Carpe diem/მიყვარს!!!

დღეს დილით დაიწყო, нахлынула რასაც ჰქვია, ტალღა. და სანამ ეს ტალღა გადაივლიდეს,
სანამ გულის კოვზთან რაღაც ძალიან სასიამოვნოს ვგრძნობ, თუ შეიძლება ითქვას - "სასიამოვნოდ гложет", სანამ ისე სავსე ვარ, რომ გადმოდის დადებითი ემოცია, მინდა carpe diem მოვახდინო :) მინდა ეს "пугающий приступ счастья" რაღაცნაირად სიტყვებადაც ვაქციო ნაწილობრივ და აქ ჩავიჭირო, დავტოვო, მინდა დავწერო, რომ


მიყვარს
მიყვარს მზე და მზის ენერგიაზე ვმუშაობ
მიყვარს ზაფხული
და ზამთარიც მიყვარს (როცა კომფორტულად ვგრძნობ თავს)
გვირილები მიყვარს!
სითბო მიყვარს. სიცხეც. და სინათლე!
მე მზე მიყვარს
მიყვარს "გემრიელად" როცა მაცვია
მიყვარს საქმეს რომ ვაკეთებ, რომელიც კარგად გამომდის და შედეგს ვხედავ
მიყვარს, ჩემი დანახვა რომ უხარიათ
მიყვარს, რომ ვუყვარვარ
მიყვარს ჩემი მეგობრები! ვგიჟდები, ისე მიყვარს :) ყველა! ყველა სხვადასხვანაირად (მეტად და ნაკლებად-ს არ ვგულისხმობ). ძალიან მიყვარს!
მიყვარს სიცილი. ვგიჟდები, ისე მიყვარს. სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.
ხუმრობა მიყვარს და იუმორი, მიყვარს, როცა ესმით და მესმის ეს :) ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე
კარგ ხასიათზე ყოფნა მიყვარს, ბედნიერების შეგრძნება მიყვარს
სიმშვიდეც მიყვარს.
სიგიჟეც მიყვარს.
სიმყუდროვეც მიყვარს
ხმაურიც მიყვარს
საღამოს გვიან საქმის დამთავრების შემდეგ через не могу მეგობრებთან შესახვედრად წასვლა მიყვარს
საღამოს გვიან საქმის დამთავრების შემდეგ, შეციებული, დაღლილი და მშიერი სახლში რომ მოვდივარ და ვიცი, სითბო, ვახშამი, სავარძელი და ჩემი ხალათი რომ დამხვდება - ეს მიყვარს
მიყვარს, ასე დაღლილს ჩემზე დაღლილი დედა მაინც რომ მახვედრებს გაშლილ მაგიდას, და მერე მშვიდად ჯდება - მშიერი აღარ ვარ :)
მიყვარს, ამ დროს სიმბა მამაჩემის მუხლებში რომ ისვენებს და ალბათ ველურ სიზმრებს ხედავს, და ორივე თვლემს
ჩემი გადარეული ძმა და მისი დროებით ძალიან გაბერილი საყვარელი ცოლი მიყვარს :)
მათი სტუმრობები მიყვარს
ჩემი ჯერ არ დაბადებული ძმისშვილი მიყვარს უკვე, რომელიც უკვე წარმომიდგენია როგორი იქნება და ვის ემსგავსება :)
ჩემი ოჯახი მიყვარს, ყველა, უძალიანესად და მათთან ერთად ყოფნა რომ მიხარია, ეს მიყვარს
ჩემი ახლობლები მიყვარს
გვიან ღამე საიდანმე დაბრუნება და სახლში შემოსვლა მიყვარს, სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნება ჩემს სახლში.
უკვე დაძინებული სახლი მიყვარს და მხოლოდ ერთი მღვიძარი - კატა, რომელიც ისტერიულად ითხოვს მის ტრაპეზს დავესწრო დღის და ღამის რა მონაკვეთშიც არ უნდა მოვიდე და მერე - მოვეფერო
შაბათს დილას ახლადგაღვიძებულს ასევე ახლადგაღვიძებული სახლის ხმები მიყვარს
ჩემი ახალი სახლი მიყვარს
ჩემი ოთახი მიყვარს
ჩემს ოთახში მეგობრების მიღება მიყვარს
ჩემი მშობლების მეგობრების დაუსრულებელი სტუმრობა მიყვარს
ჩემს მეგობრებთან სტუმრად სიარული მიყვარს
მათთან ერთად სერიოზული თუ არასერიოზული საღამოების ვინმესთან თუ სადმე გატარება მიყვარს
ბოდიალი მიყვარს, ფეხით
მანქანით მათთან ერთად "ბოდიალი" მიყვარს
ჩვენი ხუმრობები, ჩვენი მსჯელობები, ჩვენი საღამოები და ჩვენი ერთმანეთის სიყვარული მიყვარს
ჩვენი სერიოზულ თემებზე საუბარი და სულიერი საზრდოს მიღება და ჩვენი უქმისმეტყველებაც მიყვარს
როცა გჭირდება - შენთან რომ არიან და როცა სჭირდები, შენ რომ ხარ მათთან, ამის შეგრძნება მიყვარს
