გაწელილი პერიოდი ლანჩიდან სამუშაო დღის დასასრულამდე :D
აი ასე. გავედი შესვენებაზე. ავედი სახლში. წითელ ღვინოს მოვკარი თვალი. უგემრიელეს წითელ ღვინოს, სპეციალურად ჩემთვის გამოგზავნილს და ცდუნებას ვერ გავუძელი - ერთი მოზრდილი ჭიქა დავლიე სადილად. აუუუუუ რა სიამოვნებააა კარგი წითელი ღვინო! ვგიჟ დე ბი! :) მერე მოვედი გაპრანჭვის მუღამზე :D დავიხატე, რაღაც დეტალები დავამატე ჩაცმულობას და საოცრად მსუბუქი და აჟიტირებული დავბრუნდი სამსახრუში. არც მანამდე ვიყავი წარბშეჭმუხნული და მერე ხომ საერთოდ :) ეხლა ცოტა მოვითენთე. საქმე აღარ მქონდა რა უცნაურიც არ უნდა იყოს და ლამის ხმამაღლა ვითვლიდი დროს შვიდის ნახევრამდე, მთელს 1,5 საათს და სხვების აყოლიებაც მინდოდა. კარგია, როცა მოგწონს გარემო შენს სამსახურში. კარგია როცა მოგწონს საქმე, რომელსაც აკეთებ და კარგად გამოგდის. კარგია როცა არაჩვეულებრივი ხალხი გახვევია გარს და გადასარევი მეგობრები გყავს. კარგია ცხოვრება, საერთოდ, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან რაღაცეების და ვიღაცეების გამო ”გეჯმევა” (უკაცრავად ასეთ ნატურალისტურ გამოთქმაზე, მაგრამ პირდაპირ თქმა სჯობს {ჯობს.გე} :D ) განწყობაში და ა.შ. მთავარია რომ ეს...