strangers in the... life

მაშ ასე, ოდესმე ამაზე უნდა დამეწერა. ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავწერდი და ალბათ ეს ოდესმე დადგა. ან დადგა ის ოდესმე, როცა ვიწყებ მაინც ამაზე წერას. არ მგონია, ერთი ამოსუნთქვით და ერთ ჯერზე დაჯდომით ამოიწუროს თემა და თხრობა. ამასობაში ანტრეში ე.წ. perfect stranger შემოვიდა. რა თემატურია. და რა საინტერესოა გემოვნება და როდის ვის რა თვალზე შეხედავ. ვიღაცას შეიძლება ამ ტიპისთვის სულ არ შეეხედა. ან შეეხედა და რაღაც არადადებითი ეთქვა. მე თვალში მომხვდა. თავი რომ ავწიე, დახლთან ახალგაზრდა ქალი და ეს კაცი იდგნენ. ძალიან ახლოს არა, მაგრამ ორივე ნამცხვრებიან ვიტრინას ათვალიერებდა და თავიდან ვიფიქრე, ერთად არიან მეთქი. ამასთან ისიც გავიფიქრე, რომ ძალიან შეუსაბამო წყვილია. არა, სიმაღლე არაფერ შუაში იყო. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მამაკაცი ბევრად მაღალი იყო. როგორც წესი, მაინც ასე ხდება ხოლმე. არა, უბრალოდ ვიფიქრე, რატომ მოეწონა ამას ეს ქალი მეთქი. მერე ჩემ თავს შემოვუძახე, შენ ვინ გეკითხება, რა სნობიზმიამეთქი. ადრე ალბათ უფრო "მკაცრად" განვიხილავდი ასეთ რაღაცეებს. უფრო ...