სარკეში რომ ვიყურები და მეღიმება, ეს მიყვარს
ქუჩაში თვალს როცა მაყოლებენ, ეს მიყვარს
კომპლიმენტები მიყვარს
მოულოდნელად შეხვედრილი დიდი ხნის უნახავი ახლობელი მიყვარს
ხანდახან ჩემი ინტუიცია მიყვარს
იშვიათად - ჩემი სიზმრებიც მიყვარს
გვიანობამდე ცეკვა მიყვარს
მარტო სახლში ყოფნა და ტელევიზორთან სიმშვიდის და "არსად მეჩქარება"ს შეგრძნებით ჯდომა მიყვარს
ხმაური და ბევრ უცხო ხალხში ჩვენი ყოფნა მიყვარს
მარტო ჩვენ და არავინ უცხო - მიყვარს
ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება მიყვარს
საჩუქრების გაკეთება მიყვარს
მადლობა მიყვარს თვალებში დანახული
სიხარული მიყვარს თვალებში დანახული
მონატრება მიყვარს ხანდახან
უსაქმოდ ბოდიალი მიყვარს
ბევრი საქმის კეთება მიყვარს (როცა საქმე არ მსტრესავს)
თვითრეალიზებულობის შეგრძნება მიყვარს
ბევრი თავისუფალი დრო და შესაძლებლობები მიყვარს
კუს ტბა მიყვარს. კვირის განმავლობაში - დილით, ადრე, თავისი იმ დროის ხალხიანად
და კვირას - შუადღისას, მზეში და ცივ ჰაერში, მეგობრებიანად და სხვა უკვე უფრო უცხო ხალხიანად
კარგი მუსიკა მიყვარს, ძალიან
კარგი წიგნები მიყვარს, ძალიან
წერა მიყვარს და მიყვარს, როცა წერის განწყობაზე ვარ და მაქვს დასაწერი, როცა გამომდის
მიყვარს, როცა ჩემი ნაწერი მოსწონთ
მიყვარს ჩემი ახლობლების ცხოვრებაში მომხდარი კარგი ამბები
მიყვარს культура - არხზე საინტერესო გადაცემების ყურება (განსაკუთრებით ხელოვნებაზე და მხატვრების და ტილოების უცნობ და ამოუცნობ დეტალებზე)
папины дочки მიყვარს :)))
"შუა ქალაქში" მიყვარს და მათივე სცენარისტების "ღამის შოუ"
დილას არ სიჩქარის შეგრძნება, ყავის ნელა და დაგემოვნებით სმა და რამე ასეთის ან რამე მსუბუქი ფილმის ყურება მიყვარს
მოულოდნელად მოცლილ მეგობართან ერთად საუზმე მიყვარს
სადმე კაფეში მშვიდი და ევროპული საუზმე მიყვარს
easy like a sunday morning დილები მიყვარს, როცა ყველა ისვენებს და ჰაერში მსუბუქი და ოდნავ ზარმაცსიხარულნარევი განწყობაა
მიყვარს, რა ვქნა, მაინც ძალიან მიყვარს ეს უბედური ქვეყანა და თბილისი მიყვარს, ძალიან, თავისი ყველაფრიანად
კვირა დილები მიყვარს, ვგიჟდები! ადრე ამდგარი თუ ვარ, განსაკუთრებით მაშინ მიყვარს; და განსაკუთრებით მძაფრად - 12 საათისთვის შევიგრძნობ ამას და კარგ ამინდში - ორმაგად
პარასკევი მიყვარს დილიდან
ერეკლე II-ს ქუჩა მიყვარს ჯერ კიდევ (არა იმიტომ, რომ იქ კალაა და ა.შ.), დიიიდი ხნის წინანდელი დროიდან მოყოლებული, სანამ იქ ჯერ კიდევ არაფერი იყო, იქიდან მიყვარს და დღემდე
თოვლიც მიყვარს ("მე თოვლი მიყვარს, როგორც თქვენს ხმაში ერთ დროს ფარული...")
მაგრამ აი მზეეე....
ევროპაში გამოთაყვანებამდე ბედნიერი და ბევრი დროის და თავისუფლების შეგრძნებით ბოდიალი მიყვარს
ერთი სასტუმრო და ქუჩა მიყვარს, ველსში
აგარაკები მიყვარს
და ზღვა მიყვარს
გონიოში დასვენება მიყვარს
მზევინარის აივანი მიყვარს და იმ აივნიდან მოპირდაპირე ორ სახლს შორის პატარა მონაკვეთში დანახული ზღვა მიყვარს
მოულოდნელობები მიყვარს, სასიამოვნო მოულოდნელობები
გაპრანჭვაც მიყვარს
ხანდახან პუბლიკა მიყვარს
მშვიდად ყოფნა და მხოლოდ კომენტარებით შემოფარგვლაც მიყვარს
უსიტყვოდ გაგება მიყვარს
გადახედვა და გაცინება მიყვარს
საინტერესო ხალხის გაცნობა და საერთო ენის უცბად გამონახვა მიყვარს
ხანდახან გაოცებაც მიყვარს
შემთხვევით დაჭერილი მზერა მიყვარს (ბანალურად არ მოგეჩვენოთ. სწორად გაიგეთ)

