H1N1. ZDF-მა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს გაასწრო ანუ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა...

წეღან ვუყურებდი საინფორმაციოს ZDF-ზე. გადავრთე და შევრჩი... ე.წ. ღორის გრიპზე ლაპარაკობდნენ. სტუდიაში მოწვეული ჰყავდათ ბონის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, პროფესორი ვინმე... ნუ, სახელი არ მახსოვს, ცხადია. და არ იცით ეს კაცი - აი ითონი მეათე ხარისხში! (ითონს ვინც იცნობთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ და ვინც არ იცნობთ, რომ განაგრძობთ კითხვას, იმას მიხვდებით, ითონი რა ტიპია) - წამყვანის ყველა შეკითხვას მშვიდი და აუღელვებელი ტონით სცემდა ისეთ კატასტროფულ პასუხებს, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდებოდა. ფაქტიურად ასე - არაფერი გვეშველება, ყველა დავაავადდებით და ბევრი დაიხოცება. ბავშვებიც დაავადდებიან. როგორმე შეიძლება თავი ავარიდოთ ამ დაავადებას? - არა, არ შეიძლება. ძალიან გადამდებია და ყველგან შეიძლება დაგემართოთ. ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შეიძლება ვიღაცამ ქუჩაში თქვენს სიახლოვეს დაახველოს და თქვენ - დაავადდეთ. ნიღაბი? არ შველის. ნუ, კარგია, მაგრამ მაინც იხსნი - იკეთებ, ჩამოიწევ-აიწევ და რისკი დიდია.

აცრებზე თქვა, კარგიაო, აიცერითო. 6თვემდე ბავშვებსაც კი ვცრითო. ნუ, ეს ყველაზე დადებითი ინფო იყო. მერე იყო რეპორტაჟი კლინიკიდან, აცრების შესახებ და ითქვა, რომ ცხადია, აცრას აქვს პოსტ მოვლენები, როგორიც შეიძლება იყოს, საუკეთესო შემთხვევაში -აცრილი ადგილის ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფაღარათი, სიცხე და ა.შ. მაგრამ ეს არაფერი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგემართოთ - სასიკვდილო ალერგიული რეაქციაა და რომ შვედეთში 30 კაცს ჰქონდა ალერგიული რეაქცია. რით დამთავრდა ეს, არ დაუკონკრეტებიათ.

შემდეგ ისევ სტუდიაში დავბრუნდით და პროფესორმა გააკეთა დასკვნა, რომ თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს უნდა თუ არა, დაავადდეს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. (!!) ისიც მინდა ვთქვა, რომ წამყვანი რატომღაც ძალიან ბედნიერი სახით იჯდა. ეტყობა ან უკვე აცრილი იყო, ან რატომღაც დარწმუნებული, რომ არაფერი დაემართებოდა.

და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. შემდეგი სიუჟეტი?! კარგად სხედხართ? სიუჟეტის სახელი - " სიცოცხლე სიკვდილში". წამყვანი, ახლა უკვე სხვა, გამოდის ტექსტით, რომ სიცოცხლეს და მერე ცხოვრებას შორის არის უშუალოდ სიკვდილი და რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ავირჩიოთ, სად და როგორ დაგვასაფლავებენ!!!!! შოკირებული ვიყავი და უკვე მეცინებოდა. არაჩვეულებრივად плавно გადავიდნენ თემიდან თემაზე. ცხადია, თუ ღორის გრიპით მოკვდები, სჯობს წინასწარ განსაზღვრო, მორიკონეს ჩართავენ შენს დაკრძალვაზე (ჩემთან არც კი გაბედოთ), თუ la bomba-ს. მოკლედ, წამყვანმა შესავლის შემდეგ სიტყვა თავის კოლეგას გადაულოცა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, სასაფლაოდან ჩაერთო პირდაპირ ეთერში!!! ზოგს აკლდამაში სურს დაიკრძალოს, ზოგს ოჯახურ სასაფლაოზე და ზოგს - ცალკე -გვამცნობდა ჟურნალისტი. მერე დაიძრა და ვიღაც ჭირისუფალთან მიიჭრა ინტერვიუს ასაღებად. ის ცოცხალი იყო ჯერ და თავისი რომელიღაც წინაპრის ბოლო სურვილის შესახებ დაიწყო საუბარი. ვეღარ გავუძელი და რუსთავზე გადავრთე! მშობლიურ რუსთავი 2-ზე! ამ დროს იქ ბიზნესკურიერია! დაილოცოს აკაკის მოტვლეპილი თავი და არაფრისმასწავებელი ბიზნეს-სიუჟეტები!!!

Comments

kalo said…
Zaan bevri vicine. ra sayvareli iyo is profesoriii :-):-) minda gitxra, rom me egeti ukiduresi prognozebi upro mashvidebs. ra vkna? :-):-) etyoba itonma gamomacrto :-):-)
© said…
:)))))))))))))))))))) "Как закалялась Кало" :)))

ხო, ძალიან დამამშვიდებელია :))) მე თავიდან ყალყზე დამიდგა თმა და მერე მაგრა მეცინებოდა :))) და იმ სიუჟეტზე რომ გადავიდნენ, საერთოდ შუბლზე ამივიდა თვალები და მინდოდა ვინმე ყოფილიყო აქვე, რომ გადამეხედა :))) და აი ბევრ წინადადებაზე მინდოდა "გადმოხედვა" და ერთობლივი კაიფი, მაგრამ სამწუხაროდ მარტო ვიყავი :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..