რა ერქვა იმ გმირს? ხო, ამარანტა. ამარანტა ხომ არ დავირქვა? არა, არ ღირს, მახსოვს, მაინცდამაინც კარგი ბედი არ ჰქონდა სიყვარულში და არჩევანიც რაღაც ისეთი გააკეთა, ძალიან რადიკალური. აი ამ აბზაცს ჩავამთავრებ და გადავამოწმებ, ხომ სწორად მახსოვს. და რა მახსოვს - საქმრო მოუკლეს, მას მერე ხელზე შავი სახვევი გაიკეთა და აღარც მოუხსნია. არც კაცისკენ გაუხედავს. გადავამოწმე. თითქმის სწორად მხსომებია. მაგრამ არ მოუკლავთ, თავი მოიკლა და მას მერე ამარანტა დანაშაულის გრძნობის გამო ატარებდა იმ სახვევს. ხოდა რაღა ამარანტა... მაგრამ ბუენდია ... დღეს ყველანი ბუენდიები ვართ. დაუსრულებელი წვიმის სეზონის გმირები. კიდევ იყო რომელიღაც გმირი, რომელიმე აურელიანო იქნებოდა ალბათ, რომელიც ადგა და წავიდა წვიმების სეზონის დასრულებამდე. სად წავიდა, რამდენი ხნით წავიდა ... ამდენი არ მახსოვს. ან რატომ იფიქრა, რომ ეს წვიმა ოდესმე დასრულდებოდა? :) და კიდევ არის ერთი მოთხრობა, ბრედბერის. All Summer in a Day ჰქვია. მოქმედება ვენერაზე ხდება, სადაც მზე 7 წელიწადში ერთხელ ანათებს. და მეცნიერების გამოთვლით დადგა ის დ...
Comments
კეთილი იყოს ჩემი ფეხი:)
ტილო გამშრალა გარეთ, მარა მაინც გავუსვი ფეხი :D
მოიცა დაგამატო ჩემსა...
ბლოგი გაქვს და არ წერ?? შენა?? მილიციას გამოვუძახებ:)))
მოკლედ, აწი შენ იცი, მაკომენტარე და მაკომენტარე :D
ფეხები არა უშავს, ისედაც დასალაგებელია აქაურობა და მტვერია და ხლამი ბევრი. ნელ-ნელა მოვწესრიგდები :)
აწი რო დაპოსტავ, ტეგებში მიუთითე: კომენტარები არ გინდათ, გვაქ–თქვა:)))))
ბრეგვაძეების პრასივით სულ იქნება:)))))))