"хорошо иметь домик в деревне"

კარგია თბილისის ქაოსს და საოცარ ხმაურს, რომელსაც ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ მოწყდები თუნდაც ერთი დღე

საკუთარი ხელით შეღებილი კედელი (მალიარი ხარ, გოგო?! :D) და დაკრეფილი თხილი.
ხის სკამზე გემრიელად ჯდომა, თავქვეშ ხელებამოდებული, თავი თუნდაც ქვის მაგიდაზე, ფეხები გაშლილი და თვალები ცისკენ. ცა ისეთი, როგორიც თბილისში არ არის და ალბათ აღარასოდეს იქნება.

და მთები?! ამშვიდებს მაგრა. მიყვარს მთების ყურება ასე...

სიმშვიდე. უცებ რომ მიხვდები - საოცარი სიმშვიდეა და სიწყნარე, მარტო ჭრიჭინის ხმა ისმის, მართალია გაუთავებლად, დღისითაც, მაგრამ არ გაწუხებს, პირიქით.

საჭმლის სულ სხვა გემო, როცა სასიამოვნოდ დაიღალე და მოგშივდა და ბოთლიდან დალეული - "ს გორლიშკა" - ოდნავ თბილი უგემრიელესი წითელი ღვინო.

სადღაც იქვე ცხენი, რომელსაც გინდა ხელი გადაუსვა ზურგზე, მაგრამ გაფრთხილებენ, არ გინდა, ძალიან გიჟიაო...

მტკვარი ახლოა.... მაგრამ არ გინდა, არაა, არ გინდა ის, რაც ერთ პოეტს უნდოდა. არ გინდა, იმიტომ რომ კარგად ხარ, თუნდაც ერთი დღე ძალიან კარგად ხარ და არ ფიქრობ არაფერზე.

ძილი სავარძლის ბალიშზე - 70x35! მართლა. და თან ისე გემრიელად ძილი, როგორც საკუთარ საწოლში არ გიძინია. თუნდაც 15 წუთი.

წყალი - ხევის და წყაროსი. ცივი წყალი


ცა...



და მერე ისევ გზა....

Comments

Anonymous said…
kai ra...chemi gachirveba mkopnis:) guli mtkiva, ise menatreba chemi soperli:(
Anonymous said…
xoda kargad rom xar, mixaria:)
© said…
ქეთი :) ოღონდ ეგ არ არის ჩემი სოფელი, არ მაქვს საერთოდ... აგარაკია, რა უბრალოდ, ახალი, მაგრამ უკვე შემიყვარდა :)
Anonymous said…
აი ყვეეეეეეეეეეეეელაფერს ვშვები და ვიზამ რო აგარაკი მქონდეს, ეზო მინდა, ძაღლივით ავრ, ეზო მინდა, და ცვრიანი ბალახი....

და მერე სახლსაც ჩავდგავ.. ან კოტეჯს, მარა მიწა მინდა, აუცილებლად უნდ აქონდეს ყველას მიწის ნაგლეჯი მაინც, რო დარგო ან დატესო ან რამე ზედ...

ხე ხო უნდ ადარგო კაცმა, არა?

ხოდა ეს კორპუსები ამრყევს უკვე და კიდე რო აშენებენ ამათი დდშც...

მიწა მინდა, და ვიცი რეებს ვიზამ, და მერე სამოტხეში დაგპატიჟებთ, 1000 კვადრატულზე :)))))
Anonymous said…
me makvs samotxe, camomkevit da gachvenebt!:)
© said…
შენ ხარ ევა :D

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..