წითელი ღვინო მიყვარს
შოკოლადი მიყვარს
ვაკის კანაპეში "შოტლანდიური სუპი" და პანეტერიაში შუადღისას ჯდომა მიყვარს
რაფაელო მიყვარს
ნაბეღლავი მიყვარს, განსაკუთრებით ძალიან რომ მწყურია, ცხელი აბაზანის მერე და ყოველთვის - გემრიელად მოყუდება ნაბეღლავის ბოთლის :)
ახლადნაყიდი Jacobs-ის ქილის ქაღალდის თავსახურის ჩემებურად გახსნა და იქიდან ამოვარდნილი ყავის მძაფრი სურნელი მიყვარს
კარგ საზოგადოებაში და გარემოში ღვინის ნელა წრუპვა მიყვარს
რომ იციან, მე რა მიყვარს, ეს მიყვარს
ოფიციანტს ღიმილით რომ ეუბნებიან ჩემზე: ამას ლიმნის გარეშე მოუტანეთ - ეს მიყვარს
ცხელი შოკოლადი მიყვარს, სქელი და გემრიელი

ჩემს საქმეში რომ არ ერევიან (თუ, რა თქმა უნდა მე თვითონ არ ვითხოვ რჩევას და ჩარევას) - ეს მიყვარს
თავისუფლების და "ჩემი თავი ჩემადვე მეყუდნეს" შეგრძნება მიყვარს
როცა ვენატრები, ეს მიყვარს
ხანდახან სითბოს გამოხატვაც მიყვარს
კარგი რაღაცეების ერთობლივად გახსენება მიყვარს
ჩემი შორეულ ქვეყნებში მიმოფანტული მეგობრების online სივრცეში მოულოდნელად გამოჩენა მიყვარს
კარგი სიახლეები და ოპტიმისტური ხედვა მიყვარს
დახვეწილი ადამიანები მიყვარს
გემოვნებიანი ხალხი მიყვარს
სანდო ადამიანები მიყვარს
არამძიმე ადამიანები გარშემო - მიყვარს
სილაღე მიყვარს და არაფრით შეზღუდულობა
მიყვარს, როცა მაქვს საფუძველი ვიფიქრო - ყველაფერი კარგად იქნება
მიყვარს, როცა ჩემით კმაყოფილები არიან და მეც კმაყოფილი ვარ

