რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი (უფრო კადრი) ჩემი (ნამდვილი) ცხოვრებიდამ

მგონი პირველად ვზივარ ასე, ამდენი ხანი გაშლილი ლეპტოპით სტარბაქსში და ეკრანს მივჩერებივარ. თითებიც ურჩად დუმან. უფრო სწორად მშვიდად სხედან. არ უნდათ წერა. არ იციან, რაზე დაწერონ. ვიხსენებ, რისი თქმა მინდოდა. რა იდეები / დრაფტები მქონდა თავში. დრაფტებს და იდეებს რა გამოლევს, მაგრამ ასე უბრალოდ ადგე, აიღო და დაამუშავეო რომელიმე, არ გამოდის, განწყობის ამბავია. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. დრაფტებს არ ენდოთ... სწორია, აწი ასე ვიზამ: თავში როგორც კი რამეს გავივლებ, შემოვალ და აქვე ვაქცევ დრაფტად, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ მერე გამახსენედეს, რაზე ვაპირებდი დაწერას. ეს დავწერე და უცებ გამახსენდა საკუთარი სიტყვები: "თავში დრაფტადაც კი არ გაივლო!" რამდენიმე წლის წინ ვუთხარი ეს ერთ მეგობარს, ანუ გავაფრთხილე, რომ ამაზე რამე დაწერო კი არა, არც კი გაიფიქრო დაწერა მეთქი. მახსოვს, რომ ბევრი ვიცინეთ ფრაზაზე, მაგრამ რა მოვუყევი, რისი აღწერა ავუკრძალე - არ მახსოვს (ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა დაეწერა შენი ისტორიაო რატომ და ერთი პერიოდი აბსურდულ ისტორიებს თხზავდა, ნახე...