. Я вскочил и со всех ног бросился вон из дому"
წიგნს ფიზიკურად რომ იგრძნობ, ესე იგი იმის წაკითხვა ღირდა!

Хулио Кортасар - პერიოდულად მახსენდება, რომ სადღაც, ან ჩვენს წიგნებში, ან ჩემს ძმასთან არის კორტასარის ის წიგნი. უშუალოდ, ის, რომელიც პირველად წავიკითხე და რომელიც ასე ძალიან მიყვარს. MILLENNIUM-ის. ვიცი, რომ არის, მეგულება სადღაც და ეს რომ მახსენდება, მშვიდად მეღიმება. როცა ისევ დამიდგება კორტასარის პერიოდი, გადმოვიღებ და გადავშლი... და შემიშვებს უკვე მერამდენედ იმ საოცარ სამყაროში.

Дино Буццати - ახლა დავწვები დასაძინებლად და ისევ გამახსენდება, რა მინდოდა ამაზე მეთქვა. "Татарская пустыня" ხომ ძალიან მაგარია, დამგრუზველი, ცოტა სახტად დამტოვებელი და ვერ მოსაყოლი. მაგრამ მოთხრობები?! ერთმანეთზე უკეთესი. დამაფიქრებელი. არა - ჩვეულებრივი. მერე რა, რომ არარეალური. ვგიჟდები ამ ორი ადამიანის თითქოს და გამოგონილ სამყაროზე, რომელსაც კითხულობ, და ისე აღიქვამ, თითქოს ასეც არის. თითქოს თვალს გიხელენ ნამდვილად რეალურზე.

ახლა ამას ვწერ და უცებ Рэй Брэдбери გამახსენდა. რატომ არ გამორიყა წუხელ ტალღამ ეს სახელი? ან იქნებ ისე მეძინებოდა, ვერ დავინახე?... რადგან არ დამინახავს, უბრალოდ დავწერ, რომ ამ ბოლო ორთან რაღაცნაირად ასოციაციურად ვაკავშირებ ხოლმე. განსაკუთრებით - ბუცატისთან. მოთხრობები - გენიალური!


ჰემინგუეი

:)














p.s. ვაიიი, 2 საათი ვწერდი თურმე ამ პოსტს :) ღამის 4 საათია და ყველაფერი რიგზეა ;)

Comments

Keti said…
უხ.. კარგი იყო :) ეს სიზმრისეული ჩვენება სახელებზე... თან "ჩემი" მწერლებიც ვიპოვე

სწორედ ახლა ბუცატის ვკითხულობ :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..