это длинная история о подробностях моей жизни, которые мы лучше обойдем молчанием

დროა ფარდა აეხადოს ყოველივეს და თუ ზაფხულში ვინმე შეცდომაში შევიყვანე და ჰგონია რომ მე....

თუმცა, ჯობს(.ge) თანმიმდევრობით მივყვეთ ყველაფერს:

ჯერ შეიცადე! ვიდრემდე დაიწყებ კითხვას, მიპასუხე: შენ! წაკითხული გაქვს ჩემი ცხოვრების რამოდენიმე ეტაპის მოკლე მიმოხილვა? !

1. კი?! ძალიან კარგი, მაშინ უბრალოდ გადახედე, საჭიროების შემთხვევაში, რომ კარგად მიჰყვე კომენტარებს
2. არა?! მაშინ ჯერ გაეცანი ზემოთ დიდი ასოებით დალინკულ პოსტს, ისე ქვემორე პოსტის (კომენტარების) წაკითვას არ ექნება აზრი. გაეცანი, არ ინანებ.

და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხე:


რამოდენიმე კომენტარი ზემოთხსენებულ პოსტთან (ანუ მიმოხილვასთან) დაკავშირებით:


ქვედა პალეოლითი: მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა არ მინანია, და დღემდე კმაყოფილი ვარ :D ;)


შუა პალეოლითი: დღემდე გრძელდება ჩვენი სპორტული მოღვაწეობა (სტატუსი დიდად არ შეცვლილა. არც სასტუმროს მფლობელები გავმხდარვართ და არც მილიონერები). მართალია, გვაქვს პერიოდული ჩავარდნები, რასაც ან დასავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები და ჭარბი ნალექი, ან ჩვენი სიზარმაცე და გვიან დაძინება განაპირობებს, მაგრამ სეზონის შეცვლამ რადიკალური გავლენა მაინც ვერ იქონია ამ ყოველივეზე და მიხარია. მეტსაც გეტყვით, ისეთი ადგილები ავითვისეთ და ისეთი მწვერვალები დავიპყარით, აღფრთოვანებულები ვიყავით ჩვენი თავებით :) ფოტომასალა დევს fb-ზე. ნუ, ეს საიდუმლო მასალების დონეზეა и там "пройдет только кающийся" (Индиана Джонс и последний крестовый поход) :D


ზედა პალეოლითი: ნუ, ამაზე რა ვთქვა, რაც მიწერია, იმაზე მეტი... :)


მეზოლითი: ამაზეც საკმარისი მიწერია უკვე ამ პოსტში


ნეოლითი:
Перемены всегда к лучшему или Дом 3: ძალიან კმაყოფილი ვარ და საოცრად კომფორტულად, მეტსაც გეტყვით - ბედნიერად ვგრძნობ თავს. აურაა აშკარად ძალიან კარგი, აქ :)

სიახლე საქმიან ცხოვრებაში: მოკლედ, ბევრი ფიქრის, ყოყმანის თუ ცოტა ნერვიულობის შემდეგ, შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი და გაუგებარი, იქნებ მიუღებელიც, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ამიყვანეს და მე მივედი და ვუთხარი - რომ გადავიფიქრე, არ მინდა, აღარ მინდა :) აი, ასე. ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე 8 საათი იმის კეთება, რაც არანაირად არ მაინტერესებს, არ მიზიდავს და ცუდ ემოციებს იწვევს. ვერ წარმოვიდგინე ასეთი ემოციებით გამოკეტვა ოფისში ამხელა თავისუფლების შემდეგ. არ მინდოდა დამეწყო მუშაობა მხოლოდ იმიტომ, რომ მეთქვა - მე სამსახური მაქვს, მე - ვმუშაობ. აი, ასე :)

დღეს - არ ვუსაქმურობ. დავუბრუნდი ძველ, აპრობირებულ და შემოსავლიან საქმიანობას, რომელიც ბევრად უფრო მეტ თავისუფალ დროს მიტოვებს, ვიდრე ნებისმიერი 8 საათიანი კატორღული სამსახური და იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, რასაც იმ უარყოფილ სამსახურში მთავაზობდნენ.

ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ (და ეს ორმხრივია). მშვიდად ვარ. და მაქვს დრო საფიქრალადაც. თუმცა, ამით არ ამოიწურება ყველაფერი და სავარაუდოდ კიდევ მაქვს მისაღები გადაწყვეტილება. უფრო სერიოზული და რთული... Но, "об этом я подумаю завтра"! მანამდე კი ვარ ასე, პრინციპში - კარგად, თითქმის გოშასავით. ეს მაშინ, როცა ვირგებ იმას, რაც მაქვს და ხანდახან როცა даже 'უსინდისოდ ძალიან მიხარია ცხოვრება?,' ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ ბევრი სხვა სულიერი, უსულო, კონკრეტული თუ აბსტრაქტული ნიუანსის გამო (которые мы лучше обойдем молчанием).

პ.ს. სათაური რუსულად რატომ არის? და საიდან არის ეს სიტყვები? ერთი ფილმიდან, რომელიც ძალიან მიყვარს და საიდანაც ძალიან ხშირად მახსენდება ფრაზები. არ არის საჭირო დაკონკრეტება. ვისაც უყვარს, თვითონვე მიხვდება.

Comments

Kalo said…
cisia, zveli nacerebi daarestarte? :-):-)
siamovnebit ki vkitxulob da rac ginda is daarkvi shen :-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..