ფრთხილად, თვალები იხუჭება!

შემდეგი გაჩერება - ძი ლი.
ეს პოსტი გუშინ მწიფდებოდა. ალბათ სადღაც ღამის 3-4 საათზე. და მეგონა, დავწერდი. მაგრამ ახლა ვიხსენებ, და ვხვდები, რომ აბსურდში გარდამავალი აზრების დომხალი იყო და მეტი არაფერი. აბსურდის პოსტი. მე კი მეგონა, მეღვიძა და ვაზროვნებდი.
რა უცნაური მდგომარეობაა, აი ის, სიფხიზლიდან ძილამდე რაღაც პატარა ტრანზიტული სადგურივით, ფიქრები საოცრად რომ ირევა, ვეღარ არჩევ და რაღაც მომენტში (ან მეორე დღეს) ხვდები, რომ საოცარ სისულელეებს ფიქრობ, აბსურდული აზრები მოდის, ალოგიკური და სადღაც სასაცილოც კი. ხო, მერე გეცინება. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ სისულელეები გიტრიალებს თავში.

ხოდა პოსტის 2 ვარიანტი იყო:

1. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები. და თითქმის გამოვფხიზლდი. ძალა არ დამიტანებია. თვითონ წამოვიდა. ასე მოდის ხოლმე, სხვადასხვა სიტუაციებში. თვითონ მახსენდება. ხოდა ავდექი. ჩავრთე ისევ და გადმოვიტანე აქ:

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს
ო.ჭ.

და ისევ დავწექი. და დავიძნე.

2. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები....

აი აქ უკვე სხვანაირად ვითარდებოდა აზრები. სხვა მიმართულებით მიდიოდა და მომკალი და ვერ ვიხსენებ ახლა - როგორ. არა და რამდენი რაღაც იყოოო. თავი ალისა მგონია, საოცრებათა ქვეყნიდან. ვიყავი კიდეც, იყო ასეთი დროც. ახლა ხომ ხედავთ, ალისა კი არა ბლოგზე რაც მერქვა, ის სახელიც კი შეიცვალა/შევიცვალე. რას ვამბობდი? ალისა მეგონა მეთქი თავი. კერძოდ კი ასეთ აბსურდულ მომენტებში ეს მონაკვეთი მახსენდება: 'То ли колодец был очень глубок, то ли падала она очень медленно, только времени у нее было достаточно, чтобы прийти в себя и подумать, что же будет дальше.' მე ვერ მოვასწარი. არა ვფიქრობ, იყო რაღაც, რისი გადმოცემაც შეიძლებოდა და დაწერა. რა ცუდია, რომ ვერ მოვასწარი. ან იქნებ, ისეთი იყო, რისი დაწერაც აქ არ ღირდა?..

რაში გაინტერესებთ ახლა თქვენ ეს შუაღამის ბოდვა. არაფერში. ვწერ უბრალოდ. და მეც არ მაინტერესებს, ჩემის მხრივ, აინტერესებს თუ არა ვინმეს ეს, და გაიგებს თუ არა ჩადებულ ემოციებს.

პ.ს. რამდენადაც მახსოვს, კეროლს შაკიკი აწუხებდა. და იყო კიდევ რაღაც საინტერესო ამ ყველაფერში. აურა, რომელიც შაკიკის დაწყების წინ ჩნდება... სად წავიკითხე ეს ყველაფერი? არ მახსოვს. ვიპოვი და გადავხედავ.


ლუის კეროლი, ოთარ ჭილაძე, მე, ალისა, ძილი, ღვიძილი, ბლოგი, ღამე

'ლუი არმსტრონგი, ჟანა დ'არკი და კიკაბიძე' (ეს ჩემი არ არის. ეს უკანასკნელი სტრიქონი ერთ საკმაოდ ცნობილ ქართველ პოეტს ეკუთვნის ;) იცით, ვის? ;) და იმედი მაქვს, უშეცდომოდ მოვიყვანე ციტატა. ხვალ გადავამოწმებ. და თუ ვინმემ იცით, ან ვარაუდობთ ვინ არის ავტორი, კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ. იქვე დაგიდასტურებთ ან არ დაგიდასტურებთ :D )

Comments

kalo said…
ძილის წინ აზრების გააბსურდებაზე ვგიჟდები :-):-):-) მეორე დღეს რომ იხსენებ. ან ვერ იხსენებ :-):-)
იმ დღეს თითქმის უკვე დაძინებული გამაღვიძა შეყვირებამ, უცებ ჩემს აბსურდულ სამყაროში ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა - ფორთოხალი :-):-):-) და აბსოლუტურად გამომაფხიზლა :-):-) რა ვქნაა? ეგ არ მაწყობს. წყნარი აბსურდი მირჩევნია, ძილს რომ არ აფრთხობს :-):-):-)
© said…
:))))) ფორთოხალიიიი :) ძალიან მაგარი იყო :))) მე ძირითადად ჩემივე სახელის დაძახება მაღვიძებს ხოლმე მაგ დროს. ხომ გქონია, უცებ რომ ჩაგესმის ძალიან გარკვევით, შეიძლება შორიდან, მაგრამ გარკვევით, რომ ვიღაც გეძახის. და ძირითადად ნაცნობი ხმა არის ხოლმე ეს, ანუ იცი, ვინ გეძახის...
რა უცნაური ფენომენია, ისე
Marika said…
აუუ, ხოო, სახელი რო ჩაგესმის, მაგარი ჟუტკი რამეა :))
მე მაგრა ვკაიფობ, ბავშვს ზღაპარს რო ვუყვები და ჩემ ჭკუაში, ვაძინებ ხოლმე, სინამდვილეში მე თვითონ ისე მეძინება, რომ ლაპარაკისას ვითიშები, მაგრამ ვაგრძელებ "ზღაპრის მოყოლას", და მაფხიზლებს ჩემი შვილის გაოგნებულ–აღშფოთებული შეძახილი – დედაა! და ვხვდები, რომ გადავუხვიე ზღაპრის თემას და სრული აბსურდების ბოდვაზე გადავედი. :D მაგარია, ბავშვს ალბათ დებილი ვგონივარ, ისეთ საოცრებებს ვამბობ ხოლმე ასეთ მომენტებში :)))
© said…
:))) რა საინტერესოა, რაებს ამბობ ხოლმე მაგ დროს :)) ერთი სანდროს უნდა დავებაზრო, გამოვკითხო :))) ანა ჯერ მგონი ვერ ჩამომიყალიბებს მაგდენს :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..