Posts

Showing posts from 2026

თერთმეტი წუ .. კი არა და თერთმეტი ფიქრი ან ფიფქი :)

Image
ერთი * პოლარული ლიუკი ახალ წელს აქ შემოსვლამ რაღაცნაირი ამბივალენტრუი გრძნობები გამოიწვია. ლუკა პოლარეში შემოსვლას არა, ბლოგზე შემოსვლას ვგულისხმობ. იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვპირდები ჩემ თავს და აქაურობას, რომ შემოვალ და დავწერ. რამეს დავწერ. იქნებ იმიტომ, რომ უკვე ათასი დრაფტი მაინც შევინახე თავში. ზოგი შეიძლება აუდიო ფაილებადაც მაქვს ტელეფონში, ქუჩაში მიმავალმა და უცებ წერის ჟინით შეპყრობილმა რომ ჩავწერე. იქნებ ნოუთებშიც კი გადავაწყდე რამეს. მაგრამ ძირითადად მაინც თავში იყო დრაფტებად შენახული და მერე ამ დრაფტებს ვადა გაუვიდა, გაფერმკრთალდნენ და გაქრნენ. ყველაფერი ქრება, თუ არ მოუარე ... ლუკაში რომ შემოვედი, არ იყო თითქოს ბევრი ხალხი. თუმცა რეალურად მხოლოდ ორი მაგიდა იყო თავისუფალი ამ დიდ სივრცეში. მაგრამ დავჯექი თუ არა, უეცრად გადაივსო, მოძრაობა დაიწყო კაფემ თითქოს.  ორი ** მიაძაკის დრო კაფის მოძრაობაზე გამახსენდა - მიაძაკის "მოსიარულე სასახლე" ვნახე გუშინწინ. თუ გუშინ იყო ეს? სადღაც გადიოდა. რატომღაც მომინდა ნახვა. ჩავრთე და ვეღარ მოვწყდი, მონუსხული. მერე ის გავაკეთე,...