"хорошо иметь домик в деревне"
კარგია თბილისის ქაოსს და საოცარ ხმაურს, რომელსაც ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ მოწყდები თუნდაც ერთი დღე საკუთარი ხელით შეღებილი კედელი (მალიარი ხარ, გოგო?! :D) და დაკრეფილი თხილი. ხის სკამზე გემრიელად ჯდომა, თავქვეშ ხელებამოდებული, თავი თუნდაც ქვის მაგიდაზე, ფეხები გაშლილი და თვალები ცისკენ. ცა ისეთი, როგორიც თბილისში არ არის და ალბათ აღარასოდეს იქნება. და მთები?! ამშვიდებს მაგრა. მიყვარს მთების ყურება ასე... სიმშვიდე. უცებ რომ მიხვდები - საოცარი სიმშვიდეა და სიწყნარე, მარტო ჭრიჭინის ხმა ისმის, მართალია გაუთავებლად, დღისითაც, მაგრამ არ გაწუხებს, პირიქით. საჭმლის სულ სხვა გემო, როცა სასიამოვნოდ დაიღალე და მოგშივდა და ბოთლიდან დალეული - "ს გორლიშკა" - ოდნავ თბილი უგემრიელესი წითელი ღვინო. სადღაც იქვე ცხენი, რომელსაც გინდა ხელი გადაუსვა ზურგზე, მაგრამ გაფრთხილებენ, არ გინდა, ძალიან გიჟიაო... მტკვარი ახლოა.... მაგრამ არ გინდა, არაა, არ გინდა ის, რაც ერთ პოეტს უნდოდა. არ გინდა, იმიტომ რომ კარგად ხარ, თუნდაც ერთი დღე ძალიან კარგად ხარ და არ ფიქრობ არაფერზე. ძილი სავარძლის ბალიშზე - 70x35...