რა არის იგი weekendიიი, ჩიტივით გაგვიფრინდეეებააა

გქონიათ, ასე, წვეთი არ დაგილევია და გგონია, რომ მთვრალი ხარ? მანქანაში სავარძელში ცოტა დაბლა რომ ჯდები, რომ თავი მიადო სკამს და ფანჯარას რომ დაბლა წევ ყინვაში?! :) საერთო განწყობა და სხვისი სიმთვრალე გადამდებია :) თუმცა ამ შეგრძნებებს მაინც არ შეუშლია ხელი, რომ მანქანაში უკანა გზაზე უზომოდ ბევრი გვეცინა და გვეხუმ-გევმხიარულა :) აი ზუსტად ისე, ნასვამს რომ გაგეხსნება და ვეღარ ჩერდები და ყველაფერზე რომ კაიფობ :)

წუხელ ღამე სახლში დაბრუნებული თავს ვგრძნობდი როგორც ბევრ ალკოჰოლ მიღებული და ოთხით მივედი ლოგინამდე. არა და წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია იქ! клянусь честью... ну падла буду! არც დამჭირვებია "დასაქოქად". კარგი მუსიკა, ბევრი ხალხი და წითელი ფორთოხლის წვენი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 3 საათის განმავლობაში მცირე პაუზებით მეცეკვა :) დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები, რომ დიდი ხანია ასეთ საღამოზე "ვოცნებობთ" (ნუ, ოცნება ცოტა ზედმეტი და ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იყოს) - ჩვენი ბავშვობის და ადრეული ახალგაზრდობის სიმღერებიანი დისკო. თუნდაც "ბანძი" (მაგრამ თუ შეიძლება - კარგი გაგებით) სიმღერებიანი მაგრამ ისეთი, რომ აგიყოლიებს და მაგრად გამხიარულებს.

მოკლედ გუშინ, "შუა ქალაქში"-ს მერე წავედით თუმანიშვილის თეატრის ფოიეში, ანუ კოტეტიშვილის კაფეში, სადაც ნემსი არ ჩავარდებოდა. ნაცნობებ-მეგობრები უკვე განთავსებულიყვნენ და მაგიდასთან რომც შევიწროებულიყვნენ, სკამებს მაინც ვერ ვიშოვიდით. ჯერ მორიდებით ჩამოვსხედით აშკარად ვიღაცის მაგიდასთან, სადაც ჩანთები, პალტოები და ა.შ. ეწყო და პატრონები სავარაუდოდ ცეკვით იყვნენ დაკავებულნი. მერე სკამის კიდეებიდან სკამების შუაგულისკენ გადავინაცვლეთ. მერე პალტოები გავიხადეთ, მოვშინაურდით და... მოკლედ, ჩვენდა გასახარად არავის გამოუთქვამს პრეტენზია, გაგებით მოეკიდნენ ჩვენს საქციელს; უბრალოდ პერიოდულად თავიანთი ნივთების ასაღებად მოდიოდნენ და აქეთ გვებოდიშებოდნენ, რომ "გვაწუხებდნენ" :) გაგვიმართლა, მოკლედ ხალხშიც და...
უცებ გაისმა, მაგრამ რა გაისმააა, რა ჰანგები! :))) ყოველი ახალი სიმღერის დაწყებას ერთხმად აღმოხდენილი აღფრთოვანების შეძახილები ფარავდა რამდენიმე წამით :) მერე ყველა (თუ ვინმე იჯდა) ჟივილ-ხივილით მიდიოდა საცეკვაოდ :) მათ შორის ჩვენც. სახლში მოსულს ეს შედარება მომივიდა უცებ თავში - მარჟენკა :) გახსოვთ, მარჟენკა? :)) ზღაპარი რომ იყო, "უკვდავების თეთრი ვარდი" და იქ გოგონა, რომელიც ღამეს ცეკვაში ატარებდა და ფეხსაცმელებს ცვეთდა :) მოკლედ, მთელი არა მაგრამ დაახლოებით მესამედი ღამე გავატარეთ 80-იანი წლების არაჩვეულებრივ ჰანგებზე როკვაში (ერთ-ერთი მარჟენკა დარჩა ;) და ალბათ კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი გაცვითა ვინ იცის მერამდენედ და რომელ საათამდე ცეკვაში) და მაგრად გაასწორა (სად ჰაუსი და სად ჯექსონი, ჯორჯ მაიკლი და..... საბრინა, :)))))))))))))))) და ყველაზე "სერიოზული" - Fatboy Slim's :) ). მერე ნინო იძახდა - ეს იყო დისკოტეკა ხანშიშესული ინფანტილურებისთვისო :)))))

