dreaming of a golden christmas

ეს პოსტის შესავალი არ არის, უბრალოდ… არ ვიცი, რა არის, კომენტარია ჩემი ბლოგის შესახებ, ალბათ: მოკლედ, ბლოგის წერა უკვე აღარ მახსოვს, როდის დავიწყე, უხსოვარ დროს, before it was cool :) მაშინდელი ნაწერები ახლა რომ გადავიკითხო, ალბათ მეუცხოვება, ან შეიძლება გამეცინოს კიდეც, იმდენად სხვა ცხოვრებიდან იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვენლობა. მაშინ Facebook ჯერ არ იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ უფრო ვაგნებდით ერთმანეთის ბლოგებს და ჩემი მკითხველი მყავდა, ცოტა, მაგრამ მყავდა. კომენტარებიც მიხაროდა. მეც მქონდა საყვარელი ბლოგები. დღეს უფრო დიდ სივრცეში ვართ გაჭრილები. მე კი აღვადგინე ისევ წერა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კერძოდ კი ბაქოში გადასვლისას. ბაქოს ქრონიკებით ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემმა ბლოგმა და მას მერე, ასე თუ ისე, ვცდილობ, პერიოდულად ვწერო. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება არც არავინ კითხულობს მეთქი, მაგრამ მთავარია, მე მქონდა მოთხოვნილება წერის და განვაგრძობდი. მერე ფბ-ზე დაშეარებულ ლინკზე ლაიკები და ბოლოს კომენტარებიც რომ წამოვიდა, მივხვდი, (მ)კითხულობენ და გ...