поворот

სიზმარი დამთავრდა
დაიწყო ახალი
ვარიაციები თემაზე
ცხოვრება
გრძელდება
დღეები
მიჰყვება ერთმანეთს
საათის გვიხდება
ხშირად გასწორება.
ავდგები წავიდეთ
იქნება ისევე
გველიან გვიცდიან
ღამეებს ითვლიან
იქნება ღიაა
ისევე კარები
იქნება სიჩუმეს
ხმაურში გვიცვლიან.
შორია ძნელია
გზა აღარ მთავრდება
სხივები ვარსკვლავებს
უთმობენ ადგილებს
შენ მარტო არა ხარ
თითებზე შემეხე
გვერდზე ჩემი სუნთქვა
გზას გაგიადვილებს.
ცისფერი ფურცელი
ზედ თეთრი ლაქებით
დისკოთი რომელიც
ყველაფერს ანათებს
მერე უხილევი
ხელით დაქცეული
მას შავი მელანი
ღამედ გადააქცევს.
თითქოს ფანტაზია
არ აქვს ოპერატორს
თენდება
ღამდება
ღამდება
თენდება
კადრები გარბიან
ფონი კი ერთია
და ბოლოს ამ ფონზე
საათი ჩერდება...

Comments

Anonymous said…
შენია?

არა ასე უნდა მეკითხა

Seania?

:))))

kaia visicaaaaaaaaaa
Anonymous said…
kargia. visia, martla?
Anonymous said…
მცოდნე ბრავო, ცაის:-) მაგარი ხარ
Anonymous said…
და ვე ცი....

და მე ეჭვიც არ მეპარებოდა...

ბევრს არ ვიტყვი.

ძალიან კარგია, დავუმუღამე და ეს მსიამოვნებს
© said…
ნეტა ვინმე თუ მიხვდება სათაურის არსს, ანუ რატომ დავარქვი. ტო ესწ კი არ დავარქვი, პრინციპში, სახელებს არ ვარქმევ, რა... ასოციაცია მაქვს ამ ლექსზე ასეთი და იმიტომ...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..