"one". more. (then. "one"). evening.

ბუხარი. უფრო სწორად - შუაცეცხლი. პლედი, ანუ ადიალა. შორს. ტყეში და თან ცივილიზაციაში. სიმყუდროვე. სიმშვიდე. მეგობრები. ამჯერად ცოტა, მაგრამ - როგორი! საუბრები. ემოციები. სადღაც სიღრმიდან, როგორც ჩაძინების წინ ვიღაცის მიერ დაძახებული შენი სახელი, ისე უცებ გაგონილი ძახილი. ძალიან შორიდან. ყრუდ თითქოს. შუაცეცხლი ბუხარს გახსენებს. ადიალა - ადიალას. სკამი მაგარია. ჯდები, როგორც რბილზე და რჩები ღიმილშეყინული, რადგან ეს - სავარძელი არ არის. ეს სკამია. მყარი. მაგრამ ცოტა ხანში გავიწყდება და გგონია, რბილად ზიხარ. ასეც არის. ბალიშები - ბალიშები. კომფორტი.
სახლში წასვლა აღარ გინდა. ზიხარ, რა თქმა უნდა არა ისე, როგორც ნორმალური ადამიანი ზის მაგიდასთან. არა, რამდენადაც შესაძლებელია ფეხმორთხმული. ხელებიც არ გიჩანს ადიალიდან. მხოლოდ სიგარეტის მოწევისას და ყავის დალევისას. მოპირდაპირე მხარეს - უცნობი სახეები. ერთ-ერთი მათგანი მალე ცნობილი გახდება. sun. არ ხმაურობენ. მშვიდად ერთობიან თუ მხიარულად ისვენებენ.

хорошо сидим. არა და ეძინება, ვინც მოგიყვანათ, იმას. უნდა წახვიდე. ცოტაც. უცებ ჩაიბურტყუნებ რაღაც ფრაზას. თითქოს შენთვის. მაგრამ გვერდზე მჯდომი გაიგებს. და გაიგებს. იცი, რომ გაიგებს. მერე იმის გვერდზე მჯდომი დაინტერესდება - რა თქვა? ეტყვის. რა პრობლემაა. ორივეს ეღიმება. შენც. და ალბათ ოდნავ აწითლებული (რაც შეიძლება გარეთ სიცივიდან შიგნით სითბოში შემოსვლას და ცეცხლს დააბრალო. მაგრამ ახალშემოსულები არ ხართ. ასე რომ, ვერ დააბრალებ) სახეს ბალიშში მალავ რამდენიმე წამით. მერე შემინულ კედელში იყურები. ისეთი შეგრძნებაა, რომ გარეთ დიდი თოვლი უნდა იდოს. ბევრი, თეთრი, რომანტიული კი არა, ცოტა მისტიურშუქდაკრული თოვლი. და აი, ის სკამი-საქანელა, ქალაქს რომ გადაჰყურებს და ზურგით დგას თქვენსკენ, უნდა ქანაობდეს. მერე რა, რომ შიგნით არავინ ზის. სწორად ასე, მარტო უნდა ქანაობდეს.

ისევ მოიხედავ და... განათება დაბალია. არა, დაბალი კი არა. კარგი. მაგრამ არც იმდენად მკვეთრი, რომ თვალებში ადვილად შეიძლებოდეს რამის დანახვა. ან იქნებ დაინახეს ყველაფერი? ყველა სიტყვა, ყველაფერი, რაც იცი. რაც არ გითქვამს და არ მოგიყოლია. რაც იყო და და რაც იქნება.

მერე წამოხვალთ. თქვენ ორისთვის ეს ტყე - მისტიურია. მესამესთვის რატომღაც ცუდი აურის. სხვებისთვის... არ ვიცი. არც ისე შორიდან თვალი გიყურებთ. ანათებს სიბნელეში საოცრად. მერე ატრიალებს თავს და გადარბის. იმალება. მოსახვევები. -ები, -ები. ასეთი ადგილები, უფრო სწორად მისასვლელები ასეთ ადგილებთან ერთმანეთს ჰგავს. და კადრები გარბის თვალწინ. ყველა ასეთი ადგილის. ყველა აგარაკის. ყველა ტყე-ღრის. ყველა ღამის და ყველა სახის. -ები, -ები... დღისით ალბათ სხვანაირია ეს ყველაფერი. ღამე - ჰგავს. Одеялом лоскутным на ней...

Comments

Kalo said…
rogor mindoda mosaxvevidan mochvenebas gamoechyita :-):-) ogond mankanashi ver unda shemoegcia. zereled shemshineboda. upro scorad daculad :-):-):-)
© said…
:)))) შენ იმ მანქანაში დაცულად გრძნობ თავს? :))) თან როცა საჭესთან მჯდომს ეძინება ;)
Kalo said…
kiiii :-):-) vgijdebi mag mankanze :-):-) daculadac vgrznob mand tavs da komfortuladac:-):-)sazizgar mochvenebas gaascrebda chveni mankana :-):-)
© said…
:))))) Ghost Busters :)))))))))
Kalo said…
:-):-):-):-) sachestan mjdomi ghost rider-i. tavi unda gachonchxeboda da cecxli mokideboda :-):-):-) aaaaaaaaaaaaaa, zaan mecineba. mankanashi eg da garet mdevari mochveneba :-):-) kakaja amantika :-):-)
© said…
:)))))))))))))) ვფორთხავ :))) რა ემოციების მატარებელი პოსტი იყო და რა მაიმუნობა გავაჩაღეთ კომენტარებში :)))) არასერიოზული ხალხი ვართ, რა :)))
Kalo said…
nisirjoznie, infantil'nie duri :-):-):-)
© said…
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

იმ ღამეს არ ეძინა კალოს, იმ ღამეს არ ეძინა ც-ს. ეძინა მხოლოდ ghost riderს, მშვიდი და უშფოთველი ძილით :)))))
აუ, გამაჟრიალა... რამდენი ხანია, ეგეთ იდილიაზე მეოცნებება?! :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..