Posts

Showing posts with the label ღვიძილი

პილატე, ლუის კეროლი, სიზმარი, შაკიკი, მე და სხვ.

უკვე ორი თვეა, შეიძლება მეტიც, ამის დაწერას ვაპირებ და მავიწყდება/მეზარება/ვერ ვიცლი/ვერ ვახერხებ. ჰოდა ასე გადავდებდი კიდევ საუკუნოდ, ჩემგან დამოუკიდებლად რომ არ გააქტიურებულიყო ეს თემატიკა ჩემ სამეგობროში.  ნუ გააქტიურებულიყო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხშირად საუბრობთ სიზმრებზე და სიზმრისეულ შეგრძნებებზე? არა, ალბათ. და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ის, რაც ბოლო დროს სულ მიტრიალებს თავში, ის ერთი-ორი დღეა აქტიურად განიხილება ჩემ ერთ-ერთ სამეგობრო წრეში: აღმოჩნდა, რომ ჩემ ერთ მეგობარს, კერძოდ კი კალოს, განუხორციელებია კიდეც ის, რაც მე ამდენი ხანია ჩაფიქრებული მაქვს (მაგრამ არა გახმოვენებული). კიდევ აღმოჩნდა (და ეს მისგან გავიგე), რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, წინა საუკუნის დასაწყიში განუხორციელებია რამდენიმე დიდ სურეალისტს. ჰოდა უკვე აღარ შეიძლებოდა, ზოგადად მაინც რომ არ შევხებოდი ამ თემას (მეგობრებო, მადლობელი ვარ თემის გააქტიურებისათვის და თქვენდაუნებურად სტიმულის მოცემისათვის - ბოლოს და ბოლოს დავმჯდარიყავი და დამეწერა). არა და აზრზე არ ვარ, რა დავწერო. უბრალოდ, ჯერ გეტყვით, რა მინ...

ფრთხილად, თვალები იხუჭება!

შემდეგი გაჩერება - ძი ლი. ეს პოსტი გუშინ მწიფდებოდა. ალბათ სადღაც ღამის 3-4 საათზე. და მეგონა, დავწერდი. მაგრამ ახლა ვიხსენებ, და ვხვდები, რომ აბსურდში გარდამავალი აზრების დომხალი იყო და მეტი არაფერი. აბსურდის პოსტი. მე კი მეგონა, მეღვიძა და ვაზროვნებდი. რა უცნაური მდგომარეობაა, აი ის, სიფხიზლიდან ძილამდე რაღაც პატარა ტრანზიტული სადგურივით, ფიქრები საოცრად რომ ირევა, ვეღარ არჩევ და რაღაც მომენტში (ან მეორე დღეს) ხვდები, რომ საოცარ სისულელეებს ფიქრობ, აბსურდული აზრები მოდის, ალოგიკური და სადღაც სასაცილოც კი. ხო, მერე გეცინება. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ სისულელეები გიტრიალებს თავში. ხოდა პოსტის 2 ვარიანტი იყო: 1. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები. და თითქმის გამოვფხიზლდი. ძალა არ დამიტანებია. თვითონ წამოვიდა. ასე მოდის ხო...