აუცილებლად!

ნახეთ!

"რუსულის გაკვეთილები"

"Уроки русского"

"Russische Lektionen"

"Russian Lessons"



Regie: Andreij Nekrasow & Olga Konskaya, 2009


არც შეფასებას დავიწყებ. არც ემოციების გადმოცემას. არც გარჩევას. რაზეა ფილმი, ისედაც ყველამ იცით ალბათ. უბრალოდ ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ - ნახეთ.

მხოლოდ იმას ვიტყვი - დიდი ხანია ასე არაფერს უმოქმედია ჩემზე


(ლინკები უბრალოდ ინფორმატიულია. ფილმის გადმოსაქაჩი ლინკის ძიებას ნუ დაიწყებთ ან პოსტში ტყუილად)

p.s. კომენტარში მინი-პოსტია, შეიძლება ითქვას. სხვაგან რაც დავწერე, ვერ მოვითმინე და აქაც გადმოვიტანე, მაგრამ უკვე საკუთარი კომენტარის სახით

Comments

Toma said…
vnaxav roca mzad vuqnebi moralurad!
© said…
ხო, სწორი გადაწყვეტილებაა
© said…
რატომ არ მძინავს?! შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. "Уроки русского" ვნახე.

პირველი ნახევარი საათი ვფიქრობდი, რომ აი, ახლა ავდგები, აი ახლა ავდგები და გავალ იქით, ვერ გავუძლებ მეთქი. ყელში მიჭერდა აშკარად (არა და არ შემიძლია ტირილი, როცა მარტო არ ვარ. იშვიათ შემთხვევაში - უბრალოდ ცრემლები წამომივიდეს. ეს ტირილი არ არის. და საერთოდ - არ ვარ ეს ტიპი, ძალიან თუ არ იმოქმედა რაღაცამ - არ შემიძლია ტირილი). მაგრამ ვერ მოვწყდი.

მერე დავმშვიდდი და თვალებგაფართოებული და პერიოდულად ძალიან დაძაბული ვუსმენდი და ვუყურებდი. საკმაოდ გრძელი ფილმია და იმაზე მეტია (ნაჩვენები), ვიდრე მეგონა და მოველოდი.

ძალიან იმოქმედა. ბოლო ნახევარი საათი - ვტიროდი (მარტო ვუყურე ბოლო ნაწილს).

მოკლედ, ნახვა ღირს! არა, ღირს კი არა, უნდა ნახოთ, აუცილებლად, ვისაც ჯერ არ გინახავთ!
დარწმუნებული ვარ, შემზარავი კონტენტი იქნება ამ ფილმში, ქართველისთვის და ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შემზარავი. ძნელია, ასეთ რაღაცას ცრემლის და ყელში მობჯენილი ბურთის გარეშე უყურო და უსმინო. ძნელი კი არა, შეუძლებელია.

მაგრამ მაინც არ მწამს მეორე რუსეთის. მანდ საღი ძალა არ არსებობს. ჩვენი დაცვა - ესეც იმათი პოლიტიკაა. ერთმანეთს ებრძვიან და ჩვენ მხოლოდ მორიგი თემა ვართ.
hexe said…
house-s velodebodi da mec vuyure
pirveli naxevari saati gaunzrevlad vuyurebddi
mere ver gavzeli gadavrte
mere isev gadmovrte
shemzra
:(
aucilebld naxet
kargi namushevaria
mit ufro rodesac rusebis gadagebuli filmia
es namdvilad dasafasebelia chemi azrit
:)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..