ღიმილი მიყვარს ჩემს და სხვების სახეებზე
ქუჩაში მადლობა მიყვარს
ყვითელი ავტობუსები და მეტროც კი მიყვარს
ველოსიპედი მიყვარს....... ოოოო, როგორ მიყვარს... თავისუფლების და სილაღის შეგრძნებას მიჩენს. განსაკუთრებით სწრაფად და თავისუფალ ადგილას გაქროლება...
ჩემი მკითხველები მიყვარს
ჩემი ბლოგი მიყვარს
ოთარ ჭილაძე მიყვარს (ახლა, წერის მომენტში - მისი ლექსები)
ახალი მწერლების აღმოჩენა მიყვარს და ძველი უსაყვარლესი წიგნების მერამდენედ გადაკითხვა შუიდან, ბოლოდან, თავიდან ალაგ-ალაგ საინტერესო ადგილების :) თუ ა.შ.
ფილმებიდან ციტატები მიყვარს (ჩემი ფოლდერი მიყვარს, თავში დესკტოპზე რომ მიგდია ;) )
კარგი რეკლამები მიყვარს, ძალიან
შემოქმედებითად აზროვნება და მოაზროვნე ხალხი მიყვარს
ზაფხულში ცივი ყავა (ოღონდ ნამდვილი ცივი ყავა, ჩვენი ოჯახური საიდუმლო რეცეპტით გაკეთებული :) ) და ზამთარში ბევრი შავი მუქი ცხელი უშაქრო ჩაი მიყვარს
ჩემი გაკეთებული "შოკოლადის ძეხვი" მიყვარს და რუსთაველზე ამოჩემებულ მაღაზიაში - "კარტოშკა"
ქუჩაში ან ტრანსპორტში მარტო ყოფნისას რაღაცის უცებ გახსენება და სიცილისგან თავის ვერ შეკავება მიყვარს
დარეკვა და ამის გაზიარება მომენტალურად - მიყვარს
სხვისთვის როცა არ შეიძლება გაცინება, ამ დროს ეცინება და ვერ იცინის, შენ კი ვერ გხედავს ის, ვის გამოც ვერ იცინიან და შენ - შეგიძლია - აი ამ დროს სიცილი მიყვარს (რა ჩავხლართე :) გამიგებენ "ჩემები" ;) )
რაღაცაზე "აწყობა" და ვერ გაჩერება და "ღადაობა" (ცოტა ყურში მომხვდა, მაგრამ არა უშავს. ამასაც მიხვდებიან :) ) მიყვარს ჩვენი
ცრემლებამდე სიცილი და ჭინკები თვალებში და "ანცობა" მიყვარს
სერიოზულობაც მიყვარს
მიყვარს gmail-ზე მოსული კომენტარები და ჯერ იქ გახსნა და მერე აქ წაკითხვა
ჩემ საყვარელ ბლოგებზე ახალი პოსტების გამოჩენა მიყვარს
კარგი ფილმების ყურება მიყვარს
თეატრიც მიყვარს
კინოც მიყვარს
და ბალეტიც მიყვარს
ღია კაფეში ზაფხულში კვირას დილით (სანამ ძალიან დაცხება) ჯდომა მიყვარს (დილას სხვანაირი ხიბლი აქვს)
გვიან დაღამება და საღამო ჯერ კიდევ წინ არის და სასიამოვნო გეგმების დაწყობა მიყვარს
მწვადიც მიყვარს და ბუხარი
და მიყვარს ჩვენი საათის ყოველ ნახევარ და ერთ საათში რეკვა
სიზმარში გაგონილი ეს ხმაც მიყვარს (სხვათა შორის ერთმა მეგობარმა ამით მანიპულირება მასწავლა :P )
ფოტოები მიყვარს, გადაღება (სუბიექტის როლშიც და პირდაპირი ობიექტის როლშიც ყოფნა)
ფოტოების "დადება" მიყვარს :) წარწერების და სათაურების გაკეთება, ფოტოებით ისტორიის გადმოცემა და მერე კომენტარების წაკითხვა :)
ახლა რომ ავდგები, იქით გავალ, ჩაის დავისხამ და ტელევიზორთან მოვკალათდებით ერთ სავარძელში მე და მეორეში - სიმბა და რამე კარგს შევარჩევ საყურებლად, ეს მიყვარს
რამდენი რამ გამომრჩა, ალბათ (და ალბათ რამდენი შეცდომა ვერ შევამჩნიე კიდევ); შეიძლება ჩავამატო პერიოდულად რაღაცეები. ან - არც. პოსტების "დაედიტება" მიყვარს :)
მოკლედ, მიყვარხართ (იგრძნობთ, ვისაც შეგეხებათ, რომც არ წაიკითხოთ, მაინც იგრძნობთ :) )
და


ცხოვრება, სიცოცხლე მიყვარს :)


"და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი"

Comments

ჩემი ბრალი არ არის :) ეს შენ წერ ასე კარგად :)

სიმშვიდეც, სიგიჟეც, სიმყუდროვეც, ხმაურიც, ფეხით ბოდიალი დ მანქანით ბოდიალი, სტუმრებით სავსე სახლი და მარტო ყოფნა ტელევიზორთან, ბევრი უცხო ხალხი და მხოლოდ-ჩვენ-და-სხვა-არავინ, ბევრი საქმის კეთება და უსაქმოდ ბოდიალი, რეალიზება, წარმატება და ბევრი თავისუფალი დრო, культура და папины дочки, თბილისი და ევროპა. რომელიმე ბრიტანული ან გერმანული ქალაქის ძველი უბნის კაფე და გონიო,გრძელზე გრძელი მსჯელობები და უსიტყვოდ გაგება, მზე და თოვლი, შოკოლადი და შოტლანდიური სუპი, ერეკლეს ქუჩა, კალა და პანატერია, სადაც ყველაზე კარგი დღისით მისვლაა, გარეთ მზე რომ ანათებს, უგემრიელეს პიცას ელოდები თან საფულეში კინოს ბილეთები გიდევს. მეგობრის ხელი, გული და მხარი და ჩემს საქმეში რომ არ ერევიან, თავისუფლება და როცა ვენატრები, ოთარ ჭილაძე და ახალი მწერლები, ცივი ყავა და ცხელი ჩაი, ზაფხულში ღია კაფე, დილით, მართლა სხვა ეშხი აქვს დილის კაფეს, ყავას და არსად-მეჩქარება შეგრძნებას და ბუხარი და მწვადი, თეატრი, ოპერა, ბალეტი და შუა ქალაქში, საავტორო კინო და რეკლამა...

ამქვეყნად ყველაზე საინტერესო კონტრასტული ადამიანები არიან. ერთფეროვანი და კლიშე ქალი მტრისას. პრინციპში - კაციც. და ეს ყველაფერი, მისს, პირველ რიგში, თქვენს დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს.

განსაკუთრებული მოკითხვა სიმბას.
© said…
ძააალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის :) :)

მაგრად იყო კომენტარში შეჯამებული და სწორად დანახული, მართლა :)

სიმბას აუცილებლად მოვიკითხავ :)))))) (ისე, ზედმეტად დადები გამომივიდა სიმბა; სინამდვილეში ძალიან ველურია, ეს ხანდახან არის ასეთი :)))) )
კატა ველური უნდა იყოს :) მითუმეტეს, თუ სახელად სიმბა ჰქვია. სულით მტაცებელია, ზაზუნა ხომ არ არის :)
© said…
:)))) აი, მეც მაგას ვამბობ :)
Kalo said…
ooh, gamouchnda simbas damcveli :-):-) gaacani cisia, vnaxot mere rogor ilaparakebs :-):-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..