Easy Donnerstag ნაშუადღევს დაწყებული წერილი

ეს კაფე რამდენი ხანია გაიხსნა ჩვენ ეზოში? ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მესამე (?) წელია აქ ვცხოვრობ, ალბათ 1 წელი, არც კი. მოკლედ, შედარებით ახალია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საკონდიტროს (რომლის "მედოკსაც" დიდი წვლილი აქვს ჩემი წონის მატებაში შეტანილი) მფლობელმა გახსნა. გარეთ სულ რაღაც 2 მაგიდა დგას და სულ მეგონა, შიგნით ფაქტობრივად არ იქნებოდა ადგილი, ან იქაც მაქსიმუმ 2 მაგიდა იდგებოდა. როცა არ უნდა ჩამევლო, რა თქმა უნდა, ძირითადად იქ მსხდომ რუსებს ვხედავდი ხოლმე, რაც ალბათ მთავარი მიზეზი იყო, რატომაც არ მიზიდავდა იქაურობა. დღეს რაღაცნაირად თავისუფალი დღე მაქვს. უფრო სწორად დღის პირველი ნახევარი. საერთოდ, რაღაც ეტაპზე რომ გავიაზრე, ასე არ შეიძლება საკუთარი თავის ექსპლუატაცია, რაზეც წინა წერილში ვილაპარაკე კიდეც, რომ სტრესს არ უნდა გაანადგურებინო მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა და მას მერე, რაც რაღაცეები გადავიაზრე, აშკარად უკეთესობისკენ წავიდა საქმე. აქამდე უეცრად გამოჩენილი თავისუფალი დროისთვის რომ არ ვიცოდი, რა მექნა და მეგონა, რამეს ვაშავებდი და აუცილებლად უნდა მემუშავა,...