ქალმა დამწყევლა, ლამაზმა, ანუ ბლოგერობით დათა(ნ)გულნი

კალომ დამ...tagა :)

ეს არ აღმოჩნდა 1001 კითხვიანი "მეგობრობის დღიური"-ს ნოსტალგიით განმსჭვალული საოცარი კითხვარი შეკითხვებით - რა გიყვარს? რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს და ა.შ. :))) რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კალო ამაში არ გაერეოდა და არ გამრევდა :)

ჩამითრია, მოკლედ, ვასილ კეჟერაძეობაში (თამაშია, ასეთი) და მეც მორჩილად ვასრულებ :)(ერთი სული მაქვს, გავიდე ბოლოში და მერე მისი პასუხებიც წავიკითო, თუ დაემთხვევა რამე, მაინტერესებს). პრინციპში, სპონტანური პასუხებია. რატომღაც, გადავწყვიტე, რომ ასე სჯობდა, ბევრი ფიქრის გარეშე, პირველივე, რაც მომივიდოდა თავში, ის დამეწერა. უფრო მშვიდად და დაფიქრებით წერისას, შეიძლება ცოტა სხვა პასუხებიც გამეცა. მოკლედ, აი, შედეგი:

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
- წიგნი არასქელტანიანი. მოკლედ, ნოველა - "Пикник на обочине". ავტორი? ები! - Аркадий и Борис Стругацкие. რაც წავიკითხე, იმის მერე ვემზადები ფილმის საყურებლად. მეორედ. დიდი ხნის წინ და წაუკითხავად ნანახს აშკარად სხვანაირად აღვიქვამდი. ახლა კიდევ უნდა ვნახო. ფილმი - ტარკოვსკის. "Сталкер"

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
- სამი? მმმმ მაშინ ასე: ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე. :) ნუ, კარგი. როცა პოეზიის სიყვარულის პერიოდი მაქვს - ოთარ ჭილძე, მარინა ცვეტაევა, ლადო ასათიანი, გალაკტიონი (რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს). ვიცი, რომ ოთხია და თან ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პოეტები არ მომწონს.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
- შანსი არ არის. რა სამი?! ჩამოთვლა დავიწყო? "კლიმ! რომელი საათია?!" ;) :))) (მიმიხვდით, იმედია)

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
- რაც ახლა ზუსტად მახსენდება - "Цветы для Элджернона" ავტორი - Дэниел Киз. გავსკდი ბღავილით :) სანამ მთავარი მოხდებოდა, მივხვდი და უკვე იქიდან დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. ალბათ კიდევ ბევრ სხვა წიგნზეც. მაგრამ ახლა ეს განსაკუთრებულად მახსენდება

5. რომელ წიგნს დასცინეთ?
- :))) კოელიოს "НА БЕРЕГУ РИО-ПЬЕДРА СЕЛА Я И ЗАПЛАКАЛА " :)) და ალბათ ჩემს თავსაც, რომ 1-2 საათი ამაში დავხარჯე :))) გაოცებული დავრჩი პრინციპში :)))

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
- დოჩანაშვილს და ჭილაძეს

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
- Мир - прекрасное место. За него стоит бороться.
Эрнест Хемингуэй
(შეიძლება არ ვეთანხმებოდე ბოლომდე :) მაგრამ ხშირად მახსენდება მაინც ეს ფრაზა. წიგნი - "По ком звонит колокол", ერთ-ერთია ჰემინგუეის იმ 2-3 რომანიდან, რომლებიც არ მაქვს წაკითხული. მაგრამ ეს ფრაზა მაინც ვიცოდი, როგორც სხვა ბევრი რამ არწაკითხული წიგნებიდან :) )

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
- ღრმა ბავშვობის? - ემილი (ლიონებერგელი) და კიდევ არ გაგეცინოთ - :))) მგონი ჩეხური ზღაპრები იყო. ლურჯი, რბილყდიანი წიგნი. ცოტა უცნაური ზღაპრებით, ისეთით, რომ მაშინებდა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონდა :))) სტივენ კინგი გაიზარდა ალბათ იმ ზღაპრებზე (ხვდებით, ალბათ, როგორიც იყო) :)) კიდევ ჩამოვთვლიდი. მაგრამ...

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
- ალისასთან ვაიგივებდი თავს ერთხანს. არასერიოზული პასუხია, ვიცი. ვერ გეტყვით. დაფიქრება მჭირდება და ახლა დრო არ მაქვს :)

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
- კი, კარტოთეკა მაქვს. ყველა წაკითხული ავტორი, წიგნი, შინაარსები (მოკლე), გმირები, გმირების დახასიათებები და შედარებითი დახასიათებები. კიდევ რა? ხო, კიდევ მაქვს დამუშავებული სხვადასხვა თემები, მაგალითად: ხიდჩატეხილობა ჰომო ფაბერში :))))
არა, რა თქმა უნდა არ მაქვს დათვლილი! :))

პ.ს. ჩავამატებდი შეკითხვას: რომელ მწერალს წაართმევდით ნობელის პრემიას?! :))

ვინ დაგთაგოთ ახლა? ამ ბლოგოსფეროშიც ყველაფერი დასწრებაზეა :) მე ვისაც დავთაგავდი სიამოვნებით, ისინი უკვე დათაგეს ან უკვე დაწერილი აქვთ და დავრჩი ასე :) მოდი, გადავდებ ამ საკითხს მერესთვის :)

პ.პ.ს. ძალიან ვჩქარობდი, თან რაღაცას ვაკეთებდი და ორთოგრაფიული შეცდომები თუ მიპოვეთ, ნუ გამკიცხავთ. "ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად, ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა" :)))

p-p (post-production ;) ) ლიკა, შენ რომ იყო შემდეგი? :)

Comments

ketketa said…
რა საყვარლად წერს ეს გოგო, აღარ შემიძლია რა:))))

შემოგევლეთ, ჩემი უგზო უკვლოდ ჭკვიანი და დახვეწილი გოგოები ხართ თქვენ და მიყვარხართ მე:) ვსო:)
© said…
:) :) :)

ქეთ, იმედია ოდესმე (არა გაჩერებაზე) გნახავ კიდევ :)) მალე :) ძალიან საყვარელი ხარ, გვიყვარხარ (გავკადნიერდები და მრავლობითში ვიტყვი) :) და გკოცნი! მადლობაააა! :) ვგიჟდები ასეთ კომენტარებზე :P
ამ პოსტმა გამახსენა, რამდენი ხანია აღარაფერი წამიკითხავს... :|
მომკალი და დოჩანაშვილი ვერ შევიყვარე, he's so not my type of guy ;)
© said…
ვა, რა უცნაურია... მომკალი და არ მესმის :) ნუ, ძალით ვერ შეიყვარებ, პრინციპში. ან პირველივე წაკითხვაზე გადაირევი, და ან თუ არ გადაირიე, არ შეგიყვარდება. ეს - მესმის.
Kalo said…
eee, eljernoni ram damavicya. vitire ki ara, mgoni movtkvamdi :-) ise, bevr rameshi davemtxviet, ara? :-):-)
da isa, ras erchi nobeliant mcerlebs, vis ginda rom caartva? nu geshinia, koelios ar aqvs nobelis premia, masec ver gatavxeddebodnen, rom magistvis miecat :-)
zaan gaverte am tamashit :-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..