უმისამართო ასტრო-წერილი N...
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. შეიძლება ზედმეტად ბევრსაც. ალბათ იმიტომ, რომ როგორც იქნა მომეცა ფიქრის დრო. ამდენი დრო ბოლო... მმმ... 2,5 წლის მანძილზე ერთად აღებული არ მქონია ალბათ. ხოდა ავდექი და ავიღე ეს დრო და მაქსიმალურად შევირგე გონების განიავება, სხეულის მოდუნება, დასვენება... მაგრამ რაღაც ეტაპზე ფიქრები წამოვიდა. საღამოობით განსაკუთრებით. უფრო სწორად ღამე. ჯანდაბა რუსებს, მაგრამ ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: უტრო ვეჩერა მუდრენეე. და ასეც არის. ის, რაზეც საღამოს გვიან "იგრუზები", ის რაც ამ დროს რთულად გეჩვენება, გაწუხებს, დილის და დღის შუქზე სულ სხვანაირი ჩანს. უფრო მარტივი და ერთი ხელის მოსმით მოგვარებადი. ან სულაც ქრება და არაფერია მოსაგვარებელი რეალურად. ვიცი, სრულიად გაუგებრად ვწერ. უფრო სწორად, რაზე ვწერ, ვერ მიხვდები. და საერთოდ, მივხვდი, რომ როცა რაღაცაზე ბევრს ვფიქრობ ან როცა რაღაც მაწუხებს ან მაფიქრებს, იმაზე არ ვწერ. უფრო სწორად - არ / ვერ ვყვები. ხოდა ახლაც ასეა. უბრალოდ ემოციების დონეზე ვცდილობ გაზიარებას. დღეს კი საკმაოდ ემოციური დღე იყო. შემიძლია, გ...