Posts

Showing posts from November, 2024

ნაბიჯები

Image
 რაღაცეები დაიძრა.  ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი.  წიგნის გამოფენა-ბაზრობაზე არ მახსოვს, მოვყევი თუ არა. ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას ვიყიდე აბონემენტი, რომ როცა მომინდებოდა და მოვახერხებდი, მაშინ მივსულიყავი. ორჯერ მოვახერხე. კარგი იყო, მშვენიერი. ჩემი უფროსი (ავსტრიის საგამოცდო ცენტრიდან) და კიდევ ერთი თანამშრომელი ვნახე ორივე დღეს. რეალურად, მაგათგან ვიცოდი ამ გამოფენის შესახებ, გავიგე, რომ ჩამოდიოდნენ და მეც ვიყიდე ბილეთი. დღეს ბოლო დღეა, მაგრამ პროგრამაში ისეთი არაფერია, რაც ისევ დამაინტერესებდა და ალბათ დღეს აღარ წავალ.  ახლა თომა დავტოვე საკვირაო სკოლაში და იქვე წავედი, რომ მენახა, სად არის ავსტრიის საგამოცდო ცენტრის ცენტრალური ფილიალი, სადაც მისვლას და თავის წარდგენას ვაპირებ იმ კვირაში. გამარჯობა, მე ვარ ცისია და მე მზად ვარ, ვითანამშრომლო :)) ვნახოთ, რა გამოვა. აქვე ყოფილა.  აქვე აღმოჩნდა ასევე ის კაფეც, რომელიც ერთ-ერთ კვირა დღეს უმიზნო ბოდიალისას აღმოვაჩინე და გარედან, ვიტრინიდან მომეწონა. ზოგადად ფანჯარასთან გრძელ მაგიდებიანი კ...

წერილი ნაძვებს

Image
ზუსტად ორი თვე გასულა ბოლო პოსტიდან.  და 2 კვირა და 2 დღე გავიდა, რაც ვენაში ვარ. ხო, ვენაში ვარ. იმ დღეს მეუბნებოდნენ მეგობრები, ერთი-ორი ფოტო მაინც დადე, ხალხმა გაიგოს, რომ მანდ ხარო. ხო, ვინც ასე პირადად ჩემგან არ იცოდა, ვერც მიხვდება, რომ აქ ვარ უკვე. რაც ჩამოვედი, ველოდები, რომ მოვიდეს წერის სურვილი და დავწერო. მაგრამ რაღაცნაირად გარბის დრო და აი დღეს კიდევ ერთხელ რომ ვიარე ლეპტოპაკიდებულმა, იმის იმედით, რომ დღეს მაინც დავწერდი, ქალაქში 4 საათიანი სიარულის მერე ბოლო გაჩერება სტარბაქსი ავირჩიე, რაც ძალიან არაავსტიული და არავენულია, გეთანხმები. მაგრამ ეტყობა ჩემი ექსპატური ცხოვრება გამახსენდა ბაქოში, სადაც მინიმუმ კვირაში ერთხელ, ხან ორჯერაც ანტრედან ან სტარბაქსიდან ვწერდი "ბაქოს ქრონიკებს". ტრადიციასავით მქონდა. სტარბაქსში ჩემი საყვარელი ადგილიც მქონდა, ფანჯარასათან. ყველაზე გემრიელად იქ "იჯდომებოდა" და იწერებოდა. ხოდა ახლაც ასე გადავწყვიტე. აქ არავის უკვირს ლეპტოპგახსნილი ჯდომა.  მგონი წერითი ბლოკადა მაქვს. უამრავი რამე მაქვს თავში და საერთოდ, შიგნით. უამრავი რ...