დღეს მამაჩემმა გამაღვიძა კუს ტბაზე წასვლის შემოთავაზებით და ჩავრთე თუ არა მობილი, 2 იდენტური შეთავაზება მივიღე სმს-ების სახით. ავირჩიე პირველი - მამა :) და წავედით. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე... კი არა მზე კუს ტბის მხოლოდ ნახევარს მოეფინებოდა, ამიტომ ჩვენ სტრატეგია დავსახეთ და მხოლოდ ნახევარწრეს ვაკეთებდით.ვგიჟდები ასეთ კვირა დღეებზე და ასეთ ამინდზე კვირას! სუსხი და მზე :)
ამასობაში ადგილზე მოგროვდნენ მოსალოდნელი და მოულოდნელი მეგობრები, დაგეგმილები და სპონტანურად შეხვედრილები. უკვე მერამდენედ გათამაშდა სცენარი "სხვისი შვილები" :) ნელ-ნელა შევუერთდი მათ და დღე უკვე მეგობრებთან ერთად გაგრძელდა.
მერე დავიქსაქსეთ და ამას მოჰყვა სადილი თამუნასთან და ჩაი მარიამთან +/- მეგობრებით :) და რა თქმა უნდა "შუა ქალაქში. რომლის გარეშეც უკვე weekend წარმოუდგენელია. ბეეევრი, ძალიან ბევრი სიცილი (თუმცა უნდა ვაღიარო, საკმაოდ სერიოზული და თითქმის ფილოსოფიური საუბრებიც ფინჯან ჩაისთან, საჭირბოროტო საკითხების განხილვა :) ) და ბევრი დადებითი ემოცია დადებით ადამიანებთან ერთად.

და ხო, რა მინდა კიდევ: რა და, "შუა ქალაქში"-ს ერთად ყურების ტრადიცია დამკვიდრდა. ხან ვისთან, ხან ვისთან. ორივე დღეს თუ არა, ერთ დღეს მაინც. და ძალიან მომინდა, ძალიან, რომ სადმე ბარში იყოს დიიიდი ეკრანი, ისე, როგორც ჩემპიონატების დროს არის ხოლმე და იქ იყოს ბევრი ხალხი, ვიყოთ ჩვენ, ბევრი ნაცნობი და ყველა ერთად ელოდებოდეს ამ სერიალს :) და ერთად ვუყურებდეთ. მერე სარეკლამო ჭრების დროს იქნებოდა ყაყანი და სიცილი და სერიალის დროს - ერთობლივი სიცილი და ჩუუუ, უსმინეთ - შეძახილები :) დიდი ხანია ასეთი იდეა და სურვილი გამიჩნდა და რა ვქნა, ამის გულისთვის ხომ არ გავხსნი ბარს?! :) ჯანდაბას, მომპარონ იდეა და აიტაცონ, მათ, ვისაც აქვს საშუალება, ოღონდ მერე ჩვენ იქ მისვლის საშუალება მოგვეცეს :)

იმედია მიხვდებით, რომ შემეცნებით და ესსე-ს ხასიათს არ ატარებდა ეს პოსტი და არც პრეტენზია ჰქონდა ამაზე. "პოსტობაზეც" კი არ ჰქონია პრეტენზია :) უბრალოდ ჩანაწერი იყო, განმუხტვა მოვახდინე და ცოტა მაინც თუ გადმოვეცი და გადმოვდე ვინმეს დადებითი განწყობა, ცუდი არ იქნებოდა.

Comments

Toma said…
კი მქონია. მაგრამ იმ მიზეზების გამო არა რაც შენ ჩამოწერე. როოგრც წესი დაბალი წნევა მაქსვს ხოლმე :D :D და ხელოვნურ სიმთვრალეს ის იწვევს!
© said…
:)) ხოო? ჩემში დაბალი წნევა ცოტა სხვა სიმპტომებს იწვევს. სიმთვრალისას - არა. პრინციპში, ეს ყველაფერი ბევრმა სიგარეტმაც განაპირობა. ყველანაირი პირობა იყო იმისათვის, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორს ზედმეტ ალკოჰოლმიღებული ვგრძნობ ხოლმე :)))
kalo said…
Ei, padruga, pasmatri na menja, delai kak ja, delai kak ja :-):-)
zaan kargi iyo. martla. :-)
me ik myop xalxze vikaife. absoluturad yvelas ertnairi reakcia rom konda yoveli axali simgeris dacyebisas :-):-)
It was cool.
cool and the gang :-):-):-)
რა სამწუხაროა, ასე იშვიათად რომ წერ...

დღეში ოთხი ასეთი პოსტი რომ წავიკითხო, ალბათ მაინც არ მეყოფა :)
ketketa said…
ბედნიერების შეგრძნება გამიჩნდა, ცის:)
თბილი და გემრიელი, ნამდვილი ჭყლოპინა ბედნიერების:) თითქოს მეც ვიყავი იქ:)
© said…
ხო, ნინელი, კაკ რაზ მაგას ვწერდი, ერთხმად ჟრიამულით რომ ხვდებოდა ყველა :) აუ მაგ სიმღერაზე ხომ საერთოდ :) :) კი, ნაღდად კარგი იყო :) გარკვეული ხანი გამყვება ეგ ემოცია :)

კაპუჩინო, რა მიქენი შენი კომენტარით! :) :) :) გავიბადრე :)))) მადლობა! :)

ქეეეეთ! არ იცი როგორ მიხარია, როცა ვახერხებ ხოლმე განწყობის გადმოცემას და გადადებას (დადებითი განწყობის :D )როგორ გამეხარდა, როოოოგორ, რომ ბედნიერების შეგრძნება გაგიჩნდა და იგრძენი ეს ყველაფერი! ვგიჟდები შენს თბილ კომენტებზე, ხომ იცი